მალარია

1) რა არის მალარია?

მალარია – ეს ინფექციურ დაავადებათა ჯგუფია, რომელთაც იწვევს სისხლის უმარტივესი პარაზიტები Plasmodium –ის გვარიდან. მათი გადაცემა ბუნებრივ პირობებში Anopheles –ის გვარის მდედრი კოღოების კბენის შედეგად ხდება.

ადამიანის მალარია მოიცავს 5 ნოზოლოგიურ ერთეულს: სამდრიური მალარია           (Plasmodium vivax), ტროპიკული მალარია (Plasmodium falciparum), ოთხდღიური მალარია (Plasmodium malariae), ოვალე მალარია (Plasmodium ovale) და Plasmodium knowlesi-ით გამოწვეული მალარია, რომელიც ეხლახანს იქნა აღმოჩენილი ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე.

მნიშვნელოვანი როლი რიცხოვნობის მიხედვით ენიჭებათ ტროპიკულსა Plasmodium falciparum და სამდღიურ მალარიას Plasmodium vivax.

veb-gverdi: http://www.who.int/topics/malaria/en/ 

                   http://www.cdc.gov/malaria/

2) რამდენად საყურადღებოა მალარია?

მალარია ისტორიულად ერთ-ერთ იმ უძველეს დაავადებათა ჯგუფს ეკუთვნის. ამჟამად მთელ მსოფლიოში ასზე მეტი ქვეყანა არის მალარიისთვის ენდემური. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად მალარიით ავადდება 350-500 მილიონამდე ადამიანი და მაგათგან მილიონიდან მილიონ სამას ათასამდე (უმეტესად 5 წლამდე ბავშვები) ამ დაავადებისაგან კვდება.

მალარია  მსოფლიოში  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და სულ უფრო მზარდი მიგრაციის ფონზე სულ უფრო მეტი ქვეყნის წინაშე  დგება მალარიის პრობლემა.

ტერიტორიის მალარიოგენურობის განმსაზრვრელი პირობებია:

  • გარემოს ტემპერატურა (160C-ზე მეტი), რომელიც ხელს უწყობს გადამტანში პარაზიტის სპოროგონიის პროცესის დასრულებას.
  • ტერიტორიაზე  Anopheles –ის გვარის კოღოების არსებობა, რომელთაც უნარი აქვთ მიიღონ მალარიის გამომწვევები.
  • მდედრი კოღოების ადამიანთან კონტაქტის (კბენის) აუცილებლობა და საშუალება.
  • ტერიტორიაზე მოსახლეობის არსებობა

მალარიის გადაცემისათვის საჭირო ბუნებრივი პირობები ვრცელდება საქართველოს ტერიტორიის 51,6%-ზე. ამ ტერიტორიებზე განლაგებულია დასახლებული პუნქტების 80%,  ე. ი. მოსახლეობის  უმრავლესობა დასახლებულია იმ ადგილებში, სადაც არის მალარიის გავრცელებისათვის  ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური  პირობები.

პოტენციურად მაღალ-ენდემური ტერიტორიები საქართველოში

veb-gverdi:http://www.euro.who.int/en/home

3) როგორია საქართველოში მალარიის პრევალენტობა?

ისტორიულად საქართველოში მალარია ფართოდ გავრცელებული დაავადება იყო. ტროპიკული მალარია, როგორც ადგილობრივი დაავადება ლიკვიდირებულია 1954 წლიდან და ამჯამად რეგისტრირდება, მხოლოდ როგორც შემოტანილი. სამდღიური მალარია, როგორც ადგილობრივი დაავადება საქართველოში პირველად აღმოიფხვრა 1970 წლისათვის. 1996 წლიდან ის კვლავ გავრცელდა, როგორც ადგილობრივი ავადმყოფობა (ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში აზერბაიჯანთან მოსაზღვრე რაიონებში). ამჟამად საქართველო მალარია ელიმინაციის სტადიაშია. 2013 წლიდან ადგილობრივი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დღევანდელ დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანია მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის შენარჩუნება.

veb-gverdi:http://www.euro.who.int/en/home

4) როგორ უნდა გავიგო ვარ თუ არა მალარიით დაინფიცირებული?

