ვირუსული ენცეფალიტი

1. ზოგადი მიმოხილვა - ვირუსული ენცეფალიტი თავის ტვინის ანთებითი დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ვირუსით. სისხლმიმოქცევის სისტემაში მოხვედრის შემდეგ, ვირუსები მიგრირებენ თავის ტვინისაკენ, სადაც მრავლდებიან. ინფიცირების შედეგად, ორგანიზმის იმუნური სისტემის პასუხი იწვევს ტვინის შეშუპებას, რაც კომბინაციაში (ინფექცია და იმუნური პასუხი), იწვევს ვირუსული ენცეფალიტისათვის დამახასიათებელ ტიპიურ სურათს. ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ფოტოფობია, ზოგადი სისუსტე, კეფის და ზურგის კუნთების რიგიდობა, ღებინება, ამნეზია და სხვა.

 

2. გამომწვევი აგენტი - გამომწვევი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ვირუსი, როგორიცაა არბო, ენტერო, წითელას, წითურას, ადენო, ციტომეგალოვირუსი და სხვა.

 

3. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები - მაღალი რისკის ჯგუფებში ძირითადად შედიან სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირები, 65 წელს ზევით და 1 წლამდე ასაკში. ზოგიერთი ვირუსით გამოწვეული ვირუსული ენცეფალიტისთვის რისკ ფაქტორებია, გარკვეული სახეობის კოღოებისა და ტკიპების ენდემურ ზონებში ცხოვრება და მათი ექსპოზიცია.

 

4. რეზერვუარი - ვირუსული ენცეფალიტების გამომწვევი პათოგენების მრავალსახეობიდან გამომდინარე, რეზერვუარებიც მრავალია და შესაძლებელია იყოს ადამიანი, მღრნელები, წყალზე მიგრირებადი ფრინველები  და სხვა.

 

5. გადაცემის გზები - გადაცემა შესაძლებელიასხვადასხვა გზით: აეროგენული (ვირუსით დაინფიცირებული პირის მიერ ცემინების და ხველების შედეგად ვირუსების შესუნთქვისას), ტრანსმისიული, საკვებისმიერი, ვირუსით დაინფიცირებულ პირთან და კონტამინირებულ ზედაპირებთან კონტაქტისას.

 

6. ინკუბაციური პერიოდი - ინკუბაციური პერიოდი დამოკიდებულია გამომწვევ პათოგენზე და ვარირებს 1 დღიდან 14 დღემდე.

 

7. გადამდებლობის პერიოდი - მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ტვინის ანთება არ არის კონტაგიოზური, ვირუსები, რომლებიც იწვევენ ენცეფალიტს შესაძლებელია იყვნენ გადამდები ინკუბაციურ და ავადმყოფობის პერიოდშიც.

 

8. მიმღებლობა - დამოკიდებულია ვირუსის სახეობაზე.

 

9. კონტროლის ღონისძიებები - ისეთი ვირუსული ინფექციები, რომლებიც იწვევენ ენცეფალიტს, როგორიცაა წითელა, წითურა ან ჩუტყვავილა, შესაძლებელია აცილებულ იქნას ვაქცინაციით. მწერის ნაკბენით გამოწვეული ენცეფალიტის თავიდან ასაცილებლად მოწოდებულია რეპელნტების გამოყენება, ისეთი ტანისამოსის ტარება, რომელიც სრულად ფარავს ტანს და კიდურებს.