ზიკა

ზოგადი მიმოხილვა

ზიკას ვირუსის არის, კოღოთი გავრცელებადი flavi ვირუსი, რომლის იდენტიფიცირებაც პირველად  1947 წელს მოხდა მაიმუნებში, უგანდაში. მოგვიანებით 1952 წელს უგანდასა და ტანზანიის გაერთიანებულ რესპუბლიკაში ვირუსის იდენტიფიცირება მოხდა ადამიანშიც. ზიკა ვირუსის ეპიდაფეთქებები ფიქსირდებოდა აფრიკის, ამერიკის, აზიის და წყნარი ოკეანის აუზის ტერიტორიაზე.

1960 წლიდან 1980 წლამდე ვირუსით ადამიანთა ინფიცირების შემთხვევები აღმოჩენილ იქნა  აფრიკისა და აზიის რეგიონში ამ შემთხვევათა უმეტესობა მიმდინარეობდა მსუბუქი დაავადების ფორმით.

ზიკა ვირუსის პირველი დიდი ეპიდაფეთქება დაფიქსირდა კუნძულ იაპზე (მიკრონეზიის ფედერალური შტატი) 2007 წელს. 2015 წლელს ბრაზილიაში დარეგისტრირდა ზიკას დაავადების პირველი შემთხვევა, შემდგომ კი დაავადების გავრცელებამ ფართო მაშტაბი მიიღო.

საქართველოს ტერიტორიაზე ზიკა ვირუსით გამოწვეული შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

გამომწვევი აგენტი

ზიკა ვირუსი (ZIKV) მიეკუთვნება  Flaviviridae–ს ოჯახს, Flavivirus–ის გვარს.

მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები

რისკის ქვეშ იმყოფება ყველა ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ან მოგზაურობს ზიკა ვირუსის გავრცელების არეალში და არ ყოფილა ზიკა ვირუსთ ინფიცირებული. მას შემდეგ, რაც მოხდება ადამიანის  ინფიცირება, ის სავარაუდოდ  მომავალში დაცულია ხელახალი ინფიცირებისაგან.

ზიკა ვირუსი ყველაზე დიდი საფრთხეს უქმნის ორსულებს რადგან, ორსულობისას ზიკა ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის ტვინის დაზიანება, რომელსაც  მიკროცეფალიას უწოდებენ. ზიკა ვირუსით ინფირირებულ ნაყოფსა და ახალშობილში გამოვლენილია, მხედველობის, სმენის და ზრდაში ჩამორჩენის პრობლემები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზიკა ვირუსის გავრცელების არეალში აღინიშნება გიენ-ბარეს სინდრომისა და ნერვული სისტემის უჩვეულო დაავადებების გაზრდილი რაოდენობა.


რეზერვუარი

 ზიკა ვირუსის მასპინძელ ორგანიზმად იდენტიფიცირებულია მაიმუნი და ადამიანი, გადამტანად კი Aedes სახეობის კოღოები. ზიკა ვირუისი რეზერვუარი დღემდე უცნობია.

 

 

 

გადაცემის გზები

ზიკა ვირუსის ტრანსმისიული გადაცემა ხდება ინფიცირებული Aedes aegypti-ის და Aedes albopictus-ის სახეობის კოღოს მიერ. ვირუსის გადაცემა ასევე შესაძლებელია მოხდეს: დედიდან შვილზე, დაუცველი სქესობრივი კონტაქტით, ინფიცირებული სისხლის გადასხმით.

ინკუბაციური პერიოდი

ზიკა ვირუსის ინკუბაციურ პერიოდი 3-12 დღეა.  დაავადება უმეტესად ხასიათდება უსიმპტომო მიმდინარეობით, სიმპტომები კი არასპეციფიურია: ცხელება, თავის ტკივილი, მიალგია, ართრალგია, ზურგის ტკივილი, მაკულო–პაპულოზური გამონაყარი, კონიუქტივიტი. ყოველი ხუთი შემთხვევიდან სიმპტომები გამოხატულია  მხოლოდ ერთში, რომელიც გრძელდება 2–7 დღე.

მიმღებლობა

ზიკა ვირუსის მიმღებია ყველა ადამიანი, რომელიც არ  ყოფილა ზიკა ვირუსით ინფიცირებული.

კონტროლის ღონისძიებები

ა) პრევენციული ღონისძიებები

ü  ზიკა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.

ü  ინფიცირების პრევენცია შესაძლებელია კოღოების კბენისგან თავდაცვით.

ü  ზიკა ვირუსის გამავრცელებელი კოღოები ძირითადად იკბინებიან დღისით.

ზიკა ვირუსის გავრცელების არეალში მოგზაურობისას, მიმართეთ შემდეგ ღონისძიებებს:

ü  გამოიყენეთ მწერთა რეპელენტები.

