სემინარი - ანტიმიკრობული რეზისტენტობის აქტუალური საკითხები 19-21.2014

2014 წლის 19-21 დეკემბერს სასტუმრო „შატო ყვარელში“ ჩატარდა სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების კონტროლისადმი და ანტიმიკრობული რეზისტენტობისადმი მიძღვნილი სემინარი, რომელშიც მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის, სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკის თანამშრომლები და თბილისის და თელავის კლინიკების ეპიდემიოლოგები.
სემინარზე განხილულ იქნა კლინიკებში ნოზოკომიური ინფექციების ზედამხედველობა და ანტიმიკრობული თერაპიის სახელძღვანელოს სამუშაო ვერსია.

სემინარზე განხილულ იქნა კლინიკებში ნოზოკომიური ინფექციების ზედამხედველობა და ანტიმიკრობული თერაპიის სახელძღვანელოს სამუშაო ვერსია.