საქართველოში პნევმოკოკური ვაქცინის დანერგვის ხელშეწყობის გრანტის მიზნობრივი ხარჯვის შესახებ

პროექტის დასახელება: „საქართველოში პნევმოკოკური ვაქცინის დანერგვის ხელშეწყობის გრანტის მიზნობრივი ხარჯვის შესახებ“, GAVI; პროექტის განხორციელების ვადები: 14.06.2014 – 31.07.2014.

პროექტის ანოტაცია

ა) მიზანი: იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსისა (GAVI) და დკეც-ის ერთობლივი პროექტის „ქვეყნის განაცხადი ახალი და არასაკმარისად გამოყენებული ვაქცინების დანერგვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად“ ფარგლებში „საქართველოში პნევმოკოკური ვაქცინის დანერგვის ხელშეწყობის გრანტის მიზნობრივი ხარჯვის შესახებ“, 26.03.2014 ბრძანება #06-51/ო საფუძველზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა ტრენინგები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების, პირველადი დონის დაწესებულებების ექიმების/მედდებისათვის ახალი პნევმოკოკური ვაქცინის და პნევმოკოკური ინფექციის შესახებ;
ბ) განხორციელების გზები: ცენტრის სპეციალისტების მიერ ჩატარდა 147 ერთდღიანი ტრენინგი 3200 საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების, პირველადი დონის დაწესებულებების ექიმების/ მედდებისათვის;
გ) მოსალოდნელი შედეგი: სამედიცინო პერსონალის ცოდნის დონის ამარლება ახალი პნევმოკოკური ვაქცინის დანერგვის წინ.