შეხვედრა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირის არაგადამდებ დაავადებათა მიმართულების ხელმძღვანელ ეჰსან ლატიფთან 31.05.2017

2017 წლის 31 მაისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სტუმრად იმყოფებოდა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირის არაგადამდებ დაავადებათა მიმართულების ხელმძღვანელი ეჰსან ლატიფი. შეხვედრა მიეძღვნა მსოფლიო დღეს თამბაქოს გარეშე და განხილულ იქნა თამბაქოსა და არაგადამდებ დაავადებათა საკითხები საქართველოში. ბატონმა ეჰსანმა მოგვილოცა თამბაქოს კონტროლის გაძლიერების მიმართულებით გადადგმული სერიოზული ნაბიჯები და თამბაქოს კონტროლის ინოვაციური საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცება, რითიც საქართველო შეუერთდა მოწინავე ქვეყნებს თამბაქოს კონტროლის მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამომავლო თანამშრომლობა როგორც თამბაქოს, ასევე არაგადამდები დაავადებებისა და მათი რისკ-ფაქტორებიის პრევენციის მიმართულებით.

ბატონ ეჰსანს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა „ბლუმბერგ ფილანტროპის“ ტექნიკური და ფინანსური დახმარებით განხორციელებულ პროექტებს თამბაქოს კონტროლის გაძლიერების მიმართულებით.

გაწეული ღვაწლისათვის ბატონ ეჰსან ლატიფს სერტიფიკატი და მცირე ჯილდო გადასცა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ამირან გამყრელიძემ.