იმუნიზაცია

იმუნიზაციაყოველწლიურადმილიონობითბავშვსიცავსსიკვდილისდაჯანმრთელობისმდგომარეობისმძიმედარღვევებისაგან. იმუნიზაციაერთ-ერთყველაზეხელმისაწვდომდაეფექტურსამედიცინომომსახურებასწარმოადგენსდამისი  მიზანიამოსახლეობისდაცვაინფექციურიდაავადებებისაგან.

იმუნიზაციას პირველი ადგილი უკავია  XX საუკუნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის იმ მიღწევათა ათეულში, რომელთაც შეცვალეს კაცობრიობა და  შესაბამისად, გადარჩენილ სიცოცხლეთა რაოდენობის თვალსაზრისით საზოგადოება მედიცინის სხვა არცერთ მეცნიერებასთან არ არის ისეთ ვალში, როგორც იმუნიზაციასთან.

მსოფლიოს უდიდეს 10 სამედიცინო აღმოჩენებს  შორის (ანესთეზია, დნმ, რენტგენის სხივები, ინსულინი, პენიცილინი  და სხვა) მე-2 ადგილი ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ხოლო მე-8 ადგილი წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო  ვაქცინას  უკავია.

ისტორია  ინფექციებთან ბრძოლაში პირველი წარმატებები დაავადებათა გამომწვევების აღმოჩენამდე იქნა  მიაღწეული, მხედველობაშია ცნობილი ინგლისელი ექიმის, ედუარდ ჯენერის მიერ 1796 წელს შექმნილი ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა და ცნობილი ფრანგი მეცნიერის, ლუი პასტერის მიერ 1885 წელს შექმნილი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა. ჯენერისა და პასტერის მიგნებები შემთხვევით ხასიათს ატარებდნენ. მეცნიერებს საკმაოდ დიდი დრო და  შრომა დასჭირდათ, რომ მიეღოთ გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის ეფექტური საშუალება - ვაქცინა.

იმუნიზაცია,როგორცმეცნიერებაუკვეცნობილია 200 წელიდადღემდე ერთგულადემსახურებაკაცობრიობას. ვაქცინაციისწყალობითდამარცხებულიაყვავილი, თითქმისაღმოფხვრილია პოლიომიელიტი, მკვეთრადააშემცირებულიწითელათი, ცოფითდაწითურათიავადობა. ამ ვირუსულ დაავადებებთან ერთად აღნიშვნის ღირსია სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებები - შავი ჭირი, ქოლერა, ტუბერკულოზი, დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ტულარემია, ჯილეხი - აი დაავადებების არასრული სია, რომელთან ბრძოლაშიც გაიმარჯვეს ვაქცინებმა.

 მსოფლიოში ვაქცინაციით ყოველწლიურად თავიდან აცილებულია ბავშვთა გარდაცვალების სულ ცოტა 3 მლნ შემთხვევა. ამას გარდა, ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვია გადარჩენილია სიბრმავის, ინვალიდობის, გონებრივი ჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დარღვევებსაგან.

ვაქცინებისშესახებმრავალი კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომდაავადებების გამომწვევებთან ბრძოლა ეფექტური აღმოჩნდა მათივე საშუალებით. გამომწვევთა უვნებელ „ორეულებს“  ეწოდებათ ვაქცინები. ვაქცინა ორგანიზმში შეყვანისას არ იწვევს დაავადებას და „ასწავლის“ მას, გაუმკლავდეს თავის საშიშ „მოძმეებს“. ამ გზით ვითარდება ხელოვნურად შექმნილი ინფექციის საწინააღმდეგო იმუნიტეტი. მისი  ხანგრძლივობა განსხვავებულია და დამოკიდებულია როგორც ვაქცინის,  ასევე მიმღები ორგანიზმის  თავისებურებებზე.

რომელი დაავადებების წინააღმდეგ ტარდება აცრები

დროულადჩატარებული აცრები ვაქცინაციით მართვადი დაავადებების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა.

პროფილაქტიკურიაცრებიხელსუწყობსბავშვისიმუნიტეტის (თავდაცვისუნარის) ჩამოყალიბებასკონკრეტულიდაავადებისმიმართ. მშობელმა უნდა იცოდეს რატომ, როდის, სად და რამდენჯერ უნდა  აიცრას ბავშვი.

ბავშვთა გეგმიური ვაქცინაცია ხორციელდება კანონის  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად  (სშჯსდ მინისტრის ბრძანება #01-57/ნ 19.11. 2015წ). რუტინული ვაქცინაციის სქემა  დამოკიდებულია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ და პროგრამულ თავისებურებებზე. 

