ჰემოფილური ჩხირით გამოწვეული მენინგიტი

1.ზოგადი მიმოხილვა - ჰემოფოლური ჩხირით გამოწვეული მენინგიტი ჰემოფილური ჩხირით გამოწვეული ინფექციის   გენერალიზებული  ფორმაა. ცნობილია, რომ 2 თვიდან 5 წლამდე ბავშვებში ჩირქოვანი  მენინგიტების ყველაზე ხშირი გამომწვევია ბ ტიპის ჰემოფილური ჩხირი (ჰიბ).  ბოლო წლებში საქართველოში ჰიბ საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვის შემდეგ, ყოველწლიურად ჰემოფილური მენინგიტის  ერთეული შემთხვევები მხოლოდ ბავშვებში  რეგისტრირდება. 

 

2.გამომწვევი - გრამ უარყოფითი კოკობაცილაა -   Haemophilus infleunzae, ცნობილია რამდენიმე  სეროტიპი, ყველაზე პათოგენურია b ტიპი (Hib).

 

3.მიზეზები - გავრცელებულია მთელ მსოფლიოში,  რისკ ჯგუფებიაHib ინფექციაზე აუცრელი 2 თვიდან 5 წლამდე ბავშვები.

 

4.რეზერვუარი - ინფექციის წყაროა ავადმყოფი ან  ჰიბ მტარებელი ადამიანი.

 

5.გადაცემის გზები - ადამიანის დაინფიცირება ხდება წვეთოვანი მექანიზმით.   შეჭრის ჭიშკარი ცხვირ-ხახაა.

 

6.ინკუბაციური პერიოდი -  უცნობია, სავარაუდოდ  2-4 დღე.

 

7.გადამდებლობის პერიოდი - ავადმყოფი ადამიანი გადამდები აღარ არის  ადექვატური ანტობიოტიკოთერაპიის  დაწყებიდან 24-48  საათის შემდეგ.

 

8.მიმღებლობა - იმუნიტეტი  ტიპოსპეციფიურია და ყალიბდება ინფექციის გადატანის ან ვაქცინაციის შემდეგ.

9.კონტროლის ღონისძიებები:

ა)პრევენციული ღონისძიებები:

  • ჰიბ ინფექციის  პრევენციის მთავარი  ღონისძიებაა - სპეციფიური ვაქცინაცია,  რომელიც  ეროვნული კალენდრის მიხედვით ტარდება ბავშვთა ასაკში 2, 3 და 4 თვის ასაკში.

 

ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი:

  • მენინგიტის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია.  დაავადების გამოვლენის შემთხვევაში სავალდებულოა სასწრაფო შეტყობინება შესაბამის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში არსებული წესის მიხედვით
  • პაციენტის რესპირატორული იზოლაცია სპეციფიური თერაპიის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში;
  • დეზინფექცია - არ შეესაბამება
  • მხოლოდ ჰიბ-ით დაავადებულთან  ახლო კონტაქტირებულ პირებისთვის  -  რეკომენდებულია  ანტიბიოტიკოპროფილაქტიკის ჩატარება ქმედითი ანტიბიოტიკებით.

გ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები - არ შეესაბამება

 

დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა: არ შეესაბამება.

 

ე) საერთაშორისო ღონისძიებები: არ შეესაბამება.