ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 70-ე სესია 22-31.05.2017
თამბაქოს კონტროლის საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 70-ე ასამბლეაზე, რომელიც თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) სამდივნოსა და წევრი ქვეყნების მონაწილეობით ტარდება 22-31 მაისს, ჟენევაში.
 
ასამბლეის დღის წესრიგში არაგადამდებ დაავადებათა საკითხების განხილვის დროს, FCTC-ის კონვენციის მხარეთა კონფერენციის (COP) პრეზიდენტმა პირველად წარადგინა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-7 კონფერენციის გასული წლის ანგარიში, რითიც ხაზი გაესვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისა და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ერთობლივი თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.
აღნიშნული გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ თამბაქოს კონტროლი მზარდი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
 
თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-7 კონფერენციაზე, რომელსაც ინდოეთის მთავრობამ 2016 წელს უმასპინძლა და 134 წევრი ქვეყანა ესწრებოდა, განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა სქესთან დაკავშირებული სპეციფიური რისკები, თამბაქოს ნაწარმის უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის პროტოკოლის განხორციელებისა და თამბაქოს ეპიდემიასთან ბრძოლის მომავალი გეგმები. წევრმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს დელის დეკლარაციას საზოგადოებრივ პოლიტიკაში თამბაქოს ინდუსტიის აგრესიული ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში.
 
ასამბლეის მსვლელობისას FCTC სამდივნოს ხელმძღვანელი ვერა ლუიზა დე კოსტა ე სილვა მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებში სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებთან და პარტნიორებთან. სამდივნო ასევე აქტიურად იქნება ჩართული „მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე“ აღნიშვნაში, რომელიც მიმდინარე წელს ემთხვევა ასამბლეის პერიოდს.
 
„მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე“ აღნიშვნასთან დაკავშირებით, რომლის თემა წელს „თამბაქო - განვითარების საფრთხე“ გახლავთ, 30 მაისს 09:30 სთ-ზე ჩატარდება ბრიფინგი, სადაც წარადგენენ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის სამდივნოსა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მომზადებული ანგარიშს. აღნიშნული დოკუმენტი დეტალურად აღწერს, როგორ შეუძლია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობა.
 
„მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე“, რომელიც ყოველწლიურად 31 მაისს აღინიშნება, მოუწოდებს ქვეყნებს, სათანადო რეაგირება მოახდინონ „მდგრადი განვითარების დღის წესრიგზე 2030 წლისთვის“ თამბაქოს კონტროლის გაძლიერებითა და პროცესების დაჩქარებით გზით.
 
კამპანია ფოკუსირებული იქნება თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელოვან როლზე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიმართულებით; განსაკუთრებით, 2030 წლისთვის ახალშობილთა ნაადრევი სიკვდილობის ერთი-მესამედით შემცირებაში.
 
კონვენციის სამდივნომ განიხილა ჩარჩო-კონცენციის განხორციელების საკითხები ავსტრიის, კანადის, საფრანგეთის, ირლანდიის, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთისა და ურუგვაის ჯანდაცვის მინისტრებთან და მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.
 
მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა აგრეთვე პროექტის „FCTC 2030“ პარტნიორი ქვეყნების მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. შეხვედაზე ხაზი გაესვა თამბქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებისათვის სამდივნოს მხირდან დაბალი და საშუალო შოსავლების ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას და აუცილებლობას.
 
„FCTC 2030“ პარტნიორი ქვეყნები შეირჩნენ მათ მიერ თამბაქოს კონტროლის სფეროში მნიშვნელოვანი მოტივაციის დემონსტრირების მიხედვით. შერჩეულ ქვეყნებს საშუალება ექნებათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვონ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებისათვის საჭირო ზომების გასატარებლად, როგორებიცაა თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების ზრდა, თამბაქოს ნაწარმის რეკლამის, პოპულარიზაციის და სპონსორობის სრული აკრძალვა, ეფექტური გაფრთხილებები შეფუთავაზე, და თამბაქოსაგან თავისუფალი სამუშაო და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. FCTC 2030-ის ფარგლებში 15 შერჩეული ქვეყანა მიიღებს მხარდაჭერას, რათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელება აისახოს აღნიშნული ქვეყნების ეროვნულ სამოქმედო გეგმებში 2030 წლისასთვის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
 
თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნო, ასამბლეის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს ტუბერკულოზის თემაზე მიმდინარე დისკუსიებში, რაც მიუთითებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ამ ორი მნიშვნელოვანი საკითხის ურთიერთკავშირის მნიშვნელობაზე.