ü  სწორად გამოყენების შემთხვევაში, მწერთა რეპელენტი წარმოადგენს ეფექტურ და უსაფრთხო საშუალებას ყველასათვის, ორსულთა ჩათვლით.

ü  რეპელენტთა უმრავლესობა შიძლება გამოყენებულ იქნეს ბავშვებშიც. არ გამოიყენოთ ლიმნის ევკალიპტის ზეთი სამ წელზე უმცროს ასაკში.

ü  რეპელენტების გამოყენებისას გაეცანით თანმხლებ ინსტრუქციას.

ü  ამინდის გათვალისწინებით, სასურველია გრძელტოტებიანი ტანისამოსის ხმარება.

ü  გამოიყენეთ კონდიციონერი, ფანჯრების დახურულ მდომარეობაში შესანარჩნებლად; გამოიყენეთ ფანჯრის და  საწოლის ბადეები.

ü  სახლსა და სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კოღოების რაოდენობის მაქსიმალური შემცირების მიზნით, წყლის შესანახი კონტეინერები იქონიეთ თავდახურულ მდგომარეობაში ან დაცალეთ და გაწმინდეთ.

 

 

რეკომენდაციები ეძლევათ ორსულებს:

ü  ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრში, უნდა მოხდეს მოგზაურობის გადადება იმ ქვეყნებში სადაც დაფიქსირებულია ვირუსის გავრცელება;

ü  იმ ორსულებმა,  ვისთვისაც სავალდებულოა გავრცელების ქვეყნებში მოგზაურობა, უნდა  მიმართონ ექიმს ან ჯანმრთელობის მომსახურების მიმწოდებელს, რომელიც მიაწვდის მკაცრ რომენდაციას მოგზაურობისას კოღოს კბენისგან თავის დაცვის შესახებ;

ü  ასევე იმ ქალებმა, რომლებიც გეგმავენ ორსულობასა და მოგზაურობას, სასურველია მიიღონ რეკომენდაცია ექიმისგან, კოღოს კბენისგან  თავის დაცვის შესახებ;

ü  ჩაიცვან გრძელმკლავიანი მაისურები და გრძელი შარვლები;

ზიკა ვირუსის სქესობრივი გზით გავრცელება შესაძლოა მოხდეს პარტნიორებს შორის. გადამდებლობის პერიოდი ქალებსა და მამაკაცებში განსხვავებულია, რადგან ვირუსი გაცილებით დიდხანს რჩება სპერმაში ვიდრე სხვა ბიოლოგიურ სითხეებში. ზიკა ვირუსის სქესობრივი გზით გავრცელების თავიდან აცილების საუკეთესო გზას წარმოადგენს  მექანიკური (ბარიერული) კონტრაცეფციის საშუალებების (კონდომი) გამოყენება.

           ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი

ü  ზიკა ვირუსით ინფიცირებულ პაციენტს არ სჭირდება განსაკუთრებული იზოლირება, მისი განთავსება ხდება ისე, როგორც ნებისმიერი ინფექციური დაავადებით ინფიცირებული პაციენტის.

ü  სამედიცინო პერსონალის მიერ დაცული უნდა იქნას სტანდარტული უსაფრთხოების ღონისძიებები, როგორც ყველა ინფექციური დაავადებისას.

ü  ზიკა ვირუსი შესაძლებელია ცირკულირებდეს ადამიანის სისხლში დაავადების პირველ კვირაში. ამ პერიოდში, კოღოსგან დაკბენისას ხდება ვირუსის გადასვლა კოღოს ორგანიზმში. შემდგომ ასეთი კოღო დაავადების გამომწვევს ავრცელებს  ჯანმრთელ პირებში.

ü  ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალურად აარიდეთ თავი კოღოებისგან დაკბენას დაავადების პირველი კვირის განმავლობაში.

 

გ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები

ü  გადამტანთან ბრძოლა წარმოადგენს ზიკა ვარუსის მთავარ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებას.

ü  სამედიცინო პერსონალის გადამზადება და ცნობიერების დონის ამაღლება

ü  საზოგადოების ინფორმირებულობა და ცნობიერების დონის ამაღლება

 

დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა - ტემპერატურის მატება ახანგრძლივებს გადამტანის სასიცოცხლო ციკლს, რაც ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას.

საერთაშორისო ღონისძიებები - ზიკა ექვემდებარება ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებით (IHR 2005) სასწრაფო შეტყობინებას. ნებისმიერი უწყება ვალდებულია ზიკაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში შეატყობინოს ქვეყნის ჯსწ-ის ეროვნულ კოორდინატორს (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი), რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს სასწრაფო შეტყობინების გაგზავნას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საკონტაქტო პუნქტთან.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

http://who.int/mediacentre/factsheets/zika/en/

https://www.cdc.gov/zika/about/index.html

https://www.cdc.gov/zika/hc-providers/infection-control.html

 

http://www.searo.who.int/indonesia/areas/ntd/technical_brief_zika_virus_010216.pdf?ua=1