სახელმწიფო უზრუნველყოფს 12 ინფექციის - ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, Bჰეპატიტის, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციების საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას. ვაქცინების ღირებულება სრულად იფარება  იმუნიზაციის  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაავადებების პროფილაქტიკა ხორციელდება 10 ვაქცინის საშუალებით: ბცჟ/BCG (ტუბერკულოზი), B ჰეპატიტი/HepB, ჰექსა (დყატ+Bჰეპ+ჰიb+იპვ)/(DPT+Hib+HepB+IPV) (დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, B ჰეპატიტი, პოლიომიელიტი), დყტ/DPT (დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი), დტ/DT (დიფთერია, ტეტანუსი), ტდ/Td (ტეტანუსი, დიფთერია),  ოპვ/bOPV (პოლიომიელიტი), წწყ/MMR (წითურა, წითელა, ყბაყურა),  როტა/Rota (როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა), პნევმო/PCV (პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა).

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით საქართველოში ვაქცნაცია ტარდება:

B ჰეპატიტი/Hep B  -  დაბადებიდან 0 - 12 საათის განმავლობაში;

ბცჟ/BCG  - დაბადებიდან 0-5 დღის განმავლობაში;

ჰექსა / (DPaT+Hib+HepB+IPV) – 2, 3, 4 თვის ასაკში;

როტა /Rota - 2, 3 თვის ასაკში;

პნევმო/ PCV – 2, 3, 12 თვის ასაკში;

დყტ/DPT - 18 თვის ასაკში;

ოპვ/bOPV  - 18 თვის და 5 წლის ასაკში;

წწყ /MMR -  12 თვის და 5 წლის ასაკში;

დტ/DT – 5 წლის ასაკში;

აპვ/HPV – 9 წლის ასაკის გოგონებში ორჯერადად

ტდ/Td -  14 წლის ასაკში  (რეკომენდებულია აცრების ჩატარება  ყოველ მე-10 წელს 55 წლის ასაკამდე).

იმუნიზაცია მოსახლეობის ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი – ბავშვსსრულყოფილადდარაცმთავარია, დროულადჩავუტაროთ პროფილაქტიკური აცრები, რომელიც  სამშობიარო სახლში, ბავშვის დაბადებისთანავე იწყება.

ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამოდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება, ეს ხელს უწყობს აცრების კურსის დროულად დამთავრებას, რაც თავის მხრივ ზრდის ვაქცინაციის ეფექტურობას.

დაუშვებელიააცრებისგადავადებაისეთიცრუუკუჩვენებებისგამო, როგორიცაა  გაციება, ხველა, სურდოალერგია, ქრონიკულიდაავადებებიდა..

 იმუნიზაციის უსაფრთხოება

თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხოა, თუმცა ყველას აქვს იმუნიზაციის შემდეგ არასასურველი მოვლენების განვითარების იშვიათირისკი.

იმუნიზაციისშემდეგგანვითარებულიარასასურველიმოვლენები იმდენადუმნიშვნელოადაავადებისადამისგანგამომდინარეჯანმრთელობისმდგომარეობისგაუარესებასთანშედარებით, რომვაქცინაციისაუცილებლობადაეფექტურობაუდაოა. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის დროულად ჩატარების შემთხვევაში მცირდება  აცრის შემდგომი არასასურველი მოვლენების განვითარების რისკი.

აცრის შემდეგ 1-3 დღის განმავლობაში შესაძლოა განვითარდეს აცრის შემდგომი მსუბუქი რეაქციები: სხეულის ტემპერატურის მომატება    38.50C-მდე, ზოგადი აგზნებადობა, აცრის ადგილის შეწითლება, შეშუპება და მტკივნეულობა. ეს ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და მის ჯანსაღ იმუნურ სისტემაზე მეტყველებს.

აცრის შემდგომ არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული  და სერთიფიცირებული ვაქცინები. აქედან გამომდინარე, ყველა ვაქცინა, მიუხედავად მწარმოებელი ქვეყნისა და/ან კომპანიისა, გამოირჩევა მაღალი ეფექტურობისა და უსაფრთხოების მაჩვენებლით. თუმცა ვაქცინის ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ვაქცინირებული პირის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე სრულყოფილი იმუნიტეტის გამომუშავების თვალსაზრისით.  ვაქცინის  ეფექტურობასა  და უსაფრთხოებაზე დიდ გავლენას ახდენს ასევე ვაქცინაციის პროცესის განხორციელების  წესების  დაცვა, ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირების  შესაბამისი პირობების  უზრუნველყოფა ვაქცინის მოწოდების ყველა ეტაპზე  მწარმოებლიდან   მიმღებ ორგანიზმამდე.   აღსანიშნავია ისიც, რომ აცრები ტარდება ერთჯერადი ავტობლოკირებადი შპრიცების  საშუალებით იმუნიზაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ყოველივე ზემოთაღნიშნული, მომსახურების მიწოდების სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორთან ერთად, განაპირობებს ვაქცინაციის პროცესის ეფექტურობას და მის პრაქტიკულ  უსაფრთხოებას.