239 89 46   მოგვწერეთ
 
 

ერთად შევუწყოთ ხელი ჯანმრთელობისა და ღირსების შენარჩუნებას

20 მაისი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა

კვირას, 20 მაისს ეს სლოგანი მსოფლიოს გააერთიანებს


აივ/შიდსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რომელიც დღეს ქვეყანაში საკმაოდ აქტუალურია.
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე მსოფლიოში აივ ინფექციისადმი მიძღვნილი ერთერთი ყველაზე ძველი და ფართო კამპანიაა. ამ დღის აღნიშვნა  ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ სან-ფრანცისკოში  დაიწყეს 1983 წელს (candlelightmemorial.org) და ყოველწლიურად მაისის მესამე კვირა დღეს 1200-მდე ორგანიზაციის მიერ 115 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ტარდება.
უკვე 30 წელია შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს სანთლების ანთების ტრადიცია ადამიანებს აერთიანებს, მსოფლიოს ყველა რეგიონიდან შიდსით გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად, აივ ინფექციით მცხოვრებთა მხარდასაჭერად და იმის სადემონსტრაციოდ თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლი აივ ინფექციის მკურნალობის, პრევენციის, პაციენტებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის საქმეში.
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღის მიზანია, აივ  ინფიცირებულთა პატივისცემა, მხარდაჭერა და დაცვა. ჩვენ გვინდა ისეთ სამყაროში, სადაც შიდსით არ კვდებიან და სადაც ადამიანებს  აივ ინფექციით ცხოვრება ჯანმრთელად და ღირსეულად შეუძლიათ.
საზოგადოებაში არსებული სტიგმა, დისკრიმინაცია, არასწორი ინფორმირებულობა და შიში, შიდსით დაავადებული ადამიანების მიმართ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ამ დღის აღნიშვნის იდეა სწორედ შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას ეძღვნება და დაავადებული ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციისკენაა მიმართული.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უერთდება მსოფლიო ინიციატივას. დაგეგმილია აქტივობები, რომელშიც ასევე მონაწილეობას იღებენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, აივ პრევენციის პროექტი საქართველოში, სამედიცინო აკადემია, სდასუ, ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია.

20 მაისი  20.00 - 21:30 საათი, ქ.თბილისი, რუსთაველის გამზირი, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია
•    გაკეთდება შიდსის ლოგო;
•    ცოცხალი ჯაჭვი ლოგოს გარშემო;
•    შიდსით დაავადებული და გარდაცვლილი ადამიანების ხელნაწერები და გამონათქვამები განთავსდება  მიმდებარე ტერიტორიაზე;
•    დკსჯეც-ის ვებ გვერდზე და სოციალურ ქსელებში  მოხდება ინფორმაციის განთავსება


 

ჯანმო–ს  ყოველწლიური კამპანია: გადაარჩინეთ ადამიანების სიცოცხლე – დაიცავით ხელების სისუფთავე
5 მაისი, 2012

მსოფლიოში ყოველწლიურად ასობით მილიონი პაციენტი ავადდება საავადმყოფოსშიგა ინფექციებით. მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოსშიგა ინფექციების შემთხვევები ხშირია,  მაინც არ არის ცნობილი მათი რეალური გლობალური ტვირთის შესახებ, რადგანაც საკმაოდ რთულია ამ ინფექციებზე სანდო ინფორმაციის მოპოვება.  ჯანმოსა და სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყვეს, რომ საავადმყოფოსშიგა ინფექციებით ავადობის მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია განვითარებად ქვეყნებში. საავადმყოფოსშიგა ინფექციების უმეტესი ნაწილის პრევენცია შესაძლებელია ხელების სათანადო ჰიგიენით. აუცილებელია, ჯანდაცვის მუშაკებმა დაიბანონ ხელები საჭირო დროს და სათანადო დონეზე.
ჯანმო–ს  ყოველწლიური კამპანია „გადაარჩინეთ ადამიანების სიცოცხლე – დაიცავით ხელების სისუფთავე“, ტარდება 2009 წლიდან.  ამ დღეს ჯანმო მოუწოდებს ადამიანებს „გაერთიანდნენ ხელების ჰიგიენის ხარისხის გასაუმჯობესებლად“.
ეს დღე იძლევა შემდეგი სახის აქტივობების ჩატარების შესაძლებლობას:
•    გახდე გლობალური მოძრაობის ნაწილი ხელების ჰიგიენის ხარისხის გასაუმჯობესებლად;
•    გახდე შენს ქვეყანაში საავადმყოფოსშიგა ინფექციების პრევენციის ხელშეწყობის და შესაბამისად ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის ერთ–ერთი ლიდერი; 
•    მიიღო მხარდაჭერა, რომ კლინიკებში აღებული ვალდებულებებიდან გადახვიდე ქმედებებზე;
•    გაუზიარო სხვებს შენი ცოდნა და წარმატებები;
•    შუერთდე იმ ქვეყნების ქსელს, რომლებმაც უკვე აიღეს ვალდებულება  რეგულარულად ჩაატარონ ხელების ჰიგიენის  კამპანიები;
•    აჩვენო, რომ პაციენტების უსაფრთოების უზრუნველყოფა არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.

