კატარაქტა

განმარტება: კატარაქტა  თვალის დაავადებაა, რომელიც მხედველობის დაქვეითებით გამოიხატება. გამომწვევი მიზეზი თვალის ბროლის შემღვრევაა. როგორც წესი, კატარაქტა მოხუცებულობის ასაკში ვლინდება, თუმცა თანდაყოლილი შემთხვევებიც გვხვდება. ეს უკანასკნელი, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ტრამვას, ანთებას და ა.შ.

გავრცელება: სიბრმავის 51%-ის მიზეზი სწორედ კატარაქტა გახლავთ. ეს კი 20 მლნ ადამიანს შეადგენს (2010).  ამრიგად, მას ამ მიმართულებით წამყვანი ადგილი უჭირავს.  სიბრმავის მიზეზის დანარჩენი ნაწილი დაკავშირებულია გლაუკომისთან, ონქოცერკოზსა  და ბავშვთა დაავადებებთან.

კატარაქტის მკურნალობა შესაძლებელია ქირურგიული გზით. კატარაქტა მხედველობის დაქვეითების მიზეზს წარმოადგენს, როგორც განვითარებად, ისევე განვითარებულ ქვეყნებში. გასაკვირი არაა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის მატებასთან ერთად, მატულობს კატარაქტით დაავადებულთა რიცხვიც.

პრევენცია: დადგენილია, რომ ულტრიისფერი სხივებით ექსპოზირებისა და თამბაქოს მოხმარების შემცირება ერთმნიშვნელოვნად ამცირებს კატარაქტით ავადობის რისკს. ცნობილია,, რომ შაქრიანი დიაბეტი და ჭარბი წონა ხელს უწყობს კატარაქტას განვითარებას.

მკურნალობა: როგორც წესი, ქირურგიული მკურნალობა, რომელიც თავის მხრივ დაზიანებული ბროლის ხელოვნული ბროლით ჩანაცვლებას გულისხმობს, საკმაოდ წარმატებით გამოიყენება, მხედველობის აღდგენის მიზნით.  

 

 

სიბრმავე

მსოფლიოში დღესდღეობით 180 მილიონ ადამიანს მხედველობის პრობლემა აქვს.

აქედან, 40-დან 45 მილიონამდე ადამიანი ბრმაა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. სიბრმავის  დაახლოებით 50% კატარაქტითაა გამოწვეული. სიბრმავის შემთხვევაში, ადამიანები, როგორც წესი, პროფესიულ ან/და სოციალურ მხარდაჭერას საჭიროებენ. მხედველობის დაკარგვა მძიმე ტვირთად აწვება როგორც დაავადებულ ადამიანს, ისე მათ ოჯახებს. ის ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემას წარმოადგენს განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისათვის, სადაც მსოფლიოს ყოველი 10 უსინათლო ადამიანიდან 9 ცხოვრობს. ფაქტიურად, მათგან დაახლოებით 60%  აფრიკაში საჰარის სამხრეთით, ჩინეთსა და ინდოეთში ცხოვრობს.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლი:

თვალის მოვლის ხელმისაწვდომობის ბარიერების აღმოფხვრაზე ადვოკატირება, თვალის მოვლის კომპლექსური სისტემების სრულყოფისათვის ტექნიკური მხარდაჭერა  კატარაქტისა და თვალების სხვა ქრონიკული დაავადებების ტვირთის აღმოფხვრის მიზნით.

 

 

 

 

მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

http://who.int/blindness/causes/priority/

https://www.cdc.gov/visionhealth/basics/ced/index.html