რა არის ენტეროვირუსი

ენტეროვირუსები და სხვა პიკორნავირუსები (მაგ. პარექოვირუსები) წარმოადგენენ ადამიანის ყველაზე გავრცელებულ ვირუსებს. აღნიშნულ ვირუსებთან დაკავშირებულია  მთელი რიგი კლინიკურ გამოვლინებები, როგორიცაა პოლიომიელიტი, არა-პოლიო ენტეროვირუსებით გამოწვეული მწვავე დუნე დამბლა, ასეპტიური (სეროზული) მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი, მიოკარდიტი, „ხელის-ტერფის-პირის“ დაავადება (“hand, foot and mouth” disease), ახალშობილთა სეფსისი და სხვა. არსებობს ენტეროვირუსების მრავალი სეროტიპი და მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანთან დაკავშირებულია დაავადებების ფართო სპექტრი, ძირითადი კლინიკური გამოვლინებები განსხვავდება სეროტიპის მიხედვით (მაგალითად, პოლიოვირუსებს ხშირად უკავშირედება  პარალიზური დაავადება, ექოვირუს 30, 9, 13, 18-ს - ასეპტიური (სეროზული) მენინგიტი, ენტეროვირუს 71-ს, კოქსაკი ვირუსის მრავალ სეროტიპს - „ხელის-ტერფის-პირის“ დაავადება და ბულბარული ენცეფალიტი, B ჯგუფის კოქსაკივირუსებს - მიოკარდიტი, ექოვირუს 11-ს - ახალშობილთა სეფსისი). ზომიერი კლიმატის პირობებში, ენტეროვირუსებს ახასიათებს სეზონურობა ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში მომატებული ცირკულაცით.

ენტეროვირუსების კლასიფიკაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ზოგიერთი სეროტიპის როლი ადამიანთა დაავადებების/სინდრომთა განვითარებაში კვლავაც უცნობია.                                                                                             

 

ენტეროვირუსებით გამოწვეული სინდრომები  

 

ვირუსი

დაავადება/სინდრომი (ვირუსის ტიპი)

პოლიოვირუსები ( ტიპი 1-3 )                       

  1. არადიფერენცირებადი ცხელებითი დაავადება (1-3)
  2. ასეპტიური მენინგიტი (1-3)
  3. პარალიზური და ენცეფალიტური დაავადებები (1-3)

 

კოქსაკივირუსების ჯგუფი A (A1-A,A24)   

  1. მწვავე ჰემორაგიული კონიუნქტივიტი (ვარიანტა 24)
  2. ჰერპანგინა ( 2-6, 8, 10, 22 ტიპები)
  3. ეგზანთემა (4,5,6,9,16)
  4. ხელის, ტერფის და პირის დაავადება (5,10,16)
  5. ასეპტიური მენინგიტი (1-2, 4-7, 9, 10, 14, 16 ,22)

 

  1. პარალიზი და ენცეფალიტური დაავადებები ( 4,7,9,10)
  2. ჰეპატიტი (4,9)
  3. ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაავადებები (9,10, 16, 21, 24 ვარიანტა)
  4. ლიმფონოდულარული ფარინგიტი (10)
  5. ახალშობილთა დიარეა (18, 20, 21, 22,24 ვარიანტა)

 

კოქსაკივირუსების ჯგუფი B (B1-B6)

  1. არადიფერენცირებადი ცხელებითი დაავადება (1-6)
  2. პლევროდინია (1-5)
  3. პერიკარდიტი, მიოკარდიტი (1-5)
  4. ასეპტიური მენინგიტი (106)
  5. პარალიზი და ენცეფალიტური დაავადებები (1-5)
  6. ახალშობილებში მძიმე სისტემური ინფექცია, მენინგოენცეფალიტი, მიოკრადიტი (1-5)
  7. ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაავადებები (4-5)
  8. ეგზანთემა, ჰეპატიტი, დიარეა (5)

ექოვირუსები (1-7, 9,11-27, 29-33)

  1. ასეპტიური მენინგიტი (ბევრი სეროტიპი)
  2. პარალიზი და ენცეფალიტური დაავადებები (1,2,4,6,7,9,11, 14-16, 18, 22, 30)
  3. ეგზანთემა ( 1-9,11,14,16,18,19,25, 30, 32)
  4. ხელის, ტერფის და პირის დაავადება (19)
  5. პერიკარდიტი და მიოკარდიტი (1,6,9,19,22)
  6. ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაავადებები (4,9,11,20,22,25)
  7. ნეონატალური დიარეა (11,14,18,20,32)
  8. ეპიდემიური მიალგია (1,6,9)
  9. ჰეპატიტი (4,9)

 

ახალი ენტეროვირუსები (68-71)

  1. პნევმონია და ბრონქიტი (68,69)
  2. მწვავე ჰემორაგიული კონიუნქტივიტი (70)
  3. ასეპტიური მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი
  4. ხელის ტერფისა და პირის დაავადება (71)
  5. ჰეპატიტი (4,9)

 

რინოვირუსები

ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაავადებები (1-115)

ჰეპატოვირუსები ( A ჰეპატიტი )

გასტროენტერიტი და ჰეპატიტი A

http://intranet.tdmu.edu.ua/data/cd/disk2/ch053.htm