ძუძუს კიბო

ძუძუს კიბოს ავადობა და სიკვდილიანობა 100 000 მოსახლეზე

მსოფლიოს შერჩეულ რეგიონებში, 2012

სარძევე ჯირკვლის კიბო გლობალურად მეორე ყველაზე გავრცელებულ კიბოს წარმოადგენს, ხოლო ქალთა შორის ის პირველ ადგილზეა. 2012 წელს ექსპერტთა შეფასებით, სარძევე ჯირკვლის კიბოს 1.67 მილიონი (ახალი შემთხვევების 25%) ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ძუძუს კიბო ფართოდ გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ მსოფლიოში. ინციდენტობის მაჩვენებლები 100 000 მოსახლეზე მსოფლიოს რეგიონების მიხედვით თითქმის 4-ჯერ ვარირებს - 27-დან ცენტრალურ აფრიკასა და აღმოსავლეთ აზიაში 96-მდე დასავლეთ ევროპაში. ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობაში ძუძუს კიბოს მეხუთე ადგილი უჭირავს და მაშინ როცა, დაბალი შემოსავლების ქვეყნებში კიბოთი სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, მაღალი შემოსავლების ქვეყნებში ის მეორე ადგილზეა ფილტვის კიბოს  შემდეგ.

ძუძუს კიბოს შეფასებითი ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, 2012 GLOBOCAN

2008 წელთან შედარებით 2012 წელს ინციდენტობის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი - 14%-ით. მრავალ ქვეყანაში ძუძუს კიბოს ინციდენტობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელთა ზრდის უმთავრესი მიზეზებია სკრინინგული პროგრამების დანერგვით გამოვლენის გაუმჯობესება და ორსულობის დაგეგმვა მოგვიანებით ასაკში. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ძუძუს კიბოთი ავადობა (100 000 ქალზე 90) თითქმის სამჯერ მაღალია ვიდრე დასავლეთ აფრიკაში (100 000 ქალზე 30), თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებლები თითქმის ტოლია, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სკრინინგისა და მკურნალობის ეფექტური პროგრამების არსებობის შედეგად.

ქვეყნებს, სადაც 2012 წელს ძუძუს კიბოს ინციდენტობის მაჩვენებლები იყო ყველაზე მაღალი დასავლეთ ევროპის ქვეყნები - ბელგია, დანია და საფრანგეთი მიეკუთვნება, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლები ყველაზე მაღალი იყო - ბაჰამაში, ფიჯის კუნძულებზე და ნიგერიაში.

 

ძუძუს კიბოთი ავადობის ასაკ-სტანდარტიზებული შეფასებითი მაჩვენებლის (100 000 მოსახლეზე) ტენდეცია შერჩეულ ქვეყნებში

 

 

ძუძუს კიბოს სიკვდილიანობის ასაკ-სტანდარტიზებული შეფასებითი მაჩვენებლის (100 000 მოსახლეზე) ტენდეცია შერჩეულ ქვეყნებში