ექინოკოკოზი

საქართველოში შეინიშნება პარაზიტული დაავადებით, ექინოკოკოზით, ავადობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. ბოლო 5 წლის განმავლობაში აღრიცხულია ამ დაავადების 352 შემთხვევა, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას დასჭირდა ქირურგიული მკურნალობა. ექინოკოკოზს იწვევს ლენტისებრი (თასმისებრი) ჰელმინთი Echinococus გვარიდან, რომლის 4 სახეობიდან, ადამიანისთვის და ზოგადად ჯანდაცვის სფეროსათვის მნიშვნელოვანია 2 ფორმა: კისტოზური და ალვეოლარული (კისტოზური/ერთკამერიანი, ანუ ჰიდატიზური ექინოკოკი - Echinococus granulosus და ალვეოლარული/მრავალკამერიანი ექინოკოკი - E.multilocularis). ექინოკოკოზის გამომწვევი ეს ორივე პარაზიტი ბიოჰელმინთია, რომელთა განვითარება 2 მასპინძლის მონაცვლეობით წარმოებს.

ჰიდატიზური/ერტკამერიანი ექინოკოკოზი მსოფლიოში გავრცელებული დაავადებაა. დაავადების შემთხვევები განსაკუთრებით ბევრია მეცხოველეებში. დაავადების ენდემური კერებია: ავსტრალია, ესპანეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ეგვიპტე, სუდანი, თურქეთი, სირია, აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის ცალკეული რაიონები. საქართველოში ჰიდატიზური ექინოკოკოზი უმეტესად გვხვდება აღმოსავლეთ რეგიონებში.

ადამიანი ან ე.წ. „შუამავალი მასპინძელი“ ჰიდატიზური ექინოკოკოზით ავად ხდება პარაზიტით დაინვაზიებული ძაღლის ან ძაღლისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლების  მიერ, განავალთან ერთად გამოყოფილი ექინოკოკის მომწიფებული კვერცხის საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრით. ადამიანისათვის ინვაზიის ძირითად წყაროს  წარმოადგენენ ძაღლები, იშვიათად დაავადებული მტაცებლები (მელია, მგელი, ტურა).

ალვეოლარული/მრავალკამერიანი ექინოკოკი ბუნებრივ-კეროვანი დაავადებაა. მისი ენდემური კერებია: ტომსკის ოლქი, ყაზახეთი, ბაშკირეთი, შუა ვოლგისპირეთის რაიონები. დაავადება აღწერილია უკრაინასა და აზერბაიჯანშიც. საქართველოში აღრიცხულია მხოლოდ შემოტანილი შემთხვევები. ინვაზიის წყაროს ადამიანისათვის წარმოადგენს მელია და ყაღსაღი, იშვიათად კატა და ძაღლი.

ექინოკოკით ინვაზირებული ცხოველი, განავალთან ერთად გარემოში გამოყოფს პარაზიტის კვერცხებს. კვერცხი დიდხანს ძლებს ცხოველის ბეწვზე, საოჯახო ნივთებზე, წყალში, საკვებში, ხილზე, მწვანილზე, ბალახზე, ნიადაგში. საჭმლის მომნელებელ სისტემაში დაბინძურებულ საკვებთან ერთად ან ხელებიდან მოხვედრილი კვერცხი ლიმფური სადინარისა და სისხლძარღვების გავლით გადადის ღვიძლში ან სხვა ორგანოში (ფილტვებში, თავის ტვინში, ძვალში). აქ ყალიბდება სითხით სავსე ექინოკოკური ბუშტი (კისტა), რომელიც თანდათან იზრდება და მრავალ შვილეულ ბუშტს წარმოქმნის. ექინოკოკური ბუშტის ზრდა ორგანიზმზე მექანიკურ, ტოქსიურ და ალერგიულ ზემოქმედებას ახდენს და იწვევს საპასუხო რეაქციას. ინკუბაციური პერიოდი, ანუ დრო პარაზიტის ორგანიზმში მოხვედრიდან დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე, თვეობით და წლობით გრძელდება, რაც ექინოკოკის ბუშტის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული.

ღვიძლის ექინოკოკოზის საწყის ეტაპზე შეიმჩნევა სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა არეში. აღინიშნება საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, პერიოდულად სუბფებრილური ტემპერატურა. ღვიძლი გადიდებულია, ზოგჯერ საგრძნობლად. დაავადება თანდათან რთულდება. ხშირია კისტის (ბუშტი)  დაჩირქება და გახეთქვა, რასაც მოჰყვება პარაზიტების მთელ ორგანიზმში მიგრაცია. ზოგჯერ კისტის კედელი სქელდება, თუმცა მასში არსებული ექინოკოკები ინარჩუნებენ სიცოცხლის უნარს. შესაძლოა, ნაღვლის ბუშტზე ექინოკოკური ბუშტის ზეწოლის გამო განვითარდეს სიყვითლე. თუ კისტა ღვიძლის ზედაპირთან ახლოს მდებარეობს, მუცელზე მცირე ზეწოლამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მისი გახეთქვა. მუცლის ღრუში ექინოკოკების მოთესვაზე მიუთითებს გამონაყარი და ქავილი. არ არის გამორიცხული უფრო რთული ალერგიული რეაქცია, მაგალითად, ანაფილაქსიური შოკი.