მალარია  უმრავლეს შემთხვევაში ვლინდება გამოხატული ციებ-ცხელების პერიოდით ე.წ. მალარიული შეტევებით (პაროქსიზმები).  ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა მერყეობს 8-30 დღემდე და დამოკიდებულია: მალარიის პლაზმოდიების სახეობაზე, პაციენტის ასაკზე,  იმუნურ სტატუსზე და სხვა; სამდღიური მალარიის დროს, არის შემთხვევები, როცა დაავადების კლინიკა ვლინდება ხანგრძლივი 6-12 თვიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ. 

ციებ-ცხელების დაწყებას წინ უსწრებს პროდრომალური პერიოდი: დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილები, სახსრების ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მადის დაკარგვა. მალარიული შეტევები მეორდება ყოველ 48 საათში სამდღიური და ტროპიკული მალარიის დროს და ყოველ 72 საათში ოთხდღიური მალარიის დროს.

ტიპიური მალარიული შეტევა მოიცავს სამ სტადიას:

პირველი სტადია არის შენცივნება, იწყება მოულოდნელად ძლიერი შემცივნების შეგრძნებით. ავადმყოფი კბილს-კბილზე აცემინებს,  მისი კანი არის  მშრალი, (ე.წ. “ბატის კანი”) ციანოზური ელფერით. შემცივნების სტადია გრძელდება 15-30 წუთი და გადადის ცხელების სტადიაში: ტემპერატურა მკვეთრად იწევს  39̊̊-41̊̊С,  ავადმყოფი “იწვის”, კანი ცხელი და მშრალია, სუნთქვა გახშირებულია, აქვს ძლიერი თავის ტკივილები, ღებინება, ბავშვებში დამახასიათებელია კრუნჩხვები. ცხელების სტადია მიმდინარეობს რამდენიმე საათი და გადადის პროფუზული ოფლის გამოყოფის სტადიაში: ტემპერატურა მკვეთრად ეცემა, იწყება გაძლიერებული ოფლდენა და ავადმყოფი სწრაფად იძინებს. გამოღვიძების შემდეგ ავადმყოფი თავს გრძნობს ჯანმრთელად და სურვილი აქვს ადგეს საწოლიდან. მთლიანობაში მალარიული შეტევები გრძელდება 4-6 საათი, რომელსაც ცვლის  40-60 საათიანი შესვენება მეორე მალარიულ შეტევამდე.

ტროპიკული მალარია ყველაზე მძიმეა მალარიის ფორმებს შორის. ამიტომ მას ავთვისებიანსაც უწოდებენ. ტროპიკულ მალარიას,  განსხვავებით მალარიის დანარჩენი სახეობებისგან, არ ახასიათებს შეტევების პერიოდულობა. პირველი 5-6 დღეს შენარჩუნებულია მაღალი ტემპერატურა, რომელიც ეცემა მხოლოდ რამდენიმე საათით. ტემპერატურის ნორმალიზებისას არ არის სრული გამოჯანმრთელების შეგრძნება, როგორც სამდღიური მალარიის დროს. შემცივნება, სიცხე და ოფლი დამახასიათებელია ტროპიკული მალარიის შეტევების დროსაც, მაგრამ არ ხდება მათი სპეციფიკური მონაცვლეობა, თუმცა მოგვიანებით ორდღიანი პერიოდულობა მაინც ყალიბდება. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა უფრო მძიმეა, ვიდრე სამდღიური მალარიის დროს. დაავადების დასაწყისში, სერიოზული პრობლემების გაჩენამდე, ხშირად აღინიშნება კუწ-ნაწლავისა და სასუნთქი სისტემის დაზიანების ნიშნები. ტროპიკული მალარიის დროს, გართულებების ჩამოყალიბება და განვითარება მიმდინარეობს ძალიან სწრაფად და სპეციფიკური და დროული მკურნალობის გარეშე, სრულდება ადამიანის სიკვდილით.

მალარიის დიაგნოზი ისმევა, მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის შედეგად და მას ესაჭიროება სპეციფიკური მკურნალობა.

მალარიის გადაცემის მექანიზმი

მალარიის სიმპტომები

ცენტრალური ნერვული სისტემა - თავის ტკივილი (Central – Headache); სომატურად - ციებ-ცხელება (Systemic – fever);  კუნთოვანი სისტემა - დაღლა, ტკივილები (Muscle - Fatigue, Pain); ზურგი - ტკივილები (Back – Pain);      კანი-შემცივნება, ოფლიანობა (Skin – Chills, Sweating);   ზედა  სასუნთქი გზები - მშრალი ხველა (Respiratory-Dry Cough);   ელენთა - გადიდებული (Spleen – Enlargement);  კუჭი - გულის რევის შეგრძნება, პირღებინება (Stomach - Nausea, Vomiting).

veb-gverdi:http://www.webmd.com/a-to-z-guides/malaria-symptoms     

           http://www.cdc.gov/malaria/about/disease.html

5) როგორ უნდა მოვიქცე აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში?

მალარიაზე ენდემურ ქვეყნებში წასვლისას მალარიის ქიმიაპროფილაქტიკისათვის მიზანშეწონილია ექიმთან კონსულტაცია (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში), პროფილაქტიკის ვადების,  პრეპარატის დოზებისა და მიღების სქემების გარკვევის მიზნით.

პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ ქვეყნებში, სადაც გავრცელებულია მალარია,  ჩამოსვლის დღიდან სამი წლის განმავლობაში თუ იგრძნეს თავი შეუძლოდ და მალარიისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომებიდან თუნდაც ერთი აღენიშნათ, აუცილებლად უნდა მიაკითხონ სამკურნალო დაწესებულებას და გამოიკვლიონ სისხლი მალარიაზე.

სამედიცინო დაწესებულებები, სადაც უნდა მიაკითხოთ მალარიაზე საეჭვო პირებმა:

დკსჯეც-ის (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი) სათაო ოფისი მ. ასათიანის 9, თბილისი 0177;  ტელეფონი: 239 89 46;  ფაქსი: 243 30 59; e-mail: pr.ncdc@ncdc.ge

ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიის და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი:  მისამართი: თბილისი; აღმაშენებლის გამზ. 139; ტელეფონი: (995 32) 2 96 77 81; (995 32) 2 95 92 26; Facebook: https://www.facebook.com/pages/სამედიცინო-პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი/644406542320489;

ელ ფოსტა: medpari@yahoo.com

veb-gverdi: http://www.ncdc.ge/

6) რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მინიმუმამდე იქნას შემცირებული მალარიის ექსპოზიცია?

მალარიის ენდემურ კერაში მოხვედრისას დაავადების პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა კოღოსგან თავის  დაცვა.

დაცვის ყველა საშუალება შეიძლება შემდეგნაირად დავაჯგუფოდ:

  • ეკოლოგიური - შეძლებისდაგვარად უნდა დამუშავდეს  დაჭაობებული ტერიტორია და უნდა აღიკვეთოს დაჭაობების გამომწვევი მიზეზები. გუბურები უნდა დაშრეს, წყალსატევების ნაპირები გათანაბრდეს-გასწორდეს და დიდი წყალსატევების სანაპირო ზოლი ჩაღრმავდეს. წყალსატევები პერიოდულად უნდა გაიწმინდოს წყალმცენარეებისაგან. წყლის რეზერვუარები  გადაიხუროს.
  • ქიმიური - 1. დეზინსექცია:
  • ფიზიკური - საცხოვრებელი ბინის ღიობები: კარი, ფანჯრები, მჭიდროდ უნდა იხურებოდეს და დაცული უნდა იყოს სპეციალური მწერსაწინააღმდეგო ბადეებით. მცირეწლოვანი ბავშვის საწოლს უნდა ჩამოეფაროს სამუმლე ბადე და კიდეები მჭიდროდ ამოეგოს  ლეიბის ქვეშ.
  • ბიოლოგიური - კოღოს წყლის ფაზების საწინააღმდეგოდ  ეკოლოგიურად უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა თევზი გამბუზიის (Gambusia affinis)  გამრავლება. გამბუზია პატარა 3,5-7,5 სმ ზომის თევზია. გამბუზია კარგად ეგუება ნებისმიერი ტიპის წყალსატევს, არის ნაყოფიერი და გაუმაძღარი - შეუძლია დიდი რაოდენობის კოღოს მატლი და ჭუპრი გაანადგუროს. განსაკუთრებით ეფექტურია მცირე ზომის, წყალმცენარეებით ნაკლებად დაფარულ გუბურებში. გამბუზია მნიშვნელოვნად ამცირებს კოღოს რიცხობრიობას. ამ თვისებების გამო მას ფართოდ იყენებენ მალარიის კოღოს საწინააღმდეგოდ.

