სამუშაო შეხვედრა პილოტური შეფასების გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში 12-16 იანვარი, 2015 წელი

2015 წლის 12-16 იანვარს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში ვიზიტით იმყოფებოდა ექსპერტთა ჯგუფი.


12 იანვარს პილოტური შეფასება გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა.


სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ექსპერტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საუდის არაბეთიდან, ფინეთიდან და საქართველოდან.


გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების (Global Health Security) 2014 წლის 26 სექტემბრის სამიტზე ხუთმა ქვეყანამ (საქართველო, პერუ, პორტუგალია, უგანდა და გაერთიანებული სამეფო) გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიეღოთ GHSA -ს შესაძლებლობების პილოტურ ანალიზსა და შეფასებაში. GHSA-ს საორგანიზაციო ჯგუფმა და სამოქმედო პაკეტების ლიდერებმა შეიმუშავეს მიზნები და ინდიკატორები, რომლებიც გამოყენებული იქნება, როგორც ბაზისი ზემოთხსენებული ხუთი საპილოტო ქვეყნის შეფასებისათვის. საპილოტო შეფასების შედეგები საშუალებას მოგვცემს განისაზღვროს თუ რა სახის შეფასებები უნდა გაკეთდეს სამომავლოდ. ასევე, საპილოტო შეფასება წარმოადგენს ხელსაყრელ ინსტრუმენტს საპილოტე ქვეყნებისთვის, ასახონ არსებული მდგომარეობა გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების სამოქმედო პაკეტების შესრულების მიმართულებით ნაციონალურ დონეზე.