ტულარემიის ეპიდემილოგია და ეკოლოგია საქართველოში

პროექტის დასახელება: „ტულარემიის ეპიდემილოგია და ეკოლოგია საქართველოში“,
GG-19, CBR/DTRA; პროექტის განხორციელების ვადები: 11.07.2013 – 10.07.2016.

პროექტის ანოტაცია

ა). პროექტის მიზანი:
ამ პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოში ტულარემიის ეპიდემიოლოგიის შესწავლა და ეპიდზედამხედველობის პროგრამის შემუშავება და Francisella tularensis გავრცელების არეალის დადგენა ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში.
ბ). პროექტის განხორციელების გზები:
1.ტულარემიის სეროპრევალენტობის კვლევა ექსპოზირებულ (ტულარემიის ბუნებრი-ვი კერაში მცხოვრები პოპულაცია) და არაექსპოზირებულ ჯანმრთელ ინდივიდებში; სერო-დადებითობის რისკ-ფაქტორების დადგენა.
2. ტულარემიის კლინიკურ შემთხვევებზე აქტიური ეპიდზედამხედველობის დანერგვა – მისი იდენტიფიკაცის უნარის გაზრდის მიზნით და ასევე ადამიანის შემთხვევებიდან იზოლატების შეგროვება, მათი შედარება გარემოდან ახლად ისოლირებულ და ისტორიულ შტამებთან;
3.ტულარემიის აქტიური ეპიდზედამხედველობის დანერგვა გარემოში, მღრღნელებსა და მათთან ასოცირებულ ვექტორებში; ადამიანებში ტულარემიის აფეთქებების წყაროების განსაზღვა და კავშირების დადგენა გარემოსა და ცხოველებიდან იზოლირებულ ტულარემიის შტამებთან.
4.ტულარემიის დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენება, შეფასება და ანტიმიკრობული რეზისტენტობის გამოვლენა;
5.გამოყოფილი F. tularensis შტამების შესწავლა დნმ-ს სექვენირების, პროტეომული ანალიზისა და ფაგებით სუბტიპირებით;
გ).მოსალოდნელი შედეგები: გაძლიერდება ადრეული იდენტიფიკაცია და კონტროლის შესაძლებლობები შემდეგი საშუალებებით:
• სხვადასხვა დიაგნოსტიკური მეთოდების დანერგვა, შეფასება და ვალიდაცია;
• ჯანმრთელობის ინსტიტუციური და ლაბორატორული ინფრასტრუქტურის გაძლიერება და მისი რეაგირება ტულარემიის ეპიდაფეთქებაზე;
• დაავადების ