ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

საქართველოში წლების მანძილზე ადამიანთა ცოფით დაავადება მნიშვნელოვან ტვირთს წარმოადგენდა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის. ამ ვერაგი დაავადების კლინიკური მანიფასტეცია 100%-ით ლეტალურად მთავრდება. გასული საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განაპირობებდა მოხეტიალე ცხოველთა უმართავ პოპულაციებს, მათში ცოფის გავრცელებას, ცხოველთა მიერ  ადამიათა დაზარალების რიცხვის ზრდას. რიგ შემთხვევებში მწვავედ დგებოდა  ანტირაბიული მომსახურების ხელმისაწვდომობის საკითხი. ადამიანთა ცოფით დაავადების ზრდის ტენდენციამ მაქსიმალურ რაოდენობას 1996 წელს მიაღწია, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბოლო წლებში საქართველოს ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტად იქცა ქვეყანაში გადამდები და სოციალურად საშიში დაავადებების შემცირება და  ეპიდზედამხედველობის სისტემის ეფექტური ფუნქციონირება.

„ცოფის პრევენციის მიზნით 2014-2018 წლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების თანმიმდევრულმა განხორციელებამ - შედეგი გამოიღო.

დაავადებათა ეპიდზედამხედველობის ელექტრონული სისტემა დღეს სოფლის მეურნეობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სისტემებს საშუალებას აძლევს რეალურ დროში გაცვალონ ინფორმაცია ზოონოზური დაავადებების, მ.შ. ცოფის შესახებ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა ვაცინაციამ, ცხოველთა შორის ცოფის შემთხვევები 2016 წელს გაანახევრა 2015 წელთან შედარებით.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურების მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა - კარგად გამიზნულმა პოსტექსპოზიციურმა მკურნალობამ, თანამედროვე ანტირაბიული პრეპარატების  ხელმისაწვდომობის გაზრდამ მოსახლეობის ყველა ფენისთვის, მოსახლეობის ინფორმირებულობამ ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის შემდეგ ქცევის წესების შესახებ, ცოფის გადამტან შინაურ ცხოველთა იმუნური ფენის შექმნამ - უზრუნველყო დადებითი შედეგი _ 2015 წლიდან დღემდე (2017 წლის სექტემბერი) საქართველოში არ დაფიქსირებულა ადამიანის ცოფით დაავადების შემთხვევა!

ცოფის შემთხვევების მრავალწლიანი დინამიკა, საქართველო, 2002-2016

 

 1.ზოგადი მიმოხილვა