ტყის ხანძრები - რეკომენდაციები მოსახლეობას

ბიოსაწვავის (ტყის მასივების) არასრული წვის შედეგად ხდება ჰაერის დაბინძურება მყარი ნაწილაკებით, ნახშირის მონიქსიდით, აზოტის ოქსიდით, გოგირდის დიოქსიდითა და ორგანული მინარევებით.

 ზემოქმედების  ტიპი

  შესაძლო პრობლემები

 მწვავე ეფექტები

  - დამწვრობა
  - ფილტვის ფუნქციის გაუარესება (დისტრეს სინდრომი)
  - ასთმის და სხვა რესპირატორული დაავადებების გამწვავება     
  - ასთმა და სხვა მწვავე რესპირატორული პრობლემები ბავშვებში
  - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავება

 ქრონიკული ეფექტები

  - ასთმისა და სხვა რესპირატორული დაავადებების შეტევების გახშირება
  - ასთმისა და სხვა რესპირატორული დაავადებების ახალი შემთხვევები
  - სიცოცხლის ხარისხის დაქვეითება და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება

 სხვა შესაძლო რისკები

  - ავტოსატრანსპორტო, საზღვაო და ავიოკატასტროფები (ცუდი ხილვადობის გამო)
  - სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა ავადობის/სიკვდილობის რისკი
  - ბარიერები რუტინული ჯანდაცვითი სერვისების ხელმისაწვდომობის მხრივ

 

მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები:

  • პირები ჯანმრთელობის უკვე არსებული, ქრონიკული პრობლემებით (ასთმა და სხვა რესპირატორული დაავდებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები)
  • ხანდაზმული ადამიანები, ბავშვები და ორსული ქალები
  • მწეველები
  • მეხანძრეები, მაშველები

 

მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში იმოქმედეთ ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ორგანოების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებით:

  • ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების ეპიზოდების დროს დარჩით შენობაში, განსაკუთრებით ბავშვები და ხანშიშესულები;
  • ეცადეთ ბინაში შეინარჩუნოთ შედარებით დაბალი ტემპერატურა, არ გააღოთ ფანჯრები;
  • კონდენციონერი იცავს ინდივიდს სიცხისა და დაბინძურებული ჰაერისაგან, მაგრამ გასათვალისწინებელია შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:
    • თუ კონდიციონერს აქვს, როგორც „გარე“, ისე „რეცირკულაციის“ მოწყობილობა, ხანძრის შემთხვევაში ჩართეთ მხოლოდ რეცირკულაციის რეჟიმი;
    • შესაძლებლობისამებრ შეუცვალეთ კონდენციონერს ფილტრი და დაუყენეთ მაღალი ეფექტურობის ფილტრი;
    • ხანძრის შემთხვევაში გამორთეთ კონდიციონერის სუფთა ჰაერის სავენტილაციო სისტემა; 
    • სახელმწიფო და კომერციულ დაწესებულებებში არსებული სავენტილაციო სისტემები მექანიკურია და განსხვავებულ მიდგომასა და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
    • უზრუნველყავით ჰაერის დამაბინძურებელი ყველა სხვა წყაროს ლიკვიდაცია; კერძოდ, სიგარეტის გამონაბოლქვი, პროპანის გაზის ან შეშის ღუმელის გამოყენება, აეროზოლების მიმოფრქვევა, საკვების შეწვა
    • განსაკუთრებით მოწყვლადმა (რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პაციენტები) პირებმა  უნდა გამოიყენონ რესპირატორი
    • გარეთ გასვლისას ხანძრით დაბინძურებული ჰაერისგან თავის დასაცავად გამოიყენეთ ნიღაბი. გაითვალისწინეთ, რომ ნიღაბი უნდა ფილტრავდეს  ძალიან მცირე ნაწილაკებ და ჰერმეტულად იცავდეს ცხვირისა და პირის ღრუს.
    • ქრონიკული რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პირები დაბინძურებული ჰაერის მიმართ მეტად მგრძნობიარენი არიან და ესაჭიროებათ დაცვის სხვა მექანზმებიც და  სამედიცინო მომსახურეობისადმი ხელმისაწვდომობის მაღალი დონე, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია
    • ეცადეთ გადახვიდეთ კარგი ვენტილაციის მქონე გაგრილებულ ადგილას.