წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

პროექტის დასახელება: „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის #1008 განკარგულებით გათვალისწინებული იმუნიზაციის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა, WHO; პროექტის განხორციელების ვადები: 07.10.2013 – 31.01.2014.

პროექტის ანოტაცია

ა) მიზანი:
• ტრეინინგების/ საკომუნიკაციო შეხვედრების ჩატარება სამედიცინო პერსონალთან სამიზნე პოპულაციის განსაზღვრის, წწყ ვაქცინის ადმინისტრირების და წითელას გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, გასატარებელი იმუნიზაციის დამატებითი ღონისძიებების შესახებ;
• ვაქცინების, შპრიცების და უსაფრთხო ყუთების რაოდენობრივი და ხარისხობრივი განსაზღვრა სამიზნე პოპულაციის შესაბამისად; ცივი ჯაჭვის სისტემის და აცრისშემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების მონიტორინგი;
• დამხმარე ზედამხედველობის აქტივობების განხორციელება პირველადი დონის ჯანდაცვის დაწესებულებებში;
• გამსვლელი მობილური ბრიგადების ჩამოყალიბება და ტექნიკური დახმარების გაწევა რთულად მისაწვდომ ტერიტორიებზე;
• საკომუნიკაციო შეხვედრების ჩატარება ადგილობრივი თვითმმართველობის და განათელების სისტემის წარმომადგენლებთან მტავრობის განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
ბ) განხორციელების გზები: ნაციონალური დონის 8 კურატორის მიერ 24 დღის განმავლობაში ჩატარდა დამხმარე ზედამხედველობას ვიზიტები სამიზნე, 64 სამიზნე რაიონში, სულ განხორციელდა 192 ვიზიტი;
გ) მოსალოდნელი შედეგები: მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესება წიტელას აფეთქების შემდგომი გავრცელების შეჩერების მიზნით.