ზოონოზური გრიპის ტრანსმისია ადამიანებს, ღორებსა და შინაურ ფრინველებს შორის

პროექტის დასახელება: „ზოონოზური გრიპის ტრანსმისია ადამიანებს, ღორებსა და შინაურ ფრინველებს შორის“, STCU, #5271; პროექტის განხორციელების ვადები: 01.01.2012 – 31.12.2014.
პროექტის ანოტაცია
ა). მიზანი: ზოონოზური გრიპის ინფექციის გადაცემის რისკ-ფაქტორების გამოვლენა; გრიპის ვირუსების იდენტიფიკაცია და დახასიათება; რეკომენდაციების შემუშავება ცხოველებთან ექსპო¬ზი¬ციაში მყოფ პირებში გრიპის ვირუსების სახეობათშორისი გადაცემის შემცირების მიზნით.
ბ). განხორციელების გზები: ზოონოზური გრიპის ინფექციის პრევალენტობის შეფასება ცხოველებ¬თან ექსპოზიციაში მყოფ პირებში:
• ზოონოზური გრიპის ინფექციის რისკ ფაქტორების განსაზღვრა და შეფასება ამ პოპულა¬ციებ¬ში;
• კვლევაში ჩართულ პირებში გრიპისმაგვარი დაავადების განვითარების შემთხვევაში გრიპის ვირუსების იდენტიფიკაცია;
• გრიპის ვირუსების იდენტიფიკაცია კვლევის მონაწილეთა შინაურ ცხოველებში გრიპისმა¬გვარი დაავადების განვითარების შემთხვევაში;
• გრიპის ვირუსების იზოლატების დახასიათება მოლეკულური ამპლიფიკაციის, სეკვენირებისა და ფილოგენეტიკური ანალიზის საშუალებით.
გ). მოსალოდნელი შედეგები: აღნიშნული კვლევა ზოონოზური გრიპის ინფექციის შესწავლის პირველი მცდელობაა, არამარტო საქართველოში, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც.
• კვლევის საშუალებით შეგროვდება მონაცემები ზოონოზური გრიპის ვირუსების ცირკულა¬ცი¬ის შესახებ ღორებში, შინაურ ფრინველებსა და სოფლის მეურნეობის მუშაკებში;
• პროექტის ფარგლებში გამოყოფილი გრიპის ვირუსების შტამების ფილოგენეტიკური ანალი¬ზი გააღრმავებს ცოდნას გრიპის ვირუსების ევოლუციის შესახებ;
• რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაცია საფუძველად დაედება რეკომენდაციების შემუშავებას ზოონოზური გრიპის პრევენციის მიზნით;
• კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს, ზოონოზური გრიპის გადაცემის პროფესიული რისკის მქონე პირებში, ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესებას. კვლევა უზრუნველყოფს მონაცემების შეგროვებას სეროპრევალენტობის, ინციდენტობისა და რისკ-ფაქტორების შესახებ, რაც ფუნ¬დამენ¬ტურია გრიპის ეპიდემიების მოდელირებისა და ეპიდემიების ინტერვენციის ეფექტურობის ანალიზისათვის;
• გამოყოფილი გრიპის ვირუსების ანტიგენური და გენეტიკური თავისებურებები შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს შემდგომი კანდიდატი ვაქცინის შერჩევისა და ანტივირუსული რეკომენ¬დაციების შეცვლისათვის.