კუჭის კიბო

ექსპერტთა შეფასებით, კუჭის კიბოს ავადობა თითქმის ერთი მილიონი (952 000 შემთხვევა, საერთო შემთხვევების 6.8%) ახალი შემთხვევით 2012 წელს მეხუთე ადგილზეა  ფილტვის, ძუძუს, კოლორექტალური და პროსტატის კიბოს შემდეგ. ეს შეფასება მიუთითებს, რომ სხვადასხვა ლოკალიზაცის კიბოთი ავადობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა 1975 წლის შემდეგ, როცა კუჭის კიბოთი ავადობა პირველ ადგილზე იყო.  კუჭის კიბოს ახალი შემთხვევების 70%-ზე მეტი (677 000, რომელთა შორის 456 000 შემთხვევა გამოვლინდა მამაკაცებში, ხოლო 221 000 შემთხვევა - ქალებში) განვითარებად ქვეყნებში ვლინდება; საერთო შემთხვევების თითქმის ნახევარი კი - აღმოსავლეთ აზიაში, ძირითადად ჩინეთში. ასაკ-სტანდარტიზებული ავადობის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში; ავადობა მამაკაცებში ვარირებს 3.3-დან დასავლეთ აფრიკაში 35.4-მდე აღმოსავლეთ აზიაში, ხოლო ქალებში 2.6-დან დასავლეთ აფრიკაში 13.8-მდე აღმოსავლეთ აზიაში.

სურათი 1. კუჭის კიბოს ავადობისა და სიკვდილიანობის შეფასებითი მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, 2012 GLOBOCAN

 

 

კუჭის კიბო მსოფლიოში ორივე სქესის წარმომადგენლებში მესამე ადგილზეა ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობით (სიკვდილის 723 000 შემთხვევით, საერთო სიკვდილიანობის 8.8%). სიკვდილიანობის შეფასებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალია აღმოსავლეთ აზიაში (100 000 მამაკაცზე შეადგენს 24-ს, ხოლო 100 000 ქალზე 9.8-ს), ხოლო ყველაზე დაბალი ჩრდილოეთ ამერიკაში (2.8 და 1.5 მამაკაცებსა და ქალებში შესაბამისად). სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები ასე ვლინდება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ორივე სქესის წარმომადგენლებში.  

სურათი 3. კუჭის კიბოს ავადობის ტენდენცია შერჩეულ ქვეყნებში: ასაკ–სტანდარტიზებული მაჩვენებელი 100 000 მამაკაცზე

 

სურათი 5. კუჭის კიბოს სიკვდილიანობის ტენდენცია შერჩეულ ქვეყნებში: ასაკ–სტანდარტიზებული მაჩვენებელი 100 000 კაცზე

 

სურათი 7. კუჭის კიბოს ავადობის ტენდენცია შერჩეულ ქვეყნებში: ასაკ–სტანდარტიზებული მაჩვენებელი 100 000 ქალზე

 

სურათი 9. კუჭის კიბოს სიკვდილიანობის ტენდენცია შერჩეულ ქვეყნებში: ასაკ–სტანდარტიზებული მაჩვენებელი 100 000 ქალზე