კოღო ანოფელესთან  საბრძოლველად ფართოდ გამოიყენება ეგრეთ წოდებული ინსექტიციდები: მწერსაწინააღმდეგო ქიმიური ნივთიერებები. ეს ნივთიერებები იყოფა: ქლორორგანულ, ფოსფორორგანულ, კარბომატებად და პირეტროიდებად. ამ ჯგუფებიდან ეკოლოგიურად ყველაზე უვნებელია პირეტროიდების ჯგუფის პრეპარატები. პირეტროიდებს უწოდებენ მცენარეული წარმოშობის ინსექტიციდებს - პირეტრინს (მიიღება გვირილას ყვავილისაგან) და მის  ქიმიურად სინთეზირებულ ანალოგებს, რომლებიც უფრო მდგრადია და ეფექტური. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ინსექტიციდებით შენობების შიდა დამუშავება, მალარიის კოღოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

შენობების დამუშავება ინსექტიციდებით მოითხოვს ყველა წესის მკაცრ დაცვას და  ჩვეულებრივ ხორციელდება დეზინფექციის სამსახურების მიერ, სპეციალისტების მიერ.

რაც შეეხება დდტ-ს, რომელიც ქლორორგანული პრეპარატების ჯგუფს მიეკუთვნება, კანცეროგენული თვისებების გამო მისი გამოყენება ნებისმიერი სახით არის  საფრთხის შემცველი და აკრძალული.

            ზრადასრული კოღოს (იმაგოს) გასანადგურებლად გამოიენება ჯანმო-ს მიერ    

            რეკომინდირებული ეკოლოგიურად უსაფრთხო ინსექტიციდები:

  • სოლფაკი ვპ 10 (Solfac WP10)
  • პერმეტრინი (Permethrin)
  • პროპოქსური (Propoxur) ან მისი ანალოგები: ბლატტენეკსი, ბაიერ 5006,   

ბაიგონი, უნდენი, ОМС 33.

2. ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, - რეპელენტები და ელექტროფუმიგატორები.

რეპელენტები.

რეპელენტები აუცილებალად უნდა შეიცავდეს DEET (N, N-დიეთილ-3-მეტილბენზამიდი), IR3535 (3-[N-აცეტილ-N-ბუთილ]-ეთილის ეთერის ამინოპროპიონის მჟავა) ან იკარიდინი (1-პიპეკოლონის მჟავა, 2-(2-ჰიდროქსიეთილი)-1-მეთილპროპილის მჟავა).

რეპელენტები არსებობს კრემების, მალამოების, ლოსიონების და ემულსიების სახით. რეპელენტებს ისვამენ სხეულის ტანსაცმლისგან დაუფარავ ნაწილებზე თხელი ფენით უსმევენ შეზელვის გარეშე. ერთჯერადი დამუშავებისათვის იყენებენ 5-10 მლ სითხეს ან 3-5 გრ მალამოს. გამაფრქვეველ ბალონში მოთავსებულ რეპელენტს ჯერ ხელის გულზე გააფრქვევენ და შემდგომ ამ ხელით წაუსმევენ სხეულის სხვა ნაწილებს. რეპელენტების ერთჯერადი გამოყენება საშუალებას იძლევა კოღოს თავდასხმისაგან თავი დავიცვათ 2-5 საათის განმავლობაში.

რეპელენტების უმრავლესობა არა არის რეკომენდირებული 3-5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

ელექტროფუმიგატორი. ეს სპეციალური მოწყობილობა ჩვეულებრივ დენის წყაროს უერთდება და ახურებს ინსექტიციდებით გაჟღენთილ ფირფიტას. ამ დროს გამოიყოფა მწერებისთვის ტოქსიური აირები. ერთი ხელსაწყო როგორც წესი განკუთვნილია 12  კვადრატული მეტრი ფართობის სივრცეზე. თუ ოთახის ფართობი მეტია, მაშინ მეტი ხელსაწყოს გამოყენებაა საჭირო.

ელექტროფუმიგატორის იმ შენობაში გამოყენება, სადაც ფეხმძიმე და მეძუძური ქალები, ან ალერგიისკენ მიდრეკილი ადამიანები არიან, რეკომენდირებული არაა.

veb-gverdi: http://www.ncdc.ge/