ფსიქიკური ჯანმრთელობა: გავაძლიეროთ ბრძოლა ფსიქიკური დარღვევების პრევენციისათვის

ძირითადი ფაქტები

  • მსოფლიოში 450 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული ფსიქიკური დაავადებებით. მრავალ ადამიანს კი სხვადსხვა ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება .
  • ფსიქიკური ჯანმრთელობა ზოგადად ჯანმრთელობისაგან განუყოფელია, რა თქმა უნდა ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე არ არსებობს ჯანმრთელობა.
  • ფსიქიკური ჯანმრთელობა-ეს არ არის მხოლოდ ფსიქიკური დარღვევების არ არსებობა.
  • ფსიქიკური ჯანმრთელობა განისაზღვრება სოციალური, ეკონომიკური, ბიოლოგიური და ადამიანთან დაკავშირებული სხვადსხვა გარემოს ფაქტორებით.
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელისშესაწყობად უნდა არსებობდეს სხვადსხვა სექტორებს შორის ეფექტური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) ჯანმრთელობას ასე განმარტავს:  „ჯანმრთელობა არის მდგომარეობა რომელიც განისაზღვრება: ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობით, და არა მარტო ავადმყოფობისა და ფიზიკური დეფექტების არარსებობით“

ფსიქიკური ჯანმრთელობა განისაზღვრება ადამიანის კეთილდღეობის მდგომარეობით, რომლის დროსაც მას სრულად შეუძლია საკუთარი პოტენციალის რეალიზება, ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სტრესებთან განმკლავება, პროდუქტიული და ნაყოფიერი შრომა, რითაც  გარკვეული წვლილი შეაქვს საზოგადოების ცხოვრებაში.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის დეტერმინანტები

მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის დონე  განისაზღვრება მრავალი სოციალური, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური ფაქტორებით. მაგალითად: მუდმივი უარყოფითი სოციალურ- ეკონომიკური ზეწოლა აღიარებულია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთ რისკ ფაქტორად. რეალური ფაქტობრივი მონაცემები ცხადყოფს კავშირს მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის დონესა და ეკომომიურ მდგომარეობას შორის, აგრეთვე ასოცირებულია განათლების დაბალ დონესთანაც.

ცუდი ფსიქიკური ჯანმრთელობა  ასევე ასოცირდება სწრაფ  სოციალურ ცვლილებებთან, სტრესულ სამუშაო პირობებთან , გენდერულ დისკრიმინაციასთან, საზოგადოებისაგან  გარიყვასთან, არაჯანსაღი ცხოვრების წესთან,  ძალადობის,  ფიზიკურად არასათანადო ჯანმრთელობისა  და ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკებთან .

ასევე არსებობს კონკრეტული ფსიქოლოგიური და პიროვნული ფაქტორები, რომელთა წინაშეც ადამიანი  დაუცველი რჩება. და ბოლოს, არსებობს რამდენიმე ბიოლოგიური მიზეზი ფსიქიკური დარღვევებისა,  მათ შორის: გენეტიკური ფაქტორი და ცენტრალური ნერვული სისტემის ქიმიური დისბალანსი.

 

 

სტრატეგია და ღონისძიებები

ფსიქიური ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგია და ღონისძიებები გულისხმობს  ადამიანისათვის ისეთი პირობების შექმნას, რომელიც საშუალებას მისცემს იცხოვროს ცხოვრების ჯანსაღი წესით. ამაში იგულისხმება მთელი რიგი ქმედებების სპექტრი, მიმართული ალბათობით იქითკენ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეინარჩუნოს კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობა.

ატმოსფერო, რომელშიც მოქალაქეებს გარანტირებული ექნებათ სტაბილური პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიური და კულტურული უფლებების დაცვა, არის მათთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების ძირითადი ხელშეწყობა. უსაფრთხოებისა და თავისუფლების არარსებობის დროს ძნელია შევინარჩუნოთ საზოგადოების კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობის დონე.

ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ეროვნული პოლიტიკა არ უნდა იყოს მიმართული მხოლოდ ფსიქიკურ დარღვევებზე. სასურველია უფრო ფართო ასპექტში იქნას განხილული და შეეძლოს  მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების ხელშეწყობა და მასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა. აქ იგულისხმება ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის ასპექტები, სახელმწიფო და კერძო სექტორის სტრატეგიულ პროგრამებში, მ/შ განათლება, შრომა, მართლმსაჯულება, ტრანსპორტის უსაფრთხოება, გარემო, საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა, აგრეთვე გამართული ჯანდაცვა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა დიდწილადაა დამოკიდებული მრავალსექტორულ სტრატეგიაზე.

  ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის კონკრეტული გზა მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:

  • ღონისძიებების დაგეგმვა  ადრეული ბავშვობის ასაკიდან  (მაგალითად: სკოლამდელი ბავშვების ფსიქოსოციალური დახმარების ღონისძიებები, რომელიც შერწყმული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის კვებით დახმარებასთან),
  • ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერა (მაგალითად: ბავშვებისა და მოზარდი ახალგაზრდების უნარების განვითარებისათვის ექსპერტების მიერ სპეციალური პროგრამების შექმნა/შეძენა),
  • ქალებისათვის სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების უზრუნველყოფა (მაგალითად: განათლების მიღებისა და   მიკრო საკრედიტო სქემების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება),
  • ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერა (მაგალითად:  ხანდაზმულთათვის გასაცნობი ადგილობრივი დღის ცენტრების ორგანიზების ინიციატივა),
  • პროგრამების შემუშავება, რომლებიც მიზნად ისახავს დაუცველი ჯგუფების, მ/შ უმცირესობის, მკვიდრი მიგრანტი, კონფლიქტითა და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას (მაგალითად: კატასტროფებით გამოწვეული უბედურებების შემდეგ ფსიქოსოციალური დახმარება),
  • სკოლებში ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებები (მაგალითად: გარემოსდაცვითი ცვლილებების პროგრამების განხორციელება სკოლაში, რომ  მივიღოთ სკოლა ბავშვებისათვის ხელსაყრელი გარემო პირობებით),
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებები სამუშაო ადგილებზე (მაგალითად: სტრესის პროფილაქტიკის პროგრამების შემუშავება),
  • ქალებისათვის  ოპტიმალური პირობების შექმნისათვის სტრატეგიების შემუშავება (მგალითად: საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება),
  • ძალადობის პრევენციის პროგრამები (მაგალად: პოლიციელის საზოგადოებასთან მუშაობის ინიციატივა), და
  • ცალკეული თემების განვითარების პროგრამები (მაგალითად: ინიციატივები „საზოგადოება რომელიც ზრუნავს“, და ინტეგრირებული სოფლის განვითარება).

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) მხარს უჭრს ქვეყნებს და მათ მცდელობას ხელი შეუწყონ თავიანთ საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენციული ღონისძიებების გატარებას.

არსებული პროგრამა მიმართულია ფსიქიური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და მომსახურების მაშტაბების გასაფართოებლად ფსიქიური და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანებისათვის.

პროგრამის მიღებისა და განხორციელების შემთხვევაში ათობით მილიონი ადამიანი შეძლებს დეპრესიის, შიზოფრენიისა და ეპილეფსიის მკურნალობას. თავიდან ავიცილებთ სუიციდის შემთხვევებს.

 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო