პროსტატის კიბო

მსოფლიოში პროსტატის კიბო მეოთხე ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა, ხოლო მამაკაცთა შორის ის მეორე ადგილზეა. ექსპერტთა შეფასებით, 2012 წელს 1.1 მლნ. მამაკაცი იყო დიაგნოზირებული პროსტატის კიბოთი, რაც მამაკაცებში გამოვლენილ ონკოლოგიურ დაავადებათა 15%-ს შეადგენს; შემთხვევათა 70%-ს ადგილი ჰქონდა მაღალი შემოსავლების ქვეყნებში. პროსტატის კიბოს ინციდენტობა თითქმის 25-ჯერ ვარირებს ქვეყნების მიხედვით; მაჩვენებლები მაღალია ავსტრალია/ახალ ზელანდიაში და ჩრდილოეთ ამერიკაში (100 000-ზე ასაკ-სტანდარტიზებული მაჩვენებლები 111.6 და 97.2 შესაბამისად). ინციდენტობის მაჩვენებლები შედარებით მაღალია დაბალი შემოსავლების მქონე ზოგიერთ ქვეყნაში, მაგალითად, კარიბის კუნძულებზე (79.8), სამხრეთ აფრიკაში (61.8), სამხრეთ ამერიკაში (60.1), თუმცა დაბალი რჩება აზიის პოპულაციაში, კერძოდ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-ცენტრალურ აზიაში, სადაც 4.5-დან 10.5-მდე მერყეობს.

სურათი 1. პროსტატის კიბოს ავადობისა და სიკვდილიანობის შეფასებითი მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, 2012 GLOBOCAN

 

2012 წელს პროსტატის კიბო სიკვდილის 307 000 შემთხვევით (კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 6.6%) ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მეხუთე ძირითად მიზეზს შეადგენდა მამაკაცებში. სიკვდილიანობის მაჩვენებლები ზოგადად მაღალია შავკანიან პოპულაციაში (კარიბის კუნძულებზე ასაკ-სტანდარტიზირებული მაჩვენებელი 100 000-ზე შეადგენს 29-ს, სუბ-საჰარულ აფრიკაში მერყეობს 19-24-ის ფარგლებში), ძალზე დაბალია აზიაში (მაგალითად, სამხრეთ-ცენტრალურ აზიაში 2.9) და საშუალო მნიშვნელობისაა ამერიკასა და ოკეანეთში. 

სურათი 3. პროსტატის კიბოს ავადობის ტენდენცია შერჩეულ ქვეყნებში: ასაკ–სტანდარტიზებული მაჩვენებელი 100 000 კაცზე

სურათი 5. პროსტატის კიბოს სიკვდილიანობის ტენდენცია შერჩეულ ქვეყნებში: ასაკ–სტანდარტიზებული მაჩვენებელი 100 000 კაცზე