გრიპის კვლევა შინაურ ცხოველებში საქართველოში

პროექტის დასახელება: “გრიპის კვლევა შინაურ ცხოველებში საქართველოში”,  CRDF Global, GRDF;განხორციელების ვადები: 01.11.2014- 30.04.2015

პროექტის ანოტაცია

ა). მიზანი 1. ღორებსა და შინაურ ფრინველებში მოცირკულირე გრიპის ვირუსების გამოვლენა;

2. გრიპის ვირუსების შესწავლა სეკვენირებისა და ფილოგენეტიკური ანალიზის გზით.

ზოონოზური გრიპის ვირუსები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პანდემიური გრიპის ვირუსის წარმოქმნაში. გრიპის ვირუსის ეკოლოგიაში ღორი წარმოადგენს მნიშვნელოვან მასპინძელს, ვინაიდან იგი მგრძნობიარეა როგორც ფრინველის, ასევე ადამიანის A ტიპის გრიპის ვირუსების მიმართ; ხშირად ღორები მონაწილეობენ კიდეც ვირუსების სახეობათშორის გადაცემაში. ჩვენი კვლევის ზოგადი ამოცანაა გრიპის ვირუსების გამოვლენა და შესწავლა ღორებსა და შინაურ ფრინველებში საქართველოში, კერძოდ კახეთის რეგიონში.

ბ).პროექტის განხორციელების გზები:

კვლევა ტარდება კახეთის რეგიონში, რანდომულად შეირჩა სოფლები და კარდაკარ შემოვლითი გზით გრიპისმაგვარი სიმპტომების მქონე ღორიდან/ფრინველიდან გროვდება ნიმუშები: ღორის შემთხვევაში - ნაზალური და ფარინგეალური, ხოლო ფრიველის შემთხვევაში - ტრაქეის და კლოაკის ნაცხები.

თითოეულ დაავადებულ შინაურ ცხოველზე ივსება სპეციალური კითხვარი.

გრიპის ვირუსების დეტექცია ხდება რეალურ დროში პჯრ რეაქციის საშუალებით.

დადებითი ნიმუშები კი შემდგომში შესწავლილი იქნება სეკვენირებით  - სრული გენომის კვლევა.

გ). მოსალოდნელი შედეგები:

კვლევის საშუალებით მოვიპოვებთ ინფორმაციას ღორებსა და შინაურ ფრინველებში მოცირკულირე გრიპის ვირუსების შესახებ. გამოყოფილი გრიპის ვირუსების ფილოგენეტიკური ანალიზი  გრიპის ვირუსების ევულუციის უკეთ შესწავლის საშუალებას მოგვცემს.