ხმაური

ხმაურის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

ხმაური არის ნებისმიერი არასასურველი ბგერა ან სხვადასხვა სიხშირისა და ინტენსიურობის ბგერების უწესრიგო ერთობლიობა, რომელიც არასასურველ მოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით გამოთვლილია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში  გარემოს ხმაურით განპირობებული  ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაკარგული წლების   რაოდენობა (DALY)  გულის იშემიური დაავადებების შემთხვევაში  61 000 წელს შეადგენს, ბავშვთა შემეცნებითი უნარის დაზიანების შემთხვევაში  45 000,  ძილის დარღვევისას – 903 000 წელს და  გაღიზიანებადობის განვითარების შემთხვევაში – 587 000  წელს. ყველა ჩამოთვლილს თუ გავაერთიანებთ, საერთო ტვირთი  1.0–1.6  მილიონი წლის ფარგლებში შეიცვლება.  ეს იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე 1 მილიონი ჯანმრთელი წელი იკარგება ყოველწლიურად ტრასპორტთან დაკავშირებული ხმაურის გამო დასავლეთ ევროპის  ქვეყნებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჩათვლით.  საგზაო სატრანსპორტო ხმაურთან დაკავშირებული ძილის დარღვევა და გაღიზიანებადობა  გარემოში არსებული ხმაურის ტვირთის ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენს დასავლეთ ევროპაში.

ხმაურის ხანგრძლივი და ინტენსიური მოქმედების შედეგად ადამიანის ორგანიზმში გარკვეული ცვლილებები ვითარდება, რომელთა ხასიათი და ინტენსიურობა გარკვეული ეტაპობრიობით ხასითდება:

  • სმენის ფუნქციის დაზიანება, სმენითი მგრძნობელობისა და სმენის დროებითი ან მუდმივი დაკარგვით;
  • ყურადღების ფუნქციის დაქვეითება, ძილის რეჟიმის დარღვევა, მოქანცვისა და გაღიზიანებადობის გაზრდა;
  • სტრესულ სიგნალებზე ფიზიოლოგიური რეაქციების შეცვლა, რაც არასპეციკურია ხმაურისათვის.
  • ფსიქიკური და სომატური ჯანმრთელობის დარღვევა.

ინტენსიური ხმაურის ხანგრძლივი მოქმედების შედეგად ორგანიზმში ვითარდება როგორც სპეციფიკური, ისე ზოგადი ხასიათის ცვლილებები.

ხმაურის მოქმედების მიმართ შეიძლება განვითარდეს ორგანიზმის ადაპტაცია. თუ ხმაურის ზემოქმედების შედეგად   მისი აღქმის დონე 10-15 დბ-ით მცირდება, ხოლო ბგერის აღქმის საწყისი დონე 2-3წთ-ის განმავლობაში აღდგება, ეს მიუთითებს ხმაურისადმი ადაპტაციაზე. უფრო მკვეთრი ცვლილებები მიუთითებს სმენის ორგანოს მოქანცვის განვითარებაზე.

ხმაურის გავლენით განვითარებულ სპეციფიკურ ცვლილებებს შორის წამყვანია კოხლეარული ნერვიტის ტიპის ნელა პროგრესირებადი სმენის ორმხრივი დაქვეითება. მისის განვითარება ხანგრძლივი და თანდათანობითი პროცესია. საყოფაცხოვრებო პირობებში მოქმედი ხმაურით მსგავსი პათოლოგიის განვითარება საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. აღნიშნული პათოლოგიის განვითარების  ძირითადი პირობებია: ა) ხმაურის ზემოქმედების ხანგრძლივობა (ექსპოზიცია); ბ) ხმაურის ინტენსიურობა-რაც მეტია ბგერის ძალა, მით უფრო სწრაფად ვითარდებს სმენის მოქანცვა და შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები გ) ხმაურის  სპექტრული შემადგებლობა-რაც უფრო ჭარბობს მაღალი სიხშირის ბგერები, მით უფრო სწარაფად ვითარდება ცვლილებები დ) ორგანიზმის ინდივიდუალური მგრძნობელობა ხმაურისადმი და სხვა.

