ხელის დაბანის გავლენა ბავშვის ჯანმრთელობაზე

ხელის დაბანის გავლენა ბავშვის ჯანმრთელობაზე: რანდომიზებული კონტროლ კვლევა

 

ავტორები: Luby SP1Agboatwalla MFeikin DRPainter JBillhimer WAltaf AHoekstra RM.

1აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ინფექციური დაავადევბების ცენტრების, ბ აქტერიული და სოკოვანი დაავადებების სამმართველო, ატლანტა, აშშ

ჟურნალი:. Lancet. 2005 Jul 16-22;366(9481):225-33.

 

მოკლე მიმოხილვა: მსოფლიოში, ყოველწლიურად 5 წლის ქვემო ასაკის 3.5 მილიონზე მეტი ბავშვი იღუპება დიარეისა და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების გამო. მოცემული რანდომიზებული კონტროლ კვლევის მიზანი იყო შეფასებულიყო ხელის საპნით დაბანის ხელშეწყობის ზეგავლენა ისეთი დაავადებების ახალი შემთხვევების გავრცელებაზე (ინციდენტობა), როგოორიცაა:  მწვავე რესპირატორული ინფექციები (სასუნთქი გზების ინფექციები), იმპეტიგო (სტრეპტოკოკებით და სტაფილოკოკებით გამოწვეული კანის მწვავე ანთებითი დაავადება) და დიარეა.

მეთოდოლოგია: ხელის დაბანის ხელშეწყობის მიზნით რანდომული პრინციპით შერჩეული იქნა პაკისტანის, კერძოდ კარაჩის შემოგარენის, 25 უბანი; ხოლო მეზობელი 11 უბანი (306 კომლი) შერჩეული იქნა როგორც კონტროლ ჯგუფი.  უბნებში, რონლებიც შეირჩა ხელის დაბანის ხელშეწყობის მიზნით, უფრო ზუსტად კი 300 კომლში გამოყენებული იქნა ანტიბაქტერიული საპონი 1.2%-იანი ტრიქლორკარბანით და ჩვეულებრივი საპონი. საველე სამუშაოების დროს სპეციალისტები 1 წლის განმავლობაში ყოველკვირეულად ახორციელებდნენ ვიზიტს თითოეულ კომლში, მოუწოდებდნენ მოსახლეობას ხელის დაბანისაკენ და აგროვებდნენ ინფორაციას გამოვლენილ სიმპტომებზე.  კვლევის მთავარ გამოსავლად შერჩეული იქნა დიარეა, იმპეტიგო, და სასუნთქი სისტემის მწვავე რესპირატპრული ინფექციები. ფილტვების ანთების დეფინიციისათვის გამოყენებული იქნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლინიკური შემთხვევის განმარტება.

 

შედეგები: 5 წლის ქვემო ასაკის ბავშვებში, იმ კომლებიდან სადაც მოიხმარდნენ ჩვეულებრივ საპონს და სადაც განხორციელდა ხელის დაბანის ხელშეწყობის ინტერვენციები, პნევმონიის ინციდენტობა 50%-ჯერ უფრო დაბალი იყო კონტროლის ჯგუფთან შედარებით  (95% CI (-65% to -34%). ასევე, 15 წლის ქვემო ასაკის ბავშვებში, ამავე კომლებიდან 53%-ჯერ დაბალი იყო დიარეის (-65% to -41%) და 34%-ჯერ დაბალი  იმპეტიგოს (-52% to -16%) ინციდენტობა კონტროლ ჯგუფთან შედარებით. არ გამოვლინდა განსხვავება დააადებების გავრცელების კუთხით იმ კომლებში, რომლებიც მოიხმარდნენ ჩვეულებრივ და ანტიბაქტერიულ საპონს.

 

დასკვნები: ხელის საპნით დაბანით ხდება მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილობის გამომწვევი ორი ყველაზე გავრცელებული კლინიკური სინდრომის პრევენცია როგორიცაა, დიარეა და მწვავე ქვემო რესპირატორული ინფექციები. ხელის ყოველდღიური დაბანა ასევე წარმოადგენს იმპეტიგოს პრევენციის ეფექტურ საშუალებას.

 

 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო