კვლევის ეთიკის სისტემის პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში

პროექტის დასახელება:"კვლევის ეთიკის სისტემის პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში", Bioethic and Clinical Leadership of Union Graduate College; პროექტის განხორციელების ვადები:01.10.2014 - 03.09.2015

პროექტის ანოტაცია

ა).მიზანი:მხარი დავუჭიროთ კვლევის ეთიკის სფეროში პოლიტიკის ცვლილებების დაწყებას კვლევის ეთიკის სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
კონკრეტული მიზანი: პოლიტიკის პროსპექტული ანალიზი, იმ მიზნით რომ შეიქმნას ყოვლისმომცველი ინსტრუმენტი ე.წ. „პოლიტიკური ნარკვევის“ ფორმის სახით, რომელიც განსაზღვრული იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რათა სამინისტროს მიერ მომავალში გამოყენებული იქნას პოლიტიკური ცვლილებების პროცესის ინიცირებისთვის.
ამოცანები: 1. მაღალი პროფილის შეხვედრის ორგანიზება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის;2. მტკიცებულებებზე დაყრდნობით „პოლიტიკური ნარკვევის“ შექმნა კვლევის ეთიკის კომიტეტების სისტემის სტრუქტურისა და რეგულაციების მექანიზმების კონცეფციის შესახებ;3. ხარისხობრივი კვლევის ჩატარება პოლიტიკოსებს შორის;4. პირველი კონფერენციის / ვორქშოპის ორგანიზება კვლევის ეთიკის სფეროში;

ბ).პროექტის განხორციელების გზები:პროექტის მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად ჩვენ ვგეგმავთ მაღალი პროფილის შეხვედრის ორგანიზებას გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის, ხარისხობრივი კვლევის ჩატარებას პოლიტიკოსებს შორის, მტკიცებულებებზე დაყრდნობით „პოლიტიკური ნარკვევის“ შექმნას კვლევის ეთიკის კომიტეტების სისტემის სტრუქტურისა და რეგულირების მექანიზმების კონცეფციის შესახებ და კონფერენციის/ვორქშოპის ორგანიზებას მთავარი დაინტერესებული მხარეებისა და პოლიტიკოსების მონაწილეობით.

გ). მოსალოდნელი შედეგები:„პოლიტიკური ნარკვევის“ შემუშავება.