გულის დაავადებები

სიმპტომები

გულის დაავადებათა სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე.

გულის ათეროსკლეროზული დაავადებები

სიმპტომები შესაძლოა იყოს განსხვავებული ქალებსა და მამაკაცებს შორის. მაგალითად, მამაკაცებს უფრო ხშირად აღენიშნებათ ტკივილი გულმკერდის მიდამოში; ქალებში სჭარბობს სხვა ხასიათის სიმპტომატიკა - დისკომფორტი გულმკერდის მიდამოში, ჰაერის უკმარისობა და ქოშინი, გულისრევა, ძლიერი საერთო სისუსტე.

სიმტომები მოიცავს:

  • გულის ანგინა-სტენოკარდიის დროს: ტკივილს, შებოჭვის შეგრძნებას, ზეწოლას და დისკომფორტს გულმკერდის მიდამოში
  • პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს: ტკივილს, დაბუჟებას, სისუსტისა და სიცივის შეგრძნებას ქვემო კიდურებში 
  • ე.წ. ატიპიური ლოკალიზაციის ტკივილი გულის ანგინისას: ტკივილს კისრის, ყელის, ყბების, ეპიგასტრიუმის, ზურგის მიდამოში.

ასიმპტომურ პირებში გულის დაავადებათა დიაგნოსტირება რთულია სტენოკარდიის, ინსულტის ან გულის უკმარისობის გამოვლინებამდე. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სიმპტომი უნდა შეფასდეს ექიმთან ერთად, რაც გულის დაავადებათა ადრეული გამოვლენის საშუალებას მოგვცემს.

 

გულის დაავადებების სიმპტომები-არანორმალური გულისცემისას (გულის არითმია):

  • გულის ფრიალი
  • აჩქარებული გულისცემა
  • შენელებული გულისცემა
  • ტკივილი და/ან დისკომფორტი გულმკერდში
  • ჰაერის უკმარისობა
  • თავბრუსხვევა
  • წონასწორობის დარღვევა
  • სინკოპე და პრესინკოპე (გულისწასვლა ან მისი წინა პერიოდი)

 

გულის დეფექტებით გამოწვეული სიმპტომები

სერიოზული თანდაყოლილი დეფექტები მჟღავნდება დაბადებისთანავე. ბავშვებში ეს სიმპტომებია:

  • ციანოზი
  • შეშუპება ქვემო კიდურების, მუცლის მიდამოსა და თვალის ირგვლივ
  • ახლშობილებში ქოშინი კვებისას, რაც ხდება ზრდის შეფერხების მიზეზი

ნაკლებად სერიოზული თანდაყოლილი  დეფექტები ხშირად ვერ დიაგნოსტირდება გვიან ბავშვობამდე და/ან მოზრდილობამდე. გულის თანდაყოლილი დაავადებების ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც არ ხდება გადაუდებელი მკურნალობის მიზეზი, შესაძლოა იყოს:

  • ჰაერის მსუბუქი უკმარისობა ფიზიკური დატვირთვისას
  • მსუბუქი დაღლა ფიზიკური დატვირთვისას
  • ხელის, წვივისა და ტერფის პასტოზურობა (მსუბუქი შეშუპება)

 

გულის კუნთის კუმშვადობის ფუნქციის დარღვევასთან დაკავშირებული გულის დაავადებები, (ე.წ. გულის კუნთის სისუსტე) -კარდიომიოპათია

კარდიომიოპათიის ადრეულ სტადიას შესაძლოა სიმპტომები არ ახლდეს. მდგომარეობის პროგრესირება დაკავშირებულია შემდეგ სიმპტომებთან:

  • ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას ან მოსვენებისას
  • ქვემო კიდურების შეშუპება
  • ადვილად დაღლა
  • არარეგულარული გულისცემა, გამოვარდნის შეგრძნება და/ან ციმციმი

 

გულის ინფექციური  დაავადებები

სიმპტომები

  • ცხელება
  • ქოშინი
  • სისუსტე და ადვილად დაღლა
  • ქვემო კიდურების შეშუპება
  • გულის რითმის დარღვევა
  • მშრალი გახანგრძლივებული ხველა
  • გამონაყარი და ლაქები კანზე

 

გულის სარქვლოვანი დაავადებები

გულს ოთხი სარქველი აქვს - აორტის, მიტრალური ანუ ორკარიანი, ფილტვის არტერიის და სამკარიანი. მათი გაღება-დაკეტვა არის საფუძველი სისხლის მოძრაობისა სისხლის მიმოქცევის დიდ და მცირე წრეში. შესაძლო დაზიანებებია - სტენოზი ანუ შევიწროვება, რეგურგიტაცია ანუ ნაკლოვანება ან არასწორი დახურვა (პროლაფსი).

სარქველების არასათანადოდ ფუნქციონირებისას ადგილი აქვს შემდეგ სიმპტომებს:

  • ადვილად დაღლა
  • ჰაერის უკმარისობა
  • არარეგულარული გულისცემა
  • ქვემო კიდურების შეშუპება
  • ტკივილი გულმკერდის არეში

 

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ

ტკივილი გულმკერდის არეში

ქოშინი

ადვილად დაღლა

გულის დაავადებათა გამოსავალს ანუ პროგნოზს მათი  ადრეული გამოვლენა განაპირობებს!

 

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ:

http://www.who.int/ncds/prevention/en/

https://www.cdc.gov/