ხმაური არის საერთო-ბიოლოგიური გამაღიზიანებელი. ამდენად, იგი მოქმედებს ადამიანის მთელ ორგანიზმზე და, სპაციფიკური დაზიანების  გარდა, შეიძლება გამოიწვიოს ზოგადი ხასიათის ცვლილებებიც. იგი პირველ რიგში მოქმედებს თავის ტვინის სტრუქტურაზე. ხმაურის მოქმედების შედეგად ცვლილებები ყველაზე ადრე ვლინდება ნერვულ სისტემაში: აღინიშნება თავის ტკივილი, პერიოდუ;ლი ხასიათის თავბრუ, მეხსიერების დაქვეითება, მომატებული მოქანცვა, ემოციური არამგრადობა, ძილის რეჟიმის დარღვევა, ტკივილი გულ-მკერდის არეში და სხვა. ვითარდება რეფლექსური და ვეგეტატიური სფეროების ფუნქციური ძვრები.

ხმაურის  მოქმედების შედეგად ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემაში ძირითადად კარდიალური და ჰიპერტენზიული ტიპის ნეიროცირკულარული დისტონიის სინდრომის სახით ვლინდება.

ხმაურის მომატება იწვევს აგრეთვე ორგანიზმის იმუნოლოგიური აქტივობის, საერთო რეზისტენტობის დაქვეითებას, რაც ავადობის დონის ზრდით ვლინდება. საყოფაცხოვრებო და ქალაქის ხმაურის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გავლენის შესწავლა და შეფასება საკმაოდ რთულია.

ხმაურისადმი ორგანიზმის რექციის გამოვლენაზე მრავალ ფაქტორი ახდენს გავლენას. დადგენილია, რომ მოსახლეობის 30% ხასიათდება ხმაურისადმი მომატებული მგრძნობელობით, 60% მორმალური მგრძნობელობით, ხოლო 10% დაბალი მგრძნობელობით.

დასახლებული პუნქტის სელიტებურ ზონასა და საცხოვრებელ სათავსებში ხმაურის დასაშვებ დონედ ითვლება ხმაურის ისეთი სიდიდე, რომელიც არ იწვევს ადამიანზე პირდაპირ ან ირიბ უარყოფით მოქმედებას, არ აქვეითებს მის მუშაობის უნარს, არ მოქმედებს უარყოფითად მის თვითგრძნობასა და განწყობაზე, არ იწვევს ხმაურის მიმართ მგრძნობიარე სისტემის ფუქნქციური სისტემის არსებით ცვლილებას.

 

რა არის  ხმაური

ფიზიკური ბუნებით ხმაური არის დრეკადი გარემოს ( აირის, სითხის, მყარი სხეულის) ნაწილაკების მექანიკური რხევები ადამიანის სმენის ანალიზატორის აღქმის ფარგლებში (16ჰც-20 კჰც), რომელიც აღმოცენდება გარკვეული ძალის ზემოქმედებით. ამასთან ბგერას უწოდებენ  რეგულარულ პერიოდულ (სინუსოიდურ) რხევებს, ხოლო  ხმაურს მათ უწესრიგო ერთიანობას, არაპერიოდულ, შემთხვევით რხევით პროცესებს. ამრიგად,  ჰიგიენური თვალსაზრისით, ხმაური არის სხვადასხვა სიხშირის და დონის ბგერების ერთიანობა, რომელიც ხელს უშლის სასარგებლო ბგერითი სიგნალის (მუსიკის, საუბრის და ა.შ) აღქმას და იწვევს ადამიანის ორგანიზმზე არასასურველ, გამაღიზიანებელ მოქმედებას. ხმაურს ყოფენ სპექტრის ხასიათის და დროის მახასიათებლების მიხედვით.

ხმაურის სპექტრი არის ხმაურის შემადგენელი ბგერების დონეების განაწილება ოქტავური სიხშირეების მიხედვით. ოქტავა არის სიხშირეების დიაპაზონი, რომელის ზედა ზღვარი ორჯერ მეტია მის ქვედა საზღვარზე. ხმაურის სპექტრული დახასიათებისათვის გამოიყენება 9 ოქტავური ზოლი და მათი საშუალო გეომეტრიული სიხშირეები (ჰც):

სპექტრის ხასიათის მიხედვით გამოყოფენ:

  • ფართოზოლიანი ხმაურს უწყვეტი სპექტრით, ერთ ოქტავაზე მეტი სიგანით;
  • ტონალურ ხმაურს, რომლის სპექტრში გამოკვეთილი ტონებია. ხმაურის ტონალური ხასიათი პრაქტიკული მიზნებისათვის დგინდება სიხშირეთა 1/3 ოქტავურ ზოლებში გაზომვით. ტონალურია ხმაური, თუ ერთ ზოლში ბგერის დონე გვერდით მდებარე (მეზობელ) ზოლთან შედარებით არა ნაკლებ 10დბ-ით მეტია.

დროითი მახასიათებლების მიხედვით გამოყოფენ;

  • მუდმივ ხმაურს, რომლის ბგერითს დონე სამუშაო ზონაში 8-საათიან სამუშაო დღეს ან საცხოვრებელ და საზოგადოებრივი  შენობების სათავსებში, საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე ხმაურმზომის დროით მახასიათებელზე „ნელა“ გაზომვებისას იცვლება დროში არა ნაკლებ 5 დბ-ით;
  • არამუდმივი ხმაურს, რომლის დონე სამუშაო ზონაში 8 საათიან სამუშაო დღეს, სამუშაო ცვლაში ან საცხოვრებელ  განაშენიანების ტერიტორიაზე ხმაურმზომის დროით მახასიათებელზე „ნელა“ გაზომვებისას იცვლება დროში ნაკლებ 5 დბ-ზე მეტი სიდიდით

არამუდმივი  ხმაური იყოფა:

  • დროში მერყევ ხმაურად, რომლის ბგერის დონე უწყვეტად იცვლება დროში;
  • წყვეტილი ხმაურად, რომლის ბგერის დონე საფეხურობრივად იცვლება (5დბ და მეტით). ამასთან ერთად, იმ ინტერვალების ხანგძლივობა, რომლის განმავლობაში ხმაურის დონე მუდმივია, შეადგენს 1 წამს და მეტს.
  • იმპულსური ხმაურად, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე ბგერითი სიგნალისაგან, თითოეული 1 წმ-ზე ნაკლები ხანგრლივობით, ამასთან ერთად, ბგერის დონეები დბ-ში, გაზომილი შესაბამისად დროით მახასიათებლებზე - „იმპულსი“ და „ნელა“განსხვავდება არა ნაკლებ 7დბ-ით.

მუდმივი ხმაურის ნორმირებად პარამეტრებს წარმოადგენს ბგერითი წნევის დონეები (L, დბ), ოქტავურ ზოლებში საშუალო გეომეტრიული სიხშირეებით: 31,5; 63; 125; 250; 500; 1000; 2000; 4000; 8000ჰც. საორიენტაციო შეფასებისათვის დასაებია ბგერის დონეების  L A და დბA გამოყენება. არამუდმივი  ხმაურის შეფასება დასაშვებ დონეებთან შესაბამისობის თვალსაზრისით უნდა ჩატარდეს ერთდროულად ბგერის ექვივალენტური და მაქსიმალური დონეების მიხედვით.

ჰაერში გავრცელებული ბგერით ტალღებს ეწოდება ჰაეროვანი  ბგერა, ხოლო მყარ სხეულებში გავრცელებულ ბგერებს -ბგერითი ვიბრაცია.

 

რა არის ხმაურის წყაროები

ხმაურის წყაროები, წარმოქმნის ადგილის მიხედვით, სხვადასხვა ჯგუფად იყოფა. საცხოვრებელის შიდა წყაროებს მიეკუთვნება საინჟინრო, ტექნოლოგიური და საყოფაცხოვრებო აღჭურვილობა, აგრეთვე ადამიანის საქმიანობა; მიკრორაიონის (კვარტლის) წყაროების მიკრორაიონის ფარგლებში ადამიანის ცხოვრებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული წყაროების (სათამაშო და სპორტული მოედნები, ტერიტორიის დასუფთავება და სხვა); მიკრორაინონის გარეთა წყაროებია სამწერველო და ენერგეტიკუ;ლი საწარმოები, სხვადასხვა სახის ტრანსპორტი.

ხმაურის არასასურველი გავლენის შემცირება

მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ხმაურის არასასურველი გავლენის შემცირების ღონისძიებები დამოკიდებულია კონკრეტულ პირობებზე (ხმაურის ზღვრულად დასაშვები დონეების გადაჭარბების ხარისხზე, სპექტრისა და წყაროს ხასიათზე და სხვა).

დასახლებულ პუნქტებში ხმაურის საწინააღმდეგო ღონისძიებების ძირითადი მიმართულებებია:

  • ხმაურის წყაროს საიჟინრო-ტექნიკური და ორგანიზაციულ ადმინისტრაციული ღონისძიებები.
  • ხმაურის გავრცელებისს გზაზე (ხმაურის წყაროდან ობიექტამდე)-ქალაქმშენებლობისა და სამშენებლო-აკუსტიკური მეთოდები.
  • ხმაურისაგან დაცვის ობიექტზე-შენობის კონსტრუქციების ხმაურსაიზოლაციო თვისებების გაზრდის  კონსტრუქციულ-სამშენებლო მეთოდები და გეგმარებითი მეთოდები.