ვრცლად

http://www.who.int/mediacentre/events/meetings/2012/clean_hands_campaign/en/index.html


მალარია და მისი გადაცემის გზები

მალარია – ეს ინფექციურ დაავადებათა ჯგუფია, რომელთაც იწვევს უმარტივესი სისხლის Plasmodium – ის გვარის პარაზიტები, რომელთა გადაცემაც ბუნებრივ პირობებში  Anopheles – ის გვარის მდედრი კოღოების კბენის შედეგად ხდება.
ადამიანის მალარია მოიცავს 4 ნოზოლოგიურ ერთეულს. მნიშვნელოვანი როლი რიცხოვნობის მიხედვით ენიჭებათ ტროპიკულსა Plasmodium falciparum და სამდღიურ მალარიას Plasmodium vivax.
მალარია ბუნებრივ-ენდემური დაავადებაა, რამდენადაც მისი გავრცელება შეზღუდულია ბუნებრივი ფაქტორების მიერ და აქედან გამომდინარე იგი გვხვდება მხოლოდ იმ რაიონებში, სადაც არსებობს მისი განვითარებისთვის (გამრავლება-გავრცელება) საჭირო ყველა პირობა. ასეთ რეგიონებს უწოდებენ მალარიოგენურს. ყველა მალარიოგენურ რეგიონში მალარიის განვითარებისათვის საკეთილდღეო პირობების სიხშირე განსხვავებულია და შესაბამისად სხვადასხვაა ტრანსმისიის ხარისხიც. ამა თუ იმ ტერიტორიის მალარიოგენურობის განმსაზრვრელი პირობები შემდეგია: ვრცლად


ევროპის იმუნიზაციის კვირეული

2012 წლის 21-27 აპრილი

21-27  აპრილს საქართველოში, ისევე როგორც ევროპის  რეგიონის 53 ქვეყანაში, ჩატარდება იმუნიზაციის კვირეული. აღნიშნული ღონისძიება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  ევროპის რეგიონული ბიუროს მიერ არის ორგანიზებული და ის ყოველწლიურად ტარდება. მისი მიზანია,  როგორც მოსახლეობისათვის, ასევე მედიისა და ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებისათვის,  სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება.
ევროპის იმუნიზაციის კვირეული ფოკუსირებულია დაავადებებზე, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციით არის შესაძლებელი (ე.წ. ვაქცინაციით მართვადი ინფექციები). იმუნიზაცია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა და ყოველწლიურად მილიონობით ბავშვს იცავს ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დარღვევებისაგან.
საქართველო, როგორც  ჯანმოს ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში მონაწილეობას იღებს 2007 წლიდან.
ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია რეგიონში ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის გზით სპეციალური ფოკუსირებით მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე.
კვირეულის  ძირითადი გზავნილები: ვრცლად


გრიპი არის მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. გრიპი ცირკულირებს მსოფლიო მასშტაბით,  იწვევს ეპიდემიებს და შეუძლია დააზარალოს ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ ასაკში. სეზონური გრიპი ყოველწლიურად ჩრდილო ჰემისფეროში აზარალებს მოსახლეობის 5-15%-ს. დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობა არ საჭიროებს სამედიცინო დახმარებას.  იწვევს ეპიდემიებს და შეუძლია დააზარალოს ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ ასაკში. სეზონური გრიპი ყოველწლიურად ჩრდილო ჰემისფეროში აზარალებს მოსახლეობის 5-15%-ს. დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობა არ საჭიროებს სამედიცინო დახმარებას. ვრცლად


 გრიპისა და გაციების შესახებ:

რას ნიშნავს ზემო რესპირატორული ტრაქტის მწვავე ინფექცია და რა არის გაციება?

