ლექცია/სემინარი - ახალშობილთა სმენის სკრინინგი 20.07.2017

2017 წლის 20 ივლისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენნტრში გაიმართა აშშ „სმენის შეფასებისა და მართვის ეროვნული ცენტრის“ დამფუძნებლი დირექტორის, იუტას უნივერსიტეტის  პროფესორ ბატონ კარლ ვაითის ლექცია/სემინარი თემაზე


ახალშობილთა სმენის სკრინინგი
 
ლექცია სემინარს დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნინო ბერძული, ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე და  ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „სმენის შეფასებისა და მართვის ეროვნული ცენტრის“ წარმომადგენლები. ასევე, ქ. თბილისის სამედიცინო დაწესებულებების პეროსნალი: ნეონატოლოგები, პედიატრები, ოტორინოლარინგოლოგები და ცენტრის თანამშრომლები.
 
ლექცია/სემინარის დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია. 
 

2017 წლის 17-21 ივლისს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „სმენის შეფასებისა და მართვის ეროვნული ცენტრის“, ფონდ „აი ია“-ს და შპს „კინდ-სმენას“ ერთობლივი ძალისხმევით, საერთაშორისო და სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში, მიმდინარეობს ერთკვირიანი ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ბავშვთა ასაკის სმენის დარღვევების ადრეული გამოვლენის და ახალშობილთა სმენის სკრინინგის გაფართოების ხელშეწყობას.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აშშ „სმენის შეფასებისა და მართვის ეროვნული ცენტრის“ და ფონდი „აი ია“-ს მიერ გადაეცემა 5-5 ერთეული ახალშობილთა სმენის სკრინინგის აპარატურა შემთხვევათა რეგისტრაციის და მიდევნების სისტემით, რომლებიც განთავსდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეების კრიტერიუმებით შერჩეულ 10 სამეანო საქმიანობის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებაში. მიმდინარე წლის 17-19 ივლისს, აშშ „სმენის შეფასებისა და მართვის ეროვნული ცენტრის“ მიერ სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდათ ტრენინგების ციკლი ახალშობილთა სმენის სკრინინგის ტექნიკური შესრულების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში.  21 ივლისს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, საზეიმო ვითარებაში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პარტნიორ ორგანიზაციებს შორის.  

 

იხილეთ ფოტოალბომი