 ფილტვის ექინოკოკოზს საწყის ეტაპზე არავითარი კლინიკური გამოვლინება არ ახასიათებს. კისტის გადიდებისა და ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე ზეწოლის შემთხვევაში თავს იჩენს ტკივილი გულმკერდის არეში, ხველა და ქოშინი. დიდი ზომის კისტამ შესაძლოა შეცვალოს გულმკერდს ფორმა. არცთუ იშვიათად ვითარდება პნევმონია და პლევრიტი. კისტა შეიძლება დაჩირქდეს და გასკდეს, ხოლო მისი შიგთავსი გადავიდეს ბრონქებში. ამ დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით ნახველი. ექინოკოკური ბუშტის პლევრის ღრუში გახეთქვას თან სდევს ტკივილი, ტემპერატურის მატება, ზოგჯერ ანაფილაქსიური შოკი.

ექინოკოკების მიერ თავის ტვინის დაზიანებას ახლავს თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ღებინება. ექინოკოკური ბუშტის ზრდის კვალდაკვალ ეს მოვლენები უფრო ინტენსიური ხდება. შესაძლოა, განვითარდეს დამბლა, პარეზი, ფსიქიკური დარღვევები, კრუნჩხვები. ანამნეზური მონაცემებისა და კლინიკური სიმპტომების საფუძველზე დიაგნოზის დასმა ადვილია, თუმცა მის დასაზუსტებლად ტარდება იმუნოლოგიური კვლევაც.

საქართველოში (განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილში) ექინოკოკოზი საკმაოდ ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ე.წ. ქირურგიური ექინოკოკოზია.

წელი

რეგიონი

ასაკი

სულ

2012

 

<1

1-4

5-14

15-19

20-29

30-59

60<

თბილისი

0

0

1

1

3

18

17

40

ქვემო ქართლი

0

0

1

0

3

7

5

16

იმერეთი

0

0

0

2

1

3

3

9

კახეთი

0

1

0

0

1

8

5

15

მცხეთა-მთიანეთი

0

0

0

0

2

4

2

8

სამცხე-ჯავახეთი

0

0

0

1

0

2

 

3

სამეგრელო-ზემო სვანეთი

0

0

0

0

0

1

3

4

შიდა ქართლი

0

0

1

0

1

1

1

4

სულ

 

1

3

4

11

44

36

99

2013

თბილისი

0

2

1

3

14

40

18

78

ქვემო ქართლი

0

0

0

0

0

2

 

2

იმერეთი

0

0

0

0

0

2

1

3

კახეთი

0

0

0

0

1

0

0

1

სულ

0

2

2

3

15

44

19

84

2014

თბილისი

0

0

0

3

3

37

7

50

ქვემო ქართლი

0

0

1

 

5

13

3

22

 

იმერეთი

0

0

0

1

 

4

0

5

 

კახეთი

0

0

0

 

2

2

 

4

 

შიდა ქართლი

0

0

0

5

3

1

1

10

 

მცხეთა-მთიანეთი

0

0

0

0

0

1

2

3

 

სამცხე-ჯავახეთი

0

0

0

1

0

5

2

8

 

სამეგრელო-ზემო სვანეთი

0

0

0

0

0

2

 

2

 

აჭარა

0

0

0

0

0

1

1

2

 

რაჭა-ლეჩხუმი

0

0

0

0

0

1

 

1

სულ

 

 

1

10

13

67

16

107

2015

თბილისი

0

0

1

3

10

22

5

41

ქვემო ქართლი

0

0

0

0

3

6

3

12

მცხეთა-მთიანეთი

0

0

0

0

2

1

1

4

შიდა ქართლი

0

0

 

0

 

2

1

3

კახეთი

0

0

1

0

1

6

1

9

აჭარა

0

0

1

0

1

1

 

3

სამეგრელო-ზემო სვანეთი

0

0

0

0

0

1

0

1

სამცხე-ჯავახეთი

0

0

0

2

0

1

1

4

სულ

0

0

3

5

17

40

12

77

2016

თბილისი

0

0

1

3

16

31

11

62

შიდა ქართლი

0

0

0

1

0

7

1

9

ქვემო ქართლი

0

0

0

0

2

9

3

14

სამცხე-ჯავახეთი

0

0

0

0

0

3

0

3

სამეგრელო-ზემო სვანეთი

0

0

0

0

0

1

0

1

მცხეთა-მთიანეთი

0

0

0

0

0

0

1

1

კახეთი

0

0

0

0

2

6

4

12

იმერეთი

0

0

1

2

1

0

2

6

სულ

0

0

2

6

21

57

22

108

 

ექინოკოკოზის შემთხვევები 2012-2016 წწ. საქართველოში

 

2017 წლის პირველ 5 თვეში გამოვლენილია ექინოკოკოზით დაავადებული 37 ადამიანი, მათ შორის 21 ქ. თბილისში.

ექინოკოკოზისპროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია:

  • პირადი ჰიგიენის წესების დაცვა, განსაკუთრებით ცხოველებთან და მათ ბეწვთან კონტაქტის შემდგომ ხელების საგულდაგულოდ დაბანა;
  • შინაური ძაღლების და კატების გეგმიური დეჰელმინთიზაცია და ვეტერინარული მეთვალყურეობა;
  • ცხოველთა სასაკლაოებზე სანიტარულ-ჰიგიენული წესების სწორი ორგანიზაცია;
  • დაღუპული დაავადებული შინაური ცხოველების შინაგანი ორგანოების,  რომლებიც შეიცავენ ექინიკოკურ კისტებს, სათანადო წესით განადგურება;
  • ხილისა და ბოსტნეულის სათანადო წესით გარეცხვა, გათლა, გაფცქვნა და ა.შ.
  • ექინოკოკოზის ენდემურ და/ან ოჯახურ კერებში რისკის ჯგუფის ადამიანების  გამოკვლევების უზრუნველყოფა.