როდის, როგორ და რატომ დავიბანოთ ხელები

 

როდის უნდა დავიბანოთ ხელები

 

  •  სადილის მომზადების დაწყებამდე,  უშუალოდ პროცესში და დასრულების შემდეგ
  •  საკვების მირთმევამდე
  •  დაავადებული ადამიანისთვის დახმარების გაწევამდე და მის შემდეგ
  •  ჭრილობის დამუშავებამდე და მის შემდეგ
  •  ტუალეტის გამოყენების შემდეგ
  •  ბავშვისთვის საფენის გამოცვლის შემდეგ
  •  დაცემინების ან დახველების შემდეგ
  • ცხოველთან, მის საკვებთან ან ნაჩენებთან შეხების შემდეგ
  •  შინაური ცხოველის მოვლის შემდეგ
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან (ნაგავთან )შეხების შემდეგ

 

როგორ უნდა დავიბანოთ ხელები

 

  • დაისველეთ  ხელები სუფთა, გამდინარე წყლით (თბილით ან ცივით), დაკეტეთ ონკანი და დაიწყეთ საპნის გამოყენება.
  •  აიქაფეთ  ხელები საპნით კარგად. დარწმუნდით, რომ ქაფი კარგად გისვიათ თითებს შორის, ფრჩხილების ქვეშ და მთლიანად მტევანზე.
  •  ისუფთავეთ   ხელები მინიმუნ 20 წამის გამმავლობაში. როგორ აითვალოთ დრო? წაიღიღინეთ დაბადების დღის მისალოცი სიმღერა 2-ჯერ.
  •  ჩამოიბანეთ  ხელები კარგად სუფთა, გამდინარე წყლით
  •  გაიმშრალეთ  ხელები სუფთა პირსახოცით ან ელექტრო საშრობით

 

 

მიკრობები არის მცირე ზომის ორგანიზმები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ან არ გამოიწვიონ დაავადება

ბაქტერიები  ან  პათოგენები, არის მიკრობთა ტიპები, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ დაავადება.

 

 

რატომ? წაიკითხეთ რა მეცნიერული საფუძვლები უდევს ზემოთ ჩამოთვლილ რეკომენდაციებს..

 

როგორ დავიბანოთ ხელები

 

დაისველეთ  ხელები სუფთა, გამდინარე წყლით (თბილით ან ცივით), დაკეტეთ ონკანი და დაიწყეთ საპნის გამოყენება.

 

რატომ?  გამდინარე სუფთა წყალი უნდა გამოვიყენოთ იმიტომ, რომ რეზერვუარში დაგროვილი წყალი შეიძლება იყოს დაბინძურებული და შესაბამისად ხელებიც დაგიბინძურდეთ. მიკრობთა მოსაშორებლად წყლის ტემპერატურას  არ აქვს მნიშვნელობა. თბილმა წყალმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და ეკოლოგიურადაც უფრო ძვირადღირებულია.

დასველების შემდეგ ონკანის დაკეტვით თავიდან ვიცილებთ წყლის არამიზნობრივ ხარჯვას. ასევე არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ ონკანიდან ხელებზე შეიძლება გადავიდეს უამრავი ბაქტერია.

 

მხოლოდ წყლით ხელების დაბანისგან განსხვავებით, საპნით დაბანას ის უპირატესობა აქვს, რომ საპნის შემცველი ნივთიერებები კანს აშორებს ჭუჭყს, მიკრობებსა და ბაქტერიებს და  ხელებიც  უფრო საგულდაგულოდ არის დაბანილი.

 

 დღევანდლამდე, კვლევები აჩვენებდა, რომ იმ მომხმარებლებს, რომლებიც ც იყენებენ ანტიბაქტერიული ინგრედიენტების შემცველ საპონს და არა უბრალო საპონს, არნაირი დამატებითი სარგებელი ჯანმრთელობის კუთხით არ აქვთ. ამის შედეგად, FDA-მ  (წამლისა და საკვების სააგენტომ) 2013 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა სავალდებულო წესი, რომლის მიხედვითაც მწარმოებლებს მოეთხოვებათ ანტიბაქტერიული  საპნებისა და ტანის დასაბანი საშუალებების ეფექტურობისა დაუსაფრთხოების შესახებ  მონაცემების წარდგენა. ეს შემოთავაზებული წესი არ ვრცელდება სადეზინფექციო საშუალებებზე, ხელსახოცებზე, ან იმ ანტიბაქტერიულ პროდუქტებზე, რომლებიც გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში

