ხანძარი - მიზეზები, რისკები, რეკომენდაციები

რისკები

  • ხანძრის მიზეზი შესაძლებელია იყოს ადამიანების დაუდევარი ქმედებები და ბუნებრივი მოვლენები. ხანძარი ხშირად ასოცირდება სასოფლო-სამეურნეო სამიწათმოქმედო სამუშაოებთან, დიდია ხანძრის განვითარების ალბათობა გვალვის დროს; 50% შეთხვევაში კი ხანძრის მიზეზი უცნობია.
  • ხანძრის დროს იღუპებიან ადამიანები და ცხოველები, ნადგურდება სასოფლო-სამეურნეო კულტურები და რესურსები; ხშირად ზარალი მნიშნელოვნად დიდია. ხანძრის დროს შესაძლებელია მოხდეს ავტოსატრანსპორტო, საზღვაო და ავიოკატასტროფები.
  • ხანძრის დროს წარმოშობილმა კვამლი უარყოფითად მოქმედებს იმ ადამიანთა ჯანმრთელობაზე, რომლებიც ხანძრის კერის სიახლოვეს ცხოვრობენ.
  • რთულია ფართომასშტაბიანი ხანძრების გაკონტროლება, ხოლო მიწისქვეშა ხანძრები კი კოტროლს არ ექვემდებარება.
  • ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე ხანძარი შესაძლებელია ჰაერის დაბინძურების მიზეზი გახდეს.

 

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ხანძრის რისკებზე:

  • მცენარეული საფარის სიმშრალე (ტენიანობა და მცენარეული საფარის ოდენობა);
  • ამინდის ცვლილებები, განსაკუთრებით ქარი, რომელიც გავლენას ახდენს ხანძრის გადანაწილებასა და ინტესნივობაზე;
  • გვალვა, მშრალი სეზონი;
  • დროული შეტყობინების სისტემის არარსებობა, გაუმართაობა ან ხელმიუწვდომლობა.

 

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსახლეობაზე:

  • გარემოს დამაბინძურებლების ტოქსიურობა;
  • ზემოქმედების  მასშტაბები;
  • მგრძნობიარე პოპულაციის არსებობა: პატარა ბავშვები, ორსულები, ხანდაზმულები, რესპირატორული პრობლემების, ფილტვის ან გულის  დაავადებების მქონე ადამიანები;
  • დამატებითი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ხანძრის წარმოქმნაზე: ეთნიკურობა, სქესი, კვების სტატუსი, სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა, თამბაქოს მოხმარება;
  • განსაკუთრებული რისკის პროფესიები: ღია ცის ქვეშ მომუშავენი, მეხანძრეები, საგანგებო სიტუაციებში მომუშავე პირები;
  • ინფორმაციაზე, ჯანდაცვის სერვისებსა და სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა;
  • გარემოს დაბინძურების საწინააღდეგო ღონისძიებების ნაკლებობა;
  • საცხოვრებელი პირობები;
  • გაფრთხილების ადრეული სისტემის არარსებობა.

ავადობისა და სიკვდილიანობის  ძირითადი მიზეზები

  • ცეცხლთან მებრძოლების სიკვდილი;
  • ავტოსატრანსპორტო, საზღვაო და ავიოკატასტროფები (ცუდი ხილვადობის გამო);   
  • სიკვდილიანობა ევაკუაციის დროს.

 

მწვავე  შედეგები

  • დამწვრობა;
  • კვამლის ზემოქმების გამო შესაძლოა მოხდეს ყოველდღიური სიკვდილიანობის გაზრდა;
  • ასთმისა და რესპირატორული დაავადებების შემთხვევების მომატება; გულსისხლძარღვთა  დაავადებების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდა;
  • მწვავე რესპირატორული დაავადებების მომატება ბავშვებში;
  • გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირთა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების ზრდა;
  • მოსახლეობის მიმართვიანობის ზრდა სამედიცინო დაწესებულებებში; 
  • ფილტვების ფუნქციების დარღვევა.

 

ქრონიკული შედეგები

  • კარცენოგენეზის რისკის ზრდა;
  • ასთმისა და რესპირატორული დაავადებების შემთხვევების ზრდა;
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებების ახალი შემთხვევები, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება.

 

გადაუდებელი საჭიროებები

  • რესპირატორები ჩვილი ბავშვებისა და სხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის;
  • სათანადო რჩევა-რეკომენდაციების მიცემა მოსახლეობისათვის;
  • მოსახლეობის განათლება ხანძრის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შესახებ;
  • ხანძრის რისკის განსაზღვრა;
  • ადგილზე სამედიცინო დახმარების, ექიმების (მკურნალობა) არსებობა;
  • ამბულატორიული სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა;
  • განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა;
  • საკვების/წყლის მარაგის, საკვების/წყლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • ამინდის პროგნოზის მუდმივი მეთვალყურეობა.

 

გახსოვდეთ:

  • დიდი მნიშვნელობა აქვს მიწათსარგებლობის დაგეგმვას;
  • ხანძრის დროს გამოყოფილი მყარი ნაწილაკების ამოსუნთქვისას, განსაკუთრებული დაბინძურების შემთხვევაში აუცილებელია სპეციალური ნიღბები, აირწინაღები;
  • ხანძრის დროს აუცილებელია გარკვეული სიფრთხილის ზომების მიღება;
  • ყველა სტიქიური უბედურება იწვევს მოსახლეობის ფსიქო-სოციალურ სტრესს, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ჯანდაცვის მუშაკებოის მიერ;
  • წყლისა და ელექტროენერგიის ნაკლებობა ჯანდაცვის სამსახურებზე დიდ გავლენას ახდენს.

 

წყარო: http://www.who.int/hac/techguidance/ems/vegetation_fires/en/