ფილტვის კიბო

 

ფილტვის კიბო მსოფლიოში რამდენიმე ათწლეულების მანძილზე  ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებად რჩება. ექსპერტთა შეფასებით, 2012 წელს ფილტვის კიბოს 1.8 მლნ. ახალი შემთხვევა (ახალი შემთხვევების 12.9%) გამოვლინდა, რომელთა 58%-ს ადგილი ჰქონდა დაბალი შემოსავლების ქვეყნებში. იგი მამაკაცთა შორის ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა (1.2 მლნ., მამაკაცთა შორის ონკოლოგიურ სნეულებათა ახალი შემთხვევების 16.7%), ყველაზე მაღალი ასაკ-სტანდარტიზებული ავადობის მაჩვენებელი ვლინდება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (100 000 მამაკაცზე 53.5) და აღმოსავლეთ აზიაში (100 000 მამაკაცზე 50.4). განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებლები ვლინდება ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში  (100 000 მამაკაცზე 2 და 1.7 შესაბამისად). 

სურათი 1. ფილტვის კიბოს ავადობისა და სიკვდილიანობის შეფასებითი მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, 2012 GLOBOCAN

 

 

ქალებში ფილტვის კიბოს ავადობის მაჩვენებლები, როგორც წესი, საკმაოდ დაბალია და გეოგრაფიულად მცირედ განსხვავებული, რაც ძირითადად დამოკიდებულია ქალთა შორის თამბაქოს მოხმარების თავისებურებებზე სხვადასხვა ქვეყნებში. საბოლოოდ, ქალთა შორის შეფასებითი მაჩვენებლები ყველაზე მაღალია ჩრდილოეთ ამერიკაში (33.8) და ჩრდილოეთ ევროპაში (23.7), შედარებით მაღალი მაჩვენებლით აღმოსავლეთ აზიაში (19.2) და ყველაზე დაბალი (ისევე როგორც მამაკაცების შემთხვევაში) დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში (1.1 და 0.8 შესაბამისად).

მსოფლიოში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს ფილტვის კიბო წარმოადგენს და ექსპერტთა შეფასებით, კიბოთი გარდაცვლილი ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთი სწორედ ფილტვის კიბოთი იღუპება (1.59 მლნ. სიკვდილიანობა ყოველწლიურად, კიბოთი გარდაცვლილთა 19.4%). მაღალი ლეტალობისა (სიკვდილიანობისა და ინციდენტობის მაჩვენებელთა თანაფარდობა 0.87-ს შეადგენს) და გადარჩენის მაჩვენებელთა მიხედვით ქვეყნებს შორის შედარებით ნაკლები ვარიაბელობის გამო, ფილტვის კიბოს სიკვდილიანობის მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით ავადობის მაჩვენებლებთან შესაბამისობაშია.

 

სურათი 3. ფილტვის კიბოს ავადობის ტენდენცია შერჩეულ ქვეყნებში: ასაკ–სტანდარტიზებული მაჩვენებელი 100 000 მამაკაცზე

 

სურათი 5. ფილტვის კიბოს სიკვდილიანობის ტენდენცია შერჩეულ ქვეყნებში: ასაკ–სტანდარტიზებული მაჩვენებელი 100 000 მამაკაცზე

 

 

 

სურათი 7. ფილტვის კიბოს ავადობის ტენდენცია შერჩეულ ქვეყნებში: ასაკ–სტანდარტიზებული მაჩვენებელი 100 000 ქალზე

 

სურათი 8. ფილტვის კიბოს სიკვდილიანობის ტენდენცია შერჩეულ ქვეყნებში: ასაკ–სტანდარტიზებული მაჩვენებელი 100 000 ქალზე