მობილური აპლიკაცია

„თავს ვანებებ“  სმარტფონის უფასო აპლიკაციაა, რომელიც ეხმარება მწეველს მართოს თამბაქოს მოხმარების სურვილი და განწყობა და ასევე აკონტროლოს მოწევისათვის თავის დანებების პროგრესი. აპლიკაცია მომხმარებელს უგზავნის შეტყობინებებს ლოკაციის და დროის მიხედვით, გამამხნევებელ რჩევებს, ექსპერტების დარიგებებს და ზოგად ინფორმაციას თამბაქოს შესახებ.

მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია Play Store-დან, სადაც პროგრამების საძიებელში მიუთითებთ აპლიკაციის სახელს” თავს ვანებებ“ და ჩამოტვირთავთ აპლიკაციას. აპლიკაციის ჩამოტვირთვა ასევე შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან https://play.google.com/store/apps/details?id=ge.ncdc.tavsvanebeb&hl=en

აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ, მომხმარებელი ქმნის საკუთარ ისტორიას, სადაც აღნიშნავს თამბაქოსთვის თავის დანებების მიზეზს და უთითებს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს, როგორიცაა დღის განმავლობაში მოხმარებული თამბაქოს რაოდენობა, დღის რომელ მონაკვეთში არის ყველაზე ძლიერი მოწევის სურვილი, რა ღირს სიგარეტი, რომელსაც ის მოიხმარს და ა.შ. ასევე აწარმოებს დღიურს და აკვირდება საკუთარი გუნება განწყობილების ცვლილებებს.

 

პრეზენტაცია