ქსოვილოვანი კულტურების ლაბორატორია

ქსოვილოვანი კულტურების ლაბორატორია დაარსდა 1981. 

სამუშაოს ძირითადი მიმართულებები:

  • კულტივირების ოფტიმალური პირობების განსაზღვრა.
  • პრაქტიკული სამუშაო ქსოვილოვანი კულტურების სხვადასხვა ხაზებზე ( RD, Hep-2, L-20B, MDCK, VERO-E6, VERO B-4, J 774, და სხვა.)
  • თვითეული ხაზისათვის მინი ბანკის შექმნა, რაც გვაძლევს ერთგვაროვან უჯრედულ ხაზთან მუშაობის შესაძლებლობას. ხანგრძლივი შენახვისათვის უჯრედული ხაზები ინახება თხევად აზოტში.
  • უჯრედების განახლება 3-თვეში ერთხელ 15-20 პასაჟის შემდეგ.
  • მეთოდიკის თანახმად უჯრედების გადათესვა 1-2 ჯერ კვირაში.
  • ლაბორატორიის უზრუნველყოფა შესაბამისი უჯრედული კულტურებით (მოთხოვნის მიხედვით).
  • კონტამინაციის ( მიკოპლაზმებით) განსაზღვრა უჯრედულ ხაზებში PCR- მეთოდით.
  • ზრდის ნიადაგების და საჭირო ხსნარების დამზადება მშრალი კომპონენტებისაგან.
  • ქსოვილოვანი კულტურების გამოყენება სხვადასხვა ბიოლოგიური და ქიმიური ნივთიერების ტოქსიურობის განსასაზღვრად, აგრეთვე ბაქტერიებზე ინვაზიურ კვლევებში.
  • ლაბორატორიას შეუძლია მოამზადოს პირველადი - ტრიფსინიზირებული უჯრედების კულტურები.
  • ქსოვილოვანი კულტურების ლაბორატორიას გააჩნია უჯრედული ბანკის გამდიდრების პოტენციალი