საყლაპავის კიბო

საყლაპავის კიბოს ავადობა 2012 წელს სავარაუდოდ გამოვლენილი 456 000 ახალი შემთხვევით (ონკოლოგიურ დაავადებათა საერთო ავადობის 3.2%) მერვე ადგილზეა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის და სიკვდილიანობა მეექვსე ადგილზე სიკვდილის დაახლოებით 400 000 შემთხვევით (კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 4.9%). შემთხვევათა თითქმის 80% დაბალ განვითარებულ ქვეყნებში ვლინდება. მსოფლიოში საყლაპავის კიბოს ინციდენტობის მაჩვენებელი მამაკაცთა შორის თითქმის ორნახევარჯერ მეტია (მამაკაცი : ქალი თანაფარდობა = 2.4:1). ავადობა 100 000 მოსახლეზე ორივე სქესის წარმომადგენლებში ქვეყნების მიხედვით თითქმის 20-ჯერ ვარირებს მამაკაცებში - 0.8-დან (დასავლეთი აფრიკა) 17-მდე (აღმოსავლეთ აზია), ხოლო ქალებში 0.2-დან (დასავლეთ აფრიკა) 7.8-მდე (აღმოსავლეთ აფრიკა).

სურათი 1. საყლაპავის კიბოს ავადობისა და სიკვდილიანობის შეფასებითი მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, 2012 GLOBOCAN

 

საყლაპავის კიბოს გადარჩენის მაჩვენებელი ძლიერ დაბალია, ამიტომაც სიკვდილიანობის მაჩვენებლების მახასიათებელი სხვადასხვა ქვეყნებში ავადობის მაჩვენებლების იდენტურია, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლებით მამაკაცებში აღმოსავლეთ აზიასა (100000 მოსახლეზე - 14.1) და სამხრეთ აფრიკაში (12.8) და ქალებში აღმოსავლეთ (7.3) და სამხრეთ აფრიკაში (6.2). 

სურათი 3.  საყლაპავის კიბოს ავადობის ტენდენცია შერჩეულ ქვეყნებში: ასაკ–სტანდარტიზებული მაჩვენებელი 100 000 კაცზე

 

სურათი 5. საყლაპავის კიბოს სიკვდილიანობის ტენდენცია შერჩეულ ქვეყნებში: ასაკ–სტანდარტიზებული მაჩვენებელი 100 000 მამაკაცზე

სურათი 7. საყლაპავის კიბოს ავადობის ტენდენცია შერჩეულ ქვეყნებში: ასაკ–სტანდარტიზებული მაჩვენებელი 100 000 ქალზე

 

სურათი 9. საყლაპავის კიბოს სიკვდილიანობის ტენდენცია შერჩეულ ქვეყნებში: ასაკ–სტანდარტიზებული მაჩვენებელი 100 000 ქალზე