References
  1. Palit A, Batabyal P, Kanungo S, Sur D. In-house contamination of potable water in urban slum of Kolkata, India: a possible transmission route of diarrhea. Water Sci Technol. 2012;66(2):299-303.
  2. Luby SP, Agboatwalla M, Feikin DR, Painter J, Billhimer W, Altaf A, Hoekstra RM. Effect of handwashing on child health: a randomised controlled trial. Lancet. 2005;366:225-33.
  3. Luby SP, Halder AK, Huda T, Unicomb L, Johnston RB. The effect of handwashing at recommended times with water alone and with soap on child diarrhea in rural Bangladesh: an observational study.PLoS Med. 2011 Jun;8(6):e1001052.
  4. Carrico AR, Spoden M, Wallston KA, Vandenbergh MP. The environmental cost of misinformation: why the recommendation to use elevated temperatures for handwashing is problematic. Int J Consum Stud. 2013 Jul 1;37(4):433-441.
  5. Laestadius JG, Dimberg L. Hot water for handwashing–where is the proof? J Occup Environ Med. 2005 Apr;47(4):434-5.
  6. Michaels B, Gangar V, Schultz A, Arenas M, Curiale M, Ayers T, Paulson D. Water temperature as a factor in handwashing efficacy. Food Service Technology. 2002;2:139-49.
  7. Burton M, Cobb E, Donachie P, Judah G, Curtis V, Schmidt WP. The effect of handwashing with water or soap on bacterial contamination of hands. Int J Environ Res Public Health. 2011 Jan;8(1):97-104.
  8. Todd ECD, Michaels BS, Holah J, Smith D, Grieg JD, Bartleson CA. Outbreaks where food workers have been implicated in the spread of foodborne disease. Part 10. Alcohol-based antiseptics for hand disinfection and a comparison of their effectiveness with soaps. J Food Prot. 2010 Nov;73(11):2128-40.
  9. Luby SP, Agboatwalla M, Painter J, Altaf A, Billhimer WL, Hoekstra RM. Effect of intensive handwashing promotion on childhood diarrhea in high-risk communities in Pakistan: a randomized controlled trial.JAMA. 2004 Jun 2;291(21):2547-54.

10. Larson EL, Lin SX, Gomez-Pichardo C, Della-Latta P. Effect of antibacterial home cleaning and handwashing products on infectious disease symptoms: a randomized, double-blind trial. Ann Intern Med. 2004 Mar 2;140(5):321-9.

 

 

აიქაფეთ  ხელები საპნით კარგად. დარწმუნდით, რომ ქაფი კარგად გისვიათ თითებს შორის, ფრჩხილების ქვეშ და მთლიანად მტევანზე.

რატომ?   ხელების აქაფება ხორციელდება მათი ერთმანეთთან ხახუნის გზით, რომლის დროსაც კანს ადვილად სცილდება ჭუჭყი, ცხიმი და მიკრობები. მიკრობები ხელების მთელ ზედაპირზეა მოფენილი, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კი ფრჩხილების ქვეშ, ამითომ მთლიანი ხელი უნდა დაიბანოთ კარგად.

References
  1. Gordin FM, Schultz ME, Huber R, Zubairi S, Stock F, Kariyil J. A cluster of hemodialysis-related bacteremia linked to artificial fingernails. Infect Control Hosp Epidemiol. 2007 Jun;28(6):743-4.
  2. Hoque BA. Handwashing practices and challenges in Bangladesh. Int J Environ Health Res. 2003 Jun;13 Suppl 1:S81-7.
  3. Lin CM, Wu FM, Kim HK, Doyle MP, Michael BS, Williams LK. A comparison of hand washing techniques to remove Escherichia coli and caliciviruses under natural or artificial fingernails. J Food Prot. 2003 Dec;66(12):2296-301.
  4. McGinley KJ, Larson EL, Leyden JJ. Composition and density of microflora in the subungual space of the hand. J Clin Microbiol. 1988 May;26(5): 950–953.
  5. Todd EC, Michaels BS, Smith D, Greig JD, Bartleson CA. Outbreaks where food workers have been implicated in the spread of foodborne disease. Part 9. Washing and drying of hands to reduce microbial contamination. J Food Prot. 2010 Oct;73(10):1937-55.

 

ისუფთავეთ ხელები მინიმუნ 20 წამის გამმავლობაში. როგორ აითვალოთ დრო? წაიღიღინეთ დაბადების დღის მისალოცი სიმღერა 2-ჯერ..

 

რატომ?  ხელების დაბანისთვის ოპტიმალური დროის დადგენა რთულია, რადგან  ცოტაა კვლევა ჩატარებული ხელის დაბანის ხანგრძლივობასა და  მისი ზეგავლენის შესახებ ჯანმრთელობაზე. უკვე ჩატარებულ თითქმის ყველა კვლევაში  გამოვლინდა მიკრობთა რაოდენობის შემცირებაზე გავლენა,  თუმცა არცერთი კვლევა არ გვაძლევს მონაცემებს ხელის ბანის ხანგრძლივობის ზემოქმედებისას ჯანმრთელობაზე.  ხელების დაბანისთვის ოპტიმალური დროის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის, ხელებზე ჭუჭყის რაოდენობაზე და იმ გარემოებაზე, რომელშიც ადამიანი იმყოფება. მაგალითად, ქირურგებს უწევთ კონტაქტი დაავადების გამომწვევ მიკრობებთან და არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ გაავრცელონ სხვადასხვა ინფექცია მოწყვლად პაციენტებში. აქედან გამომდინარე, მათ უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა იბანონ ხელები, ვიდრე ქალებმა სადილის მომზადების დაწყების წინ.  მიუხედავად ამისა, მტკიცებულებებზე დაყრდნობით რეკომენდირებულია, რომ  ხელები  ვიბანოთ არანაკლებ 15-30 წამის განმავლობაში, რათა მოხდეს მიკრობების კარგად მოშორება.

 

აქედან გამომდინარე, ბევრმა ქვეყანამ და გლობალურმა ორგანიზაციამ  შეიმუშავა რეკომენდაციები 20 წამის განმავლობაში ხელების დაბანასთან დაკავშირებით.

 

 

References
  1. Luby SP, Agboatwalla M, Billhimer W, Hoekstra RM. Field trial of a low cost method to evaluate hand cleanliness. Trop Med Int Health. 2007 Jun;12(6):765-71
  2. Fuls JL, Rodgers ND, Fischler GE, Howard JM, Patel M, Weidner PL, Duran MH. Alternative hand contamination technique to compare the activities of antimicrobial and nonantimicrobial soaps under different test conditions. Appl Environ Microbiol. 2008 Jun;74(12):3739-44.
  3. Jensen D, Schaffner D, Danyluk M, Harris L. Efficacy of handwashing duration and drying methods. Int Assn Food Prot. 2012 July.
  4. Todd EC, Michaels BS, Smith D, Greig JD, Bartleson CA. Outbreaks where food workers have been implicated in the spread of foodborne disease. Part 9. Washing and drying of hands to reduce microbial contamination. J Food Prot. 2010 Oct;73(10):1937-55.

 

ჩამოიბანეთ  ხელები კარგად სუფთა, გამდინარე წყლით

 რატომ?  საპონი და ხელების ერთმანეთთან ხახუნი აადვილებს ჭუჭყის, ცხიმის, მიკრობების მოშორებას კანიდან და ამის შემდეგ უნდა ჩამოიბანოთ ხელები კარგად სუფთა წყლით. ეს პროცესი ასევე ამცირებს კანის გაღიზიანებას. ხელების ჩამოსაბანად გამოყენებული უნდა იქნას გამდინარე სუფთა წყალი, რადგან დაგროვილი წყალი შეიძლება იყოს დაბინძურებული და შესაბამისად ხელებიც დაბინძურდეს. მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებულია რეკომენდაციები ქაღალდის ხელსახოცების გამოყენებისა ხელების შემშრალებიდან ონკანის დაკეტვის ჩათვლით, კვლევები იმის შესახებ, თუ რამდენად უმჯობესდება ამით ჯანმრთელობა, არ არის ჩატარებული.

 

References
  1. Todd EC, Michaels BS, Smith D, Greig JD, Bartleson CA. Outbreaks where food workers have been implicated in the spread of foodborne disease. Part 9. Washing and drying of hands to reduce microbial contamination. J Food Prot. 2010 Oct;73(10):1937-55.
  2. Palit A, Batabyal P, Kanungo S, Sur D. In-house contamination of potable water in urban slum of Kolkata, India: a possible transmission route of diarrhea. Water Sci Technol. 2012; 66(2):299-303.
  3. Hoque BA. Handwashing practices and challenges in Bangladesh. Int J Environ Health Res. 2003 Jun;13 Suppl 1:S81-7.

 

 

გაიმშრალეთ  ხელები სუფთა პირსახოცით ან ელექტრო საშრობით

 რატომ?  ბაქტერიები უფრო მარტივად გადაეცემა სველი ხელიდან,  ამიტომ, დაბანის შემდეგ აუცილებლად ხელები უნდა გავიმშრალოთ ისინი.  თუმცა, ხელების გამშრალების საუკეთესო გზა მაინც გაურკვეველია, რადგან  ამ თემაზე ჩატარებულია ძალიან ცოტა კვლევა, რომელთა შედეგებიც თანხვედრი არ არის. თუმცა, კვლევების მიხედვით რეკომენდირებულია სუფთა პირსაწმენდის ან ელექტრო საშრობის გამოყენება ხელების გასამშრალებლად.

 

References
  1. Patrick DR, Findon G, Miller TE. Residual moisture determines the level of touch-contact-associated bacterial transfer following hand washing. Epidemiol Infect. 1997 Dec;119(3):319-25.
  2. Todd EC, Michaels BS, Smith D, Greig JD, Bartleson CA. Outbreaks where food workers have been implicated in the spread of foodborne disease. Part 9. Washing and drying of hands to reduce microbial contamination. J Food Prot. 2010 Oct;73(10):1937-55.
  3. Luby SP, Agboatwalla M, Billhimer W, Hoekstra RM. Field trial of a low cost method to evaluate hand cleanliness. Trop Med Int Health. 2007 Jun;12(6):765-71
  4. Gustafson DR, Vetter EA, Larson DR, Ilstrup DM, Maker MD, Thompson RL, Cockerill FR 3rd. Effects of 4 hand-drying methods for removing bacteria from washed hands: a randomized trial. Mayo Clin Proc. 2000 Jul;75(7):705-8.
  5. Huang C, Ma W, Stack S. The hygienic efficacy of different hand-drying methods: a review of the evidence. Mayo Clin Proc. 2012 Aug;87(8):791-8.
  6. Jensen D, Schaffner D, Danyluk M, Harris L. Efficacy of handwashing duration and drying methods. Int Assn Food Prot Annual Meeting. 2012 July 22-25.

 

 

 

 

 

 

 

 

რა უნდა ვქნათ, როცა არ გვაქვს საპონი და სუფთა, გამდინარე წყალი?

 

 

ხელების დაბანა საპნითა და გამდინარე წყლით არის საუკეთესო საშუალება მიკრობთა შესამცირებლად. თუ საპონი და წყალი არ მოგვეპოვება, გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი (მინიმუმ 60 %) სადეზინფექციო საშუალება, რომელიც სწრაფად მოგაშორებთ ხელებზე არსებულ მიკრობებს, თუმცა, იგი ვერ ამცირებს ყველა სახის მიკრობს. სადეზინფექციო საშუალება არაეფექტურია, როდესაც ხელები არის ძალიან დაბინძურებული.

 

როგორ უნდა გამოვიყენით სადეზინფექციო საშუალება

 

  • დაისხით სითხე ხელის გულზე (ეტიკეტზე წაიკითხეთ  რა რაოდენობით უნდა გამოვიყენოთ აღნიშნული პროდუქტი).
  • ხელის მტევნები შეაერთეთ.
  • სადენზიფექციო საშუალება კარგათ შეიზილეთ, სანამ არ შეგაშრებათ ხელებზე

 

 

მეცნიერული ფაქტები-როდის გამოვიყენოთ ხელის სადეზინფექციო საშუალება

 

ხელების დაბანა საპნითა და გამდინარე წყლით არის საუკეთესო საშუალება მიკრობთა შესამცირებლად. თუ საპონი და წყალი არ მოგვეპოვება, გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი (მინიმუმ 60 %) სადეზინფექციო  საშუალება ,რომელიც სწრაფად მოგაშორებთ ხელებზე არსებულ მიკრობებს, თუმცა, იგი ვერ ამცირებს ყველა სახის მიკრობს.

 

რატომ?  მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ სადეზინფექციო საშუალება 60-95%  ალკოჰოლის შემცველობით უფრო ეფექტურად კლავს მიკრობებს, ვიდრე უფრო დაბალი კონცენტრაციით ალკოჰოლის შემცველი ან უალკოჰოლო სადეზინფექციო საშუალებები.  უალკოჰოლო სადეზინფექციო საშუალებები: 1) ყველა ტიპის ბაქტერიაზე ვერ მოქმედებს თანაბრად; 2)  შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიების რეზისტეტნტობა მადეზინფიცირებელი აგენტის მიმართ; 3) მხოლოდ შეამცირებს ბაქტერიების გამრავლების პროცესს, მაგრამ ვერ მოკლავს მათ; 4)უფრო მეტად აღიზიანებს კანს, ვიდრე ალკოჰოლის შემცველი საშუალებები

References
  1. Kampf G, Kramer A. Epidemiologic background of hand hygiene and evaluation of the most important agents for scrubs and rubs. Clin Microbiol Rev. 2004 Oct;17(4):863-93.
  2. Todd EC, Michaels BS, Holah J, Smith D, Greig JD, Bartleson CA. Outbreaks where food workers have been implicated in the spread of foodborne disease. Part 10. Alcohol-based antiseptics for hand disinfection and a comparison of their effectiveness with soaps. J Food Prot. 2010 Nov;73(11):2128-40.

 

 

ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებებს შეუძლია  მიკრობთა რაოდენობის სწრაფი შემცირება, თუმცა ის ვერ აშორებს ყველა სახის ბაქტერიას.

რატომ? ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებებს შეუძლია მრავალი სახის მიკრობის ინაქტივირება, თუ მას სწორად გამოვიყენებთ, თუმცა, ბევრმა არ იცის რა რაოდენობა უნდა იქნეს გამოყენებული ერთჯერადად ან ხელებზე შეშრობამდე იწმინდავს მას. ამასთან, საპონი და წყალი არის ბევრად ეფექტური ისეთი ბაქტერიების მოსაშორებლად ან ინაქტივირებისთვის, როგორიცაა კრიფტოსპოროდიუმი, ნოროვირუსი და სხვა, ვიდრე სადეზინფექციო საშუალება

 

References
  1. CDC. Antimicrobial spectrum and characteristics of hand-hygiene antiseptic agents. MMWR Morb Mortal Wkly Rep. 2002;51(RR16):45.
  2. Edmonds SL, Mann J, McCormack RR, Macinga DR, Fricker CM, Arbogast JW, Dolan MJ. SaniTwice: a novel approach to hand hygiene for reducing bacterial contamination on hands when soap and water are unavailable. J Food Prot. 2010 Dec;73(12):2296-300.
  3. Grayson ML, Melvani S, Druce J, Barr IG, Ballard SA, Johnson PD, Mastorakos T, Birch C. Efficacy of soap and water and alcohol-based hand-rub preparations against live H1N1 influenza virus on the hands of human volunteers. Clin Infect Dis. 2009 Feb 1;48(3):285-91.
  4. Hammond B, Ali Y, Fendler E, Dolan M, Donovan S. Effect of hand sanitizer use on elementary school absenteeism. Am J Infect Control. 2000 Oct;28(5):340-6.
  5.  Hübner NO, Hübner C, Wodny M, Kampf G, Kramer A. Effectiveness of alcohol-based hand disinfectants in a public administration: Impact on health and work performance related to acute respiratory symptoms and diarrhoea. BMC Infect Dis. 2010;10:250.
  6. Kramer A, Galabov AS, Sattar SA, Döhner L, Pivert A, Payan C, Wolff MH, Yilmaz A, Steinmann J.Virucidal activity of a new hand disinfectant with reduced ethanol content: comparison with other alcohol-based formulations. J Hosp Infect. 2006 Jan;62(1):98-106.
  7. Lee GM, Salomon JA, Friedman JF, Hibberd PL, Ross-Degnan D, Zasloff E, Bediako S, Goldmann DA.Illness transmission in the home: a possible role for alcohol-based hand gels. Pediatrics. 2005 Apr;115(4):852-60.
  8. Sandora TJ, Taveras EM, Shih MC, Resnick EA, Lee GM, Ross-Degnan D, Goldmann DA. A randomized, controlled trial of a multifaceted intervention including alcohol-based hand sanitizer and hand-hygiene education to reduce illness transmission in the home. Pediatrics. 2005 Sep;116(3):587-94.
  9. Stebbins S, Cummings DA, Stark JH, Vukotich C, Mitruka K, Thompson W, Rinaldo C, Roth L, Wagner M, Wisniewski SR, Dato V, Eng H, Burke DS. Reduction in the incidence of influenza A but not influenza B associated with use of hand sanitizer and cough hygiene in schools: a randomized controlled trial.Pediatr Infect Dis J. 2011 Nov;30(11):921-6.

10. Kampf G, Marschall S, Eggerstedt S, Ostermeyer C. Efficacy of ethanol-based hand foams using clinically relevant amounts: a cross-over controlled study among healthy volunteers. BMC Infect Dis. 2010 Mar 26;10:78.

11. Barbee SL, Weber DJ, Sobsey MD, Rutala WA. Inactivation of Cryptosporidium parvum oocyst infectivity by disinfection and sterilization processes. Gastrointest Endosc. 1999 May;49(5):605-11.

12. Blaney DD, Daly ER, Kirkland KB, Tongren JE, Kelso PT, Talbot EA. Use of alcohol-based hand sanitizers as a risk factor for norovirus outbreaks in long-term care facilities in northern New England: December 2006 to March 2007. Am J Infect Control. 2011 May;39(4):296-301.

13. Charbonneau DL, Ponte JM, Kochanowski BA. A method of assessing the efficacy of hand sanitizers: use of real soil encountered in the food service industry. J Food Prot. 2000 Apr;63(4):495-501.

14. Grayson ML, Melvani S, Druce J, Barr IG, Ballard SA, Johnson PD, Mastorakos T, Birch C. Efficacy of soap and water and alcohol-based hand-rub preparations against live H1N1 influenza virus on the hands of human volunteers. Clin Infect Dis. 2009 Feb 1;48(3):285-91.

15. Oughton MT, Loo VG, Dendukuri N, Fenn S, Libman MD. Hand hygiene with soap and water is superior to alcohol rub and antiseptic wipes for removal of Clostridium difficile. Infect Control Hosp Epidemiol. 2009 Oct;30(10):939-44.

 

 

სადეზინფექციო საშუალება არაეფექტურია, როდესაც ხელები არის ძალიან დაბინძურებული.

 

რატომ?  ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ხელის სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება უფრო მართებულია კლინიკურ დაწესებულებებში, ჰოსპიტალში, სადაც ხელები შეიძლება იყოს მხოლოდ მიკრობებით დაბინძურებული და არა ცხიმით ან სხვა რაიმე ნივთიერებებით. სხვადასხვა მონაცემები ასევე გვაჩვენებს, რომ სადეზინფექციო საშუალებები კარგად მოქმედეს მხოლოდ გარკვეული ტიპის ბაქტერიებზე, მსუბუქად დაბინძურებული ხელების შემთხვევაში. თუმცა, ხელები შეიძლება ძალიან დაბინძურდეს ან გაცხიმოვნდეს სხვადასხვა სიტუაციაში, როგორიცაა, სპორტული აქტივობა, ეზოში თამაში, ლაშქრობებში, თევზაობისას და ა.შ. ასეთ დროს, სადეზინფექციო საშუალებამ შეიძლება ვერ გაასუფთაოს ისინი. ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია ხელების საპნითა და წყლით დაბანა.

References
  1. Todd ECD, Michaels BS, Holah J, Smith D, Grieg JD, Bartleson CA. Outbreaks where food workers have been implicated in the spread of foodborne disease. Part 10. Alcohol-based antiseptics for hand disinfection and a comparison of their effectiveness with soaps. J Food Prot. 2010 Nov;73(11):2128-40.
  2. Pickering AJ, Davis J, Boehm AB. Efficacy of alcohol-based hand sanitizer on hands soiled with dirt and cooking oil. J Water Health. 2011 Sep;9(3):429-33.
  3. Pickering AJ, Boehm AB, Mwanjali M, Davis J. Efficacy of waterless hand hygiene compared with handwashing with soap: a field study in Dar es Salaam, Tanzania. Am J Trop Med Hyg. 2010 Feb;82(2):270-8.
  4. Charbonneau DL, Ponte JM, Kochanowski BA. A method of assessing the efficacy of hand sanitizers: use of real soil encountered in the food service industry. J Food Prot. 2000 Apr;63(4):495-501.
  5. Edmonds SL, Mann J, McCormack RR, Macinga DR, Fricker CM, Arbogast JW, Dolan MJ. SaniTwice: a novel approach to hand hygiene for reducing bacterial contamination on hands when soap and water are unavailable. J Food Prot. 2010 Dec;73(12):2296-300.

 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

 

http://www.cdc.gov/handwashing/when-how-handwashing.html

http://www.cdc.gov/handwashing/show-me-the-science-handwashing.html

http://www.cdc.gov/handwashing/show-me-the-science-hand-sanitizer.html