ხელების დაბანა

ხელების დაბანა - ინფექციური დაავადებებისაგან თავდაცვის ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალება!

უკვე ვიცით, რომ ისეთი საშიში დაავადებებით, როგორიცაა: ენტეროვირუსული მენინგიტი, A ვირუსული ჰეპატიტი, სალმონელოზი, დიზინტერია, ამებიაზი, გრიპი, სხვადასხვა პარაზიტული დაავადებები, ჰელმინთები და სხვა, ადამიანი ინფიცირდება: ჭუჭყიანი ხელებით, დაბინძურებული საკვებითა და სასმელი წყლით, გაურეცხავი ბოსტნეულითა და ხილით, უხარისხო საკვები პროდუქტებით, აქედან გამომდინარე ამ ინფექციების გავრცელების რისკის შესამცირებლად ყველაზე მნიშვნელოვანი და უბრალო საშუალება  ხელების  ხშირი და სწორი დაბანა ყოფილა. 

როგორ დავიბანოთ სწორად ხელები?[i]

  • დავისველოთ ხელები თბილი, გამდინარე წყლით.
  • გავისაპნოთ ხელები ისე, რომ საპნის ქაფით მთლიანად დაგვეფაროს ხელის ზედაპირები, თითებს შორის სივრცეები, ფრჩხილების ირგვლივ მიდამოები და მაჯები.
    • დაახლოებით 20 წამის განმავლობაში კარგად ავაქაფოთ საპონი,(ავიღოთ ნებისმიერი საპონი, კარგია თუ იქნება ანტიბაქტერიული, თუმცა არც ჩვეულებრივი საპონია ურიგო, ბაქტერიებს ისიც მოგვაშორებს).
    • კარგად, გულმოდგინედ ჩამოვიბანოთ ხელები თბილი გამდინარე წყლით და დავრწმუნდეთ, რომ საპონი სრულად მოგვცილდა ხელებიდან.
      • ხელების დაბანას სულ მცირე 40-60 წამი მაინც უნდა დავუთმოთ.
      • დაბანის შემდეგ ხელები საგულდაგულოთ გავიმშრალოთ მშრალი, სუფთა ხელსაწმენდით, შეიძლება ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცის გამოყენებაც.
      • თუ გამდინარე, სუფთა წყალთან ხელი არ მიგვიწვდება და ხელების დაბანას ვერ ვახერხებთ, შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ჰიგიენური საშუალებები, მაგალითად: სველი სალფეთქი (თუ არც ეს საშუალებები არ გაგვაჩნია, უბრალად დაუბანელი ხელებით  გაურეცხავს ნურაფერს მივირთმევთ!).

აუხსენით ბავშვებს,  რომ  არსებობს  ისეთი აუცილებელი მომენტები, როცა ხელების დაბანა უბრალოდ გარდაუვალია[ii]

  • სახლში შესვლისთანავე, საიდანაც არ უნდა ვიყოთ მოსულები (სკოლა, ბაღი, ეზო).
    • ჭამის წინ და მის შემდეგ.
    • ტუალეტით სარგებლობის შემდეგ.
    • ცხვირის მოწმენდის, დაცემინების ან დახველების შემდეგ.
    • ნაგავთან შეხების შემდეგ.
    • ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ.

კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ  ხელების დაბანა ინფექციური დაავადებებისაგან თავდაცვის ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა.