მოციმციმე არითმია

გულის მსოფლიო დღე  ყოველი წლის 29 სექტემბერს აღინიშნება. ეს დღე  გულ-სისხლძარღვთა დაავადების (გსდ) წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, რომლებშიც   მონაწილეობა  ყველას შეუძლია.

 

ამ დღის პოპულარიზაცია უზრუნველყოფს გულისთვის ჯანმრთელი გარემოს შექმნას, ყველა ჩვენთაგანს   აძლევს შანსს გააკეთოს არჩევანი ჯანმრთელი გულის სასარგებლოდ    და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაპროვოცირებელი რისკის ფაქტორების შემცირებას.

 

გულის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ზეიმის აქციაში ჩართვა მარტივია!!!

გააზიარე  ჯანმრთელი გულის „სელფები“ - გადაიღე ჯანმრთელი გულის ამსახველი ფოტო,  როგორც კამპანიის სიმბოლო და გააგზავნე სოციალურ ქსელში.

გულის მსოფლიო ფედერაცია მოციმციმე არითმიის გლობალური მოქმედების (Global AF Action - Gafa) კამპანიას აწარმოებს, რათა საზოგადოებამ მიიღოს შესაბამისი ზომები და ბრძოლა გამოუცხადოს მოციმციმე არითმიას, ინსულტს და არითმიით განპირობებულ სხვა გართულებებს.

კამპანია ეძღვნება იმ ფაქტის აღიარებას, რომ მოციმციმე არითმია ჯანმრთელობის საყოველთაო პრობლემაა.


მოციმციმე არითმია ჯანდაცვის მზარდი და მწვავე პრობლემაა. მოციმციმე არითმია - გულის მდგრადი ანორმალური  რითმი, საკმაოდ გავრცელებული და მზარდი პრობლემაა მსოფლიოში. ევროპასა და ამერიკაში გულის ეს პათოლოგია მიახლოებით 9 მილიონ ადამიანს აღენიშნება.

მოციმციმე არითმია  ოთხი-ხუთჯერ  ზრდის ინსულტის რისკს, აქვეითებს ცხოვრების ხარისხს და ასოცირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ჰოსპიტალიზაციის მაღალ მაჩვენებლებთან. ჯანდაცვის სისტემა მოციმციმე არითმიით დაავადებულ  თითოეულ პაციენტზე ყოველწლიურად € 3,000  მეტს ხარჯავს, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში  ამ დაავადების საერთო ტვირთზე გაწეული ხარჯი € 13.5 მილიარდს აღწევს.  

წინაგულოვანი ფიბრილაცია არითმიის ყველაზე გვრცელებული სახეობაა. აშშ-სა და ევროპის რეგიონში მცხოვრებ  9 მილიონზე მეტ ადამიანს აღენიშნება გულის ეს პათოლოგია; სავარაუდოდ, უახლოესი 50 წლის განმავლობაში ეს რიცხვი გაორმაგდება და 18 მილიონს მიაღწევს.

დღესდღეობით ინსულტის მიზეზით ყოველწლიურად 5 მლნ ადამიანი იღუპება, მოციმციმე არითმიის არსებობის შემთხვევაში ინსულტის განვითარების რისკი 5-ჯერ მატულობს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, არითმიის დადგენა თვითკონტროლითაც არის შესაძლებელი, კერძოდ:

 

პულსის განსაზღვრა მაჯაზე:

  • პულსი ემთხვევა გულის შეკუმშვის სიხშირეს. პულსის გამოსათვლელად ერთი ხელის საჩვენებელი და შუა თითი დაადეთ მეორე ხელის მაჯას ცერის გაყოლებაზე, ქვემოთ (იხ. სურათი). თითები ზუსტად მოთავსდება სხივის არტერიაზე  და მარტივად შეიგრძნობ პულსს.
  • 1 წუთის განმავლობაში ითვლი დარტყმების რაოდენობას, ასევე ადგენ რამდენად რითმულია დარტყმები.
  • თუ პულსაცია არითმულია და დარტმების რაოდენობა ცდება 100-ს, მიმართე ექიმს. 
  • მხარი და კისერი - იგივე პროცედურა შეიძლება მიმართო მხრის არტერიის და საძილე არტერიის გაყოლებაზე (კისრის წინა ზედაპირზე). პოზიციები იხ. შესაბამის სურათებზე. 
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გლობალური სიკვდილობის წამყვანი მიზეზია. კარდიოვასკულური პათოლოგიით ყოველწლიურად 17.3 მლნ ადამიანზე მეტი იღუპება. ლეტალობის გენდერული გადანაწილება თითქმის თანაბარია, თუმცა ქალებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა უსწრებს ონკოლოგიური დაავადებებით, ტუბერკულოზით,  აივ/შიდსით და მალარიით განპირობებულ სიკვდილიანობას.

     

  • ბავშვებიც რისკის ქვეშ იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ  ყოველწლიურად 1.35 მლნ ახალშობილი იბადება გულის თანდაყოლილი პათოლოგიით, რომელიც დროთა განმავლობაში ვლინდება და ცხოვრების ჯანსაღი  წესით აცილებადია.

     

  • ბავშვობის ასაკიდან აუცილებელია:

     

    1)ფიზიკური აქტივობის გაზრდა:

    30 წთ ინტენსიური ვარჯიში (კვირაში 5-ჯერ) ამცირებს გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკს.

    2) ჯანსაღი კვება: რაც შეიძლება მეტი  ხილი და ბოსტნეული.

    შევცვალოთ  შოკოლადი მანგოთი ან სხვა ხილით. გავხადოთ  ჯანსაღი საკვები სახალისო და მიმზიდეველი ბავშვებითვის : გამოვიყენოთ ფერადი პროდუქტები.

    შევამციროთ მარილის მოხმარება (არაუმეტეს 5 გრ. დღიურად)

    შევამციროთ საკვების ულუფა, გამოვიყენოთ მცირე ზომის თეფში, უპირატესობა მივანიჭოთ ხილსა და ბოსტნეულს, შევამციროთ ნახშირწყლები და ხორცი.

    3) უთხარით „არა“ თამბაქოს!

    დაიცავით ბავშვები პასიური მწეველობისგან

    4) გააკონტროლეთ ბავშვის ჯანმრთელობა იცოდეთ მისი ციფრები.

     გაითვალისწინეთ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და პრევენცია  ჯანმრთელი გულით ცხოვრების საწინდარია!