სანიტარიისა და ჰიგიენის გადამწყვეტი როლი ჯანმრთელობისათვის

5 წლამდე ასაკის 200 მიიონზე მეტი ბავშვი ვერ აღწევს სრულყოფილ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას სიღარიბის, ჯანმრთელობის პრობლემების, ცუდი კვებისა და არასწორი მოვლის გამო. 

Sally Grantham-McGregor and colleagues, Lancet 369:60 2007.

მთელ მსოფლიოში, ბავშვთა სიკვდილობის გამომწვევი ორი მთავარი მიზეზის, დიარეისა და პნევმონიის თავიდან აცილება ხელების დაბანით არის შესაძლებელი.

 

სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა ბავშვების ჯანმრთელობის აუცილებელი წინაპირობაა

 

დაუბანელი ხელებით მრავალი დაავადება გადადის. მსოფლიოში, ყოველწლიურად 5 წლის ქვემო ასაკის 3.5 მილიონზე მეტი ბავშვი იღუპება დიარეისა და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების გამო. დადგენილია, რომ ბავშვებში, დიარეისა და სხვა დაავადებების მაღალი რისკი დაკავშირებულია სანიტარულ-ჰიგიენური წესების არასათანადო დაცვასთან, ასევე უვარგისი წყლის გამოყენებასთან. კვლევებით დადასტურდა, რომ ჰიგიენური საკითხების სათანადო ცოდნა (განათლება) ხელს უწყობს დიარეით გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის შემცირებას.

 

2005 -2007 წლებში დაავადებათა კონტროლისა და პრევენეციის ცენტრის (CDC) მიერ შესწავლილი იქნა ბავშვებში ჰიგიენური პირობების გავლენა ისეთი დაავადებების განვითარებაზე, როგორიცაა დიარეა, მწვავე რესპირატორული ინფექციები მ.შ. პნევმონია (ფილტვების ანთება) და იმპეტიგო (სტრეპტოკოკებით და სტაფილოკოკებით გამოწვეული კანის მწვავე ანთებითი დაავადება).

 

ორივე კვლევის დროს რანდომული პრინციპით შეირჩა უბნები, სადაც მოსახლეობა ჩართული იქნა ხელის საპნით დაბანის ხელშეწყობის პროგრამაში და საკონტროლო უბნები, სადაც მოსახლეობაში მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება მოხდა. პროგრამაში ჩართულ მოსახლეობას აშშ-ში 9 თვის, ხოლო პაკისტანში 1 წლის მანძილზე მიეწოდებოდათ საპონი (გამოყენებული იქნა ანტიბაქტერიული საპონი 1.2%-იანი ტრიქლორკარბანით და ჩვეულებრივი საპონი), უტარდებოდათ საგანმანათლებლო მუშაობა და გროვდებოდა ინფორმაცია ბავშვებში გამოვლენილი დაავდებების შესახებ. საკონტროლო ჯგუფში მოსახლეობას არ იღებდა არც საპონს და არც საგანმანათლებლო  ინტერვენციები უტარდებოდათ.

 

2007 წელს განხორციელებული კვლევით დადგინდა, რომ პირველ ჯგუფში - 6 თვიდან 2 წლის ასაკამდე ბავშვებში (ბავშვთა განვითარების კრიტიკული ასაკი), დიარეის შემთხვევების რაოდენობა 50%-ჯერ  ნაკლები იყო საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. ხოლო 2005 წლის კვლევამ აჩვენა, რომ 5 წლის ქვემო ასაკის ბავშვებში, იმ კომლებიდან სადაც მოიხმარდნენ ჩვეულებრივ საპონს და სადაც განხორციელდა ხელის დაბანის ხელშეწყობის ინტერვენციები, პნევმონიის ახალი შემთხვევების რაოდენობა (ინციდენტობა) 50%-ჯერ უფრო დაბალი იყო კონტროლის ჯგუფთან შედარებით  (95% CI (-65% to -34%). ასევე, 15 წლის ქვემო ასაკის ბავშვებში, ამავე კომლებიდან 53%-ჯერ დაბალი იყო დიარეის (-65% to -41%) და 34%-ჯერ დაბალი  იმპეტიგოს (-52% to -16%) ინციდენტობა კონტროლ ჯგუფთან შედარებით. აღსანიშნავია რომ კვლევით არ გამოვლინდა განსხვავება დააადებების გავრცელების კუთხით იმ კომლებში, რომლებიც მოიხმარდნენ ჩვეულებრივ და ანტიბაქტერიულ საპონს.

