საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების სტრატეგიული ფუნქციები
  • გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება;
  • ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორებზე მონიტორინგი და მყისიერი რეაგირება საგანგებო სიტუაციების დროს, კოორდინაცია ცენტრალურ სტრუქტურებთან;
  • გარემოს, შრომის, სასმელი წყლის, საკვების უსაფრთხოების დაცვის ხელშეწყობა;
  • ჯანმრთელობის განმტკიცება ჯანმრთელობაში უთანასწორობისა და სოციალურ დეტერმინანტებზე ზემოქმედების განხორციელების გზით;
  • დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა;
  • მოსახლეობის, თემის წარმომადგენლების, ცალკეული მოწყვლადი ჯგუფების ორგანიზება და წარმართვა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებში;
  • პროფესიული ადამიანური რესურსების განვითარება, მოტივირება და შენარჩუნება;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციულ-სტრუქტურული სრულყოფა, ადეკვატური დაფინანსების მიღწევა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისებსა და პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის უზუნველყოფა; 
  • ჯანმრთელობის ადვოკატირება, კომუნიკაციის გაუმჯობესება, მოსახლეობაში საინფორმაციო განმარტებითი საქმიანობის წარმართვა, სოციალური მობილიზაციის ხელშეწყობა და საჭიროებების შემთხვევაში მისი უზრუნველყოფა;
  • მტკიცებულებზე დაფუძნებული ჯანდაცვის პოლიტიკისა და პრაქტიკის წარმოებისათვის კვლევითი სამუშაოების წარმოება და მონაწილეობის მიღება.