შეხვედრა ლუგარის ცენტრში 22.09.2017

2017 წლის 22 სექტემბერს რ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ვიზიტით ესტუმრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ახლადდანიშნული მოადგილე ქ-ნი ელიზაბეთ რუდი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ცენტრის საპრეზენტაციო შეხვედრა, რომელზეც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა - ბ-მა ამირან გამყრელიძემ ქ-ნ რუდს წარმოუდინა დკსჯეც-ის შექმნის ისტორია, სტრუქტურა, პრიორიტეტული მიმართულებები, ლუგარის ცენტრის მისია, მეცნიერული მიღწევები და შესაძლებლობები; გაამახვილა ყურადღება საერთაშორისო თანამშრომლობაზე და ამასთან წარმოადგინა ამერიკული პარტნიორობის მხარდაჭერით სამომავლო განვითარების ხედვები.

შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების გარდა, დაესწრნენ აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) და CDC / სამხრეთ კავკასიის ოფისის წარმომადგენლებიც.

შეხვედრის შემდეგ ქ-მა ელიზაბეთ რუდმა დაათვალიერა ლუგარის ცენტრის ლაბორატორიები.

 

იხილეთ ფოტოალბომი