 

 

რა გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე  „ხელების დაბანა“?

 

ადრეულ ასაკში მძიმე დიარეა და ნაწლავური პარაზიტები აფერხებენ ბავშვის განვითარებას. თუმცა ხელების დაბანით საკვების მიღების წინ და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ მცირდება მიკრობებით ინფიცირების რისკი და შესაბამისად კლებულობს რიგი დაავადებებისა და ქრონიკული ანთებების განვითარების შანსიც. შედეგად, ორგანიზმი საკვებს სრულფასოვნად ითვისებს, მეტი ენერგია გამოიყოფა ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის და ავადმყოფობის გამო იშვიათია სკოლის გაცდენის შემთხევევებიც.

 

2007 წლის კვლევაში მონაწილე ბავშვებზე დაკვირვება 2009 წელსაც განხორციელდა. დაკვირვებამ ცხადყო, რომ პირველი ჯგუფის ბავშვები (ამ დროისათვის უკვე 5-7 წლის ასაკის) არამარტო ნაკლებად ავადდებოდნენ დიარეით, არამედ განვითარების შეფასების დეტალური კვლევით აღმპოჩნდა, რომ მათ გაცილებით უკეთესი შედეგები ჰქონდათ. კერძოდ,

 

მათ განვითარების შემდეგი სფეროების შეფასებისას უკეთესი  შედეგები მიიღეს:

 

კოგნიტიური (ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები, მეტყველებისა და კომუნიკაციის გარდა) - მაგ: რთულ სურათზე დაფარული ელემენტის პოვნა, ისტორიიდან ფაქტების გახსენება, წიგნიდან სტრიქონების დამახსოვრება, ასევე სატელევიზიო შოუებისა და სიმღერების გახსენება და ა.შ.

 

კავშირი (რამდენად ეფექტურად ღებულობს ბავშვი ინფორმაციას): მაგალითები გულისხმობს ვინ და რა კითხვებზე პასუხების გაცემას, ფოტოს აღწერას სიტყვებით, ოჯახის წევრებისა და შინაური ცხოველების ჩამოთვლას და ა.შ. 

 

მოტორული (სხეულის დიდი და პატარა კუნთების კონტროლისა და გამოყენების უნარი) - მაგ:   ბურთის სროლა, ცალ ფეხზე ხტუნვა და კუბების აწყობა.

 

პირადი (პერსონალური)-სოციალური (უნარები, რომელთა საშუალებითაც ბავშვს შეუძლია მის თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობა, თვითშეფასებისა და მისი სოციალური როლის შეფასების უნარი) - მაგ: სათამაშოების ერთობლივი (საზიარო) გამოყენება, ემოციისა და  სიამაყის გამოხატვა მიღწევის გამო.

 

ადაპტური (ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობა და ოთხი ზემოთ ჩამოთვლილი უნარი) - მაგ: ჭურჭლის გამოყენების, დამოუკიდებლად ჩაცმის, ხელების დაბანისა და ცხვირის მოწმენდის უნარი.

 

აღნიშნულ შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ხელების დაბანის“ ხელშეწყობა ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი სტრატეგიაა.

 

შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები

 

იმისათვის, რომ მოყვანილი კვლევის შედეგები გამოყენებული იქნას საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია მტკიცე პარტნიორობა  და თანამშრომლობა.  

ამავდროულად, აუცილებელია სარწმუნო მონაცემები, რათა უკეთესად გავიგოთ, თუ რატომ მოქმედებს ბავშვის განვითარებასა და ჯანმრთელობაზე ხელების დაბანა. კერძოდ, ის განპირობებულია მიკრობებითან კონტაქტის შემცირებით, თუ მშობელისა და შვილის ურთიერთობის გახშირებით, თუ ორივე მიზეზის გამო. თუმცა, მანამ გვექნებოდეს ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე, ისედაც ნათელია, რომ ხელების დაბანის ადვოკატირებამ, სწავლებამ და დანერგვამ, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შესაძლებელია დიდი სარგებლი მოუტანოს. ამ მარტივი ინტერვენციის შედეგად შესაძლებელი ხდება უფრო ჯანმრთელი თაობების გაზრდა.

  

      ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო