თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვე - 2015 წლის იანვარი

2015 წელს თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვის თემაა-„გააკეთეთ სწორი,ჯანმრთელი არჩევანი თანდაყოლილი ანომალიების პრევენციისთვის“

 

ბავშვები ჩვენი მომავალია და თითოეული მათგანი იმსახურებს ჯანსაღ, პროდუქტიულ და ბედნიერ ცხოვრებას.

აშშ-ში ყოველ 4 წუთში თანდაყოლილი ანომალიის მქონე ბავშვიიბადება.ყოველი 5 ასეთი პათოლოგიის მქონე ახალშობილიდან ერთი იღუპება.თანდაყოლილი ანომალიის მქონე ბავშვი სტაციონარული მკურნალობისთვისყოველწლიურად საჭიროებს $2.6 ბილიონს. დღენაკლობაახალშობილთასიკვდილიანობისმთავარმიზეზს წარმოადგენს. მსოფლიოშიყოველწლიურადდაბადებული 15 მილიონიდღენაკლიახალშობილიდანმილიონამდე 5-წლამდე ასაკშიიღუპება.

ბავშვები თანდაყოლილი ანომალიით იბადებიან ნებისმიერ ოჯახში, მიუხედავად რასისა, ჯანმრთელობის, ეკონომიკური ან განათლებისსტატუსისა. ორსულობათადაახლოებით ნახევარი დაუგეგმავია, რაც ხელს უშლის ორსულობის სწორად, ოპტიმალურად.

თანდაყოლილი ანომალიის მქონებავშვების ადრეული და, პარალელურად, ადრეული ინტერვენციები, აუმჯობესებს ბავშვის ცხოვრების ხარისხს და, შესაძლოა, გადაარჩინოს კიდეც ბავშვის სიცოცხლე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისმონაცემებით2010 წლიდან აღინიშნება თანდაყოლილ ანომალიათა ახალი შემთხვევების მატება. 2013 წელს თანდაყოლილ ანომალიათა ინციდენტობამ 11.1 შეადგინა.

თანდაყოლილი ანომალიების ინციდენტობის დინამიკა საქართველოში, 2008-2013

 

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სტატისტიკური ცნობარი, 2013

 

ახალშობილთა სახელმწიფო სკრინინგ პროგრამის იმპლემენტაციის შედეგად 2011-2013 წლებში თანდაყოლი ანომალიათა გამოვლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სკრინინგ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ფენილკეტონურიის, ჰიპოთირეოზის, მუკოვისცი­დო­ზისა და სმენის სკრინინგი ახალშობილებში. ასევე ხდება მაღალი რისკის ორსულებში ანტენატალური სკრინინგი.

თანდაყოლილი ანომალიების ადრეული გამოვლენა აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი ავადობა და ინვალიდობა, რაც მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და ეკონომიური ტვირთია არამარტო ცალკეული ინდივიდისა და ოჯახისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემისათვის.

ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ შესაძლებელია ზოგიერთი თანდაყოლილი ანომალიის პრევენცია პერინატალურ პერიოდ­ში; მაგ.: ფოლიუმის მჟავის მიღება ორსულობამდე 2 თვით ადრე და ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში ამცირებს ნერვული ღეროს დეფექტის განვითარების რისკს.

თანდაყოლილი ანომალიების  პრევენცია უნდა ითვალისწინებდეს:

  • ორსულობისდაგეგმვა
  • მავნე ნივთიერებების ზემოქმედების თავიდან აცილება
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევა
  • ექიმთან ვიზიტი და კონსულტაცია ორსულობამდე

გარდა ამისა, აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირებულობის, განათლების დონისგაზრდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ფოლიუმის მჟავის მიღება ორსულობამდე 2 თვით ადრე და ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში; დედათა ქრონიკული დაავადებების მართვა, როგორიცაა დიაბეტი, ეპილეფსია, ფენილკეტონურია;ორსულობის დროს მედიკამენტების მიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით;ალკოჰოლისგან, თამბაქოსა და მსუბუქი ნარკოტიკისგან თავის შეკავება;ანტინატალური მეღვალყურეობის განხორციელება; ტოქსიური ნივთიერების ზემოქმედებისაგან თავის არიდება სახლსა და სამსახურში;ოჯახური ძალადობისგანთავის არიდება;ოჯახის მემკვიდრული პრობლემების ცოდნა, საჭიროების შემთხვევაში ექიმთან კონსულტირება; და ა.შ. საზოგადოების განათლება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თანდაყოლილი ანომალიების შემცირებას.

თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის სწორი, ჯანმრთელი არჩევანი გულისხმობს:

  • დაგეგმეთ თქვენი ორსულობა:
    • შეძლებისდაგვარად გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა
    • მიიღეთ 400 მკგ ფოლიუმის მჟავა ყოველდღიურად
    • თავიდან აირიდეთ მავნე ნივთიერებების ზემოქმედება
      • მოერიდეთ ალკოჰოლს, ნარკოტიკსა და სიგარეტს
      • თავიდან აიცილეთ ტრავმები და სხვა მავნე ფაქტორები სახლში და სამუშაო ადგილზე
      • აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი
        • მიიღეთ ჯანსაღი საკვები, როგორიცაა; ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, დაბალი ცხიმიანობის რძის პროდუქტი, მჭლე ხორცი
        • იყავით ფიზიკურად აქტიური
        • დიაბეტის შემთხვევაში აკონტროლეთ დიაბეტი
        • გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან
          • გაიარეთ სამედიცინო შემოწმება
          • განიხილეთ მედიკამენტებისმიღების აუცილებლობა
          • მოუყევით თქვენი ოჯახის მემკვიდრული პრობლემების შესახებ