კოლორექტალური კიბო

კოლორექტალური კიბოთი ავადობა მამაკაცთა შორის ავადობის 746000 ახალი შემთხვევით (კიბოთი ავადობის 10%) მესამე ადგილზეა, ხოლო ქალთა შორის მეორე ადგილზე 614000 ახალი შემთხვევით (ავადობის 9.2%). შემთხვევების თითქმის 55% მაღალგანვითარებულ რეგიონებში ვლინდება.  ავადობა ქვეყნების მიხედვით მკვეთრად განსხვავებულია, თითქმის 10-ჯერ. ამასთან, თითოეულ ქვეყანაში ავადობის მახასითებელი ქალებსა და მამაკაცებში ძალიან იდენტურია: ავადობის ყველაზე მაღალი ასაკ-სტანდარტიზებული შეფასებითი მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე ვლინდება ავსტრალია / ახალ ზელანდიაში (44.8 მამაკაცებში და 32.2 ქალებში), ხოლო ყუველაზე დაბალი დასავლეთ აფრიკაში (4.5 მამაკაცებში და 3.8 ქალებში).

სურათი 1. კოლორექტალური კიბოს შეფასებითი ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, 2012 GLOBOCAN

მსოფლიოში კოლორექტალური კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა ყოველწლიურად გამოვლენილი თითქმის 694000 შემთხვევით, ონკოლოგიურ დააავდებათა სიკვდილიანობის 8.5%-ს შეადგენს. გარდაცვალების თითქმის 52% დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვლინდება. ავადობასთან შედარებით სიკვდილიანობის ვარიაბელობა ქვეყნების მიხედვით ნაკლებად გამოხატულია (მამაკაცებში ექვსჯერ, ქალებში - 4-ჯერ). ყველაზე მაღალი შეფასებითი ასაკ-სტანდარტიზებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორივე სქესის წარმომადგენლებში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (20.3 – 100000 მამაკაცზე და 11.7 – 100000 ქალზე), და ყველაზე დაბალი დასავლეთ აფრიკაში (3.5 და 3 შესაბამისად) ვლინდება. 

სურათი 3. კოლორექტალური კიბოთი გამოწვეული ავადობის მაჩვენებელთა დინამიკამამაკაცებში შერჩეულ ქვეყნებში, 1975-2010

სურათი 5. კოლორექტალური კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელთა ტენდეცია მამაკაცებში შერჩეულ ქვეყნებში, 1975-2010

სურათი 7. კოლორექტალური კიბოთი გამოწვეული ავადობის მაჩვენებელთა ტენდეცია ქალებში შერჩეულ ქვეყნებში, 1975-2010

 

სურათი 9. კოლორექტალური კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის ტენდეცია ქალებში შერჩეულ ქვეყნებში, 1975-2010