კორონავირუსული ინფექცია

1. ზოგადი მიმოხილვა - კორონავირუსით გამოწვეული ვირუსული ინფექცია (გარდა SARS-ისა და MERS-CoV-ის) წარმოადგენს გრიპისმაგვარი დაავადების განვითარების ერთ-ერთ უხშირეს მიზეზს (10-15%) და  ყოველწლიურად აავადებს მოსახლეობას. მიჩნეულია, რომ კორონავირუსებით ინფიცირება საზოგადოებრივ ჯანმრთელობას საშიშროებას არ უქმნის და იგი არ საჭიროებს დამატებით ლაბორატორიულ კვლევასა და რეაგირებას.

2. გამომწვევი აგენტი - დაავადების გამომწვევია  ძირითადად 4 შტამი HCoV-229E, HCoV-oC43, HCoV-NL63 და HCoV-HKU1

3. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები - ინფექციის გავრცელების მიზეზად მიიჩნევა დაავადებული ადამიანი, რომელიც ხველის, ცემინების, ლაპარაკის დროს ვირუსს ავრცელებს 1,5 მეტრის რადიუსში.

 

4. რეზერვუარი -  რეზერვუარს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი.

 

5. გადაცემის გზები - კონტაქტური, ჰაერწვეთოვანი.

 

6. ინკუბაციური პერიოდი  - საშუალოდ 1-10 დღე.

 

7. გადამდებლობის პერიოდი - დაავადებული ადამიანი გადამდებია დაავადების პერიოდში გამოჯანმრთელებამდე.

 

8. მიმღებლობა - საყოველთაო.

9. კონტროლის ღონისძიებები:

ა) პრევენციული ღონისძიებები - სეზონური კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ტარდება. პროფილაქტიკური ღონისძიებები მოიცავს ყველა იმ ქმედებებს რაც განკუთვნილია ზოგადად გრიპისმაგვარ დაავადებებთან მიმართებაში, კერძოდ მიზანშეწონილია შემდეგი ქმედებების გატარება:

  • ახალი შემთხვევების დროული გამოვლენა და განცალკევება;
  • შესაძლო კონტაქტებზე დაკვირვება  ინკუბაციური პერიოდის  განმავლობაში;
  • საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის ხშირი განიავება და დალაგება სველი წესით;
  • ხელების ჰიგიენის მკაცრი დაცვა; მიზანშეწონილია ხელების დაბანა გამდინარე წყლითა და თხევადი საპნით, სასურველია ერთჯერადი ხელსახოცების მოხმარება;
  • იმ შემთხვევაში თუ წყალი დ საპონი ხელმიუწვდომელია შეიძლება სპირტის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება (მ.შ. ერთჯერადი დოზატორები).

ბ) პაციენტის და კონტატების კონტროლი (ვის უნდა შეატყობინონ და ა.შ.) –

სეზონური კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია შეტყობინებას დაქვემდებარებულ დაავადებების ნუსხას არ მიეკუთვნება

  • პაციენტები პალატაში უნდა განთავსდნენ კოჰორტულად ან განცალკევებით ცალკეულ პალატებში
  • სამედიცინო პერსონალისთვის ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების გამოყენება და ხელების ჰიგიენის დაცვა (იხ. გაიდლაინი „ინფექციური კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №148/ო ბრძანება);
  • პაციენტის გადაადგილების, ტრანსპორტირებისა და მოვლისას დაცული უნდა იყოს იზოლაციურ-შემზღუდავი ღონისძიებები

 

გ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები - შემთხვევების/ეპიდაფეთქებების ადრეული გამოვლენა; საზოგადოების ინფორმირება.