განმარტება: გაციება - ხშირად ცნობილია, როგორც ზემო რესპირატორული ტრაქტის ვირუსული ინფექცია, საკმაოდ ხშირია და აქვს შებრუნებითი ხასიათი. მთელი წლის განმავლობაში სკოლამდელი და დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვებმა შესაძლოა 3-12-ჯერ გადაიტანონ გაციება, მაშინ როდესაც მოზარდებსა და ზრდასრულებში, წლის განმავლობაში, მხოლოდ 2-4-ჯერ გვხვდება. გაციება ყველაზე ხშირი და გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში. ვრცლად 


სიახლე:

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ტემპუსის პროექტ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების სამაგისტრო პროგრამა“ ფარგლებში 27 ივნისს, 2012 წელს, ვერე პალასის დარბაზში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და სოციალური სერვისები - განათლებიდან პრაქატიკამდე“.  კონფერენცია არის უნიკალური შესაძლებლობა, სადაც ლიდერები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკის შემქმნელები და კლინიცისტები განიხილავენ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების მიმართულებით არსებულ პრობლემებს, აქტუალურ საკითხებს და გაუზიარებენ გამოცდილებას.
დაწყებულია აბსტრაქტების წარმოდგენა კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტისათვის და გაგრძელდება 18 მაისი, 2012 წლის 12 საათამდე. ვრცლად


ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

7 აპრილი, 2012

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება 7 აპრილს 1948 წელს ჯანმო–ს დაარსების დღესთან დაკავშირებით. ყოველ წელს ორგანიზაცია ირჩევს ჯანმრთელობის ძირითად გლობალურ საკითხს და ორგანიზებას უწევს ღონისძიებებს საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე, რათა ეს შერჩეული თემა მოექცეს საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
2012 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა „დაბერება და ჯანმრთელობა“, ხოლო სლოგანი – „კარგი ჯანმრთელობა ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია“.
ბოლო საუკუნის მანძილზე კაცობრიობის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა. ამ საუკუნეში ხანდაზმულ ადამიანთა რაოდენობა ბავშვების რაოდენობას გადააჭარბებს.
2012 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზე, თუ როგორ შეიძლება სიცოცხლის გახანგრძლივება კარგი ჯანმრთელობის ხარჯზე და თუ როგორ შეიძლება კარგი ჯანმრთელობა დაეხმაროს ხანდაზმული ასაკის მამაკაცებსა და ქალებს, იცხოვრონ სრულფასოვნად და პროდუქტიულად, იყვნენ თავიანთი ოჯახებისა და ზოგადად საზოგადოების აქტიური წევრები. ვრცლად


მარილის ჭარბი მოხმარება და ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს, რომ  ყოველდღიურ რაციონში მარილის მოხმარების შემცირება, თავისი პრევენციული მნიშვნელობით, ტოლფასია თამბაქოს მოწევის შეწყვეტისა.

კვლევებმა აჩვენა, რომ მარილის ჭარბი მოხმარება არის  შარდით კალციუმის დიდი რაოდენობით დაკარგვის მიზეზი, კალციუმის დაკარგვას კი თავის მხრივ მივყავართ ორგანიზმის დემინერალიზაციამდე და ძვლოვანი ქსოვილის დასუსტებამდე, ვითარდება   ოსტეოპოროზი და შესაბამისად იწვევს ძვლების (კიდურების) ხშირ მოტეხილობებს (განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში). ვრცლად


შეაჩერე ტუბერკულოზი შენს ცხოვრებაში

ყოველწლიურად 24 მარტს მსოფლიოში აღინიშნება ტუბერკულოზის მსოფლიო დღე. მისი აღნიშვნა მიზნად ისახავს ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
პარტნიორობა - „შევაჩეროთ ტუბერკულოზი“, რომელიც არის ტუბერკულოზთან ბრძოლის ორგანიზაციებისა და ქვეყნების ქსელი,  ამ დღეს აღნიშნავს იმ მიზნით, რომ ყურადღება გამახვილდეს დაავადების მასშტაბებზე, მისი პრევენციის გზებსა და მკურნალობის საშუალებებზე.

1882  წლის 24 მარტს გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა  ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილა აღმოაჩინა. ეს იყო ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კუთხით პირველი წინგადადგმული ნაბიჯი. ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა. იგი ვრცელდება ფილტვის ფორმით დაავადებული ბაცილგამომყოფი პირის მიერ საუბრის, ხველის და ცემინების დროს. ვრცლად


ფრთხილად  –  ბოტულიზმი!

ბოტულიზმი უმძიმესი დაავადებაა. მისი გამომწვევია გარემოში, კერძოდ კი ნიადაგში, საკმაოდ გავრცელებული მიკროორგანიზმი, რომელსაც გარკვეული ბიოლოგიური თავისებურებები გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის უძლიერესი ტოქსინის (შხამის) გამომუშავების უნარი. ბოტულოტოქსინის მომშხამავ ძალაზე წარმოდგენის შესქმნელად საკმარისია ვიცოდეთ, რომ ამ შხამის უმცირესი რაოდენობაც კი მილიონობით სასიკვდილო დოზას შეიცავს. ვრცლად 



 

სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი/ პუბლიკაციები

 

 

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
© NCDC.GE 2012 Created By VISUAL STUDIO