ხმაურის საწინააღმდეგო ღონისძიებათა სისტემაში მნიშვნელოვანია გარემოს (ქუჩის) ხმაურის მონიტორინგის განხორციელება .

საწარმოებში განვითარებული ხმაური

სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის თანამედროვე ეტაპისათვის დამახასიათებელია საწარმოო სიმძლავრეების ზრდა, ახალი დანადგარების დანერგვა, ტექნოლოგიური პროცესების ინტენსიფიკაცია. ყველა ამ ფაქტორით განპირობებულია საწარმოში აკუსტიკური რხევების ინტენსივობის ზრდა, წარმოიქმნება ხმაური, არასასურველი სხვადასხვა სიხშირისა და ინტენსიურობის ბგერების უწესრიგო ერთობლიობა, რომელიც არასასურველ მოქმედებას  ახდენს ადამიანის ორგანიმზე. საწარმოში განვითარებული ხმაური უწესრიგოდ იცვლება დროში, აღმოცენდება წარმოების პროცესში და იწვევს მუშებში უსიამოვნო სუბიექტურ შეგრძნებებს.

საწარმოებში ხმაურის შემცირების ყველა ღონისძიებათა საფუძველია მისი პარამეტრების ჰიგიენური ნორმირება. ამ დროს მხედველობაში მიიღება, როგორც შრომითი პროცესის ხასიათი-შრომის სიმძიმე და დაძაბულობა, ისე ხმაურის სპექტრული შემადგენლობა ხმაურის დასაშვები სიდიდეები დადგენილია 8 საათიანი სამუშაო დღისათვის.

საწარმოებში ხმაურის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები იყოფა ტექნიკურ, არქიტექტურულ-დაგეგმარებით, ორგანიზაციულ და სამედიცინო პროფილაქტიკურ ღონისძიებებად.

ტექნიკურ ღონისძიებები გამოიყენება 3 ძირითადი მიმართულებით-ხმაურის წარმოქმნის მიზეზის თავიდან აცილება ან მისი ინტენსიურობის შემცირება უშუალოდ წარმოქმნის ადგილზე; ხმაურის გადაცემის შესუსტება (ეკრანირება); მომუშავეთა უშუალო დაცვა ხმაურის მოქმედებისაგან.

ხმაურის შემცირების ყველაზე ეფქტური ტექნიკური საშუალებაა საწარმოებში ხმაურიანი ტექნოლოგიური ოპერაციების შეცვლა ნაკლებად ხმაურიანით. მაგ. ლითონის დეტალების შესაერთებელად მოქლონვის ნაცვლად შედუღების ან ჰიდრავლიკური შეერთების მეთოდის გამოყენება.

ხმაურის დონის შემცირება შესაძლებელია მანქანა-დანადგართა კონსტრუქციის სრულყოფით, მისი მუშაობის რეჟიმის რაციონალიზაციით, დანადგარებზე დამატებით ბგერის მშთანთქმელების მოწყობით და სხვა.

საწარმოებში აღჭურვილობის ხმაურის შემცირების მნიშვნელოვან ეეეფქტს იძლევა აკუსტიკური ეკრანების გამოყენება, რომელიც ხმაურიან აგრეგატს განაცალკავებს სამუშაო ადგილისაგან. საწარმოო ნაგებობების კედლების დაფარვა ხმის ჩამხშობი მასალით ხმაურის დონეს 10-12დბ-ით ამცირებს, განსაკუთრებით მაღალი სიხშირის დიაპაზონში, რომელიც უფრო მეტი ბიოლოგიური აქტიურობით ხასითადება.

დაგეგმარებითი ღონისძიებები მიმართულია ხმაურის ლოკალიზაციისა და გავრცელების შემცირებისაკენ.

ხმაურიანი პრიოფესიების მუშებში გამოყენებული უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები-ანტიფონები.

პროფილაქტიკურ ღონისძიებათა სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო პროფილაქტიკის საშუალებებს, კერძოდ დისპანსერული მეთვალყურების დაწესებასა  და პერიოდული სამედიცინო შემოწმებების ჩატარება.