საქართველოს ბუნებრივი კერებიდან გამოყოფილი Y. pestis ატიპური ხაზები: პროტეომიდან, ვირულენტობამდე და გენთა ექსპრესიამდე

პროექტის დასახელება: ”საქართველოს ბუნებრივი კერებიდან გამოყოფილი Y. pestis ატიპური ხაზები: პროტეომიდან, ვირულენტობამდე და გენთა ექსპრესიამდე”, TAP 6; DIRA; პროექტის განხორციელების ვადები: 01.01.2014 - 01.01.2015
პროექტის ანოტაცია
ა).მიზანი: პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს ბუნებრივი კერებიდან გამოყოფილი Y. pestis-ატიპური ხაზების შემდგომი მოლეკულურ ბიოლოგიური დახასიათება და გენების და ცილოვანი მოლეკულების გარკვეული ჯგუფების ვირულენტობასთან კავშირის განსაზღვრა.
ბ).პროექტის განხორციელების გზები: ჩვენს მიერ პროტეომიკული ექსპერიმენტებით განსაზღვრული იქნა ის ცილოვანი მოლეკულები, რომლებიც დიფერენციულად ექსპრესირდებია Y. pestis-ის შემდეგ ხაზებს შორის:1390, 1853, 2944 და 8787 ოთხი განსხვავებული ფიზიოლოგიური მდგომარეობის დროს. ამ ცილების თვისებები მიუთითებს იმაზე, რომ ხაზები 1390 და 1853 უფრო მაღალი ვირულენტური აქტივობით უნდა ხასიათდებოდნენ დანარჩენ ორ იზოლატთან შედარებით. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად ჩვენ ვახორციელებთ მიღებული შედეგების შემდგომ ვალიდაციას მოლეკულების ცვლილელების შესწავლით ვესტერნ იმუნობლოტინგის და რაოდენობრივი რეალური დროის პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქციის საშუალებით და ასევე ბაქტერიების ზეგავლენის შესწავლით აპოპტოზის პროცესზე
გ). მოსალოდნელი შედეგები:
შერჩეული ცილოვანი მოლკულების ვესტერნ ბლოტინგის და მათი შესაბამისი მ-რნმ-ების რაოდენობის გაზომვა რაოდენობრივი პოლიმერაზულ რეაქციის საშუალებით მოგვცემს საშუალებას იმ განსხვავებების დამტკიცებისა, რაც ნაჩვენები იყო ჩვენს წინა კვლევებში პროტეომიკული მიდგომით.ეს შედეგები საფუძვლად დაედევნება საქართველოს და კავკასიის ბუნებრივ კერებში გამოყოფილი შავი ჭირის ბაქტერიების უნიკალური თვისებების დადგენას. მიღებული შედეგები შემდგომში შეიძლება გამოყენებული იქნას ვაქცინების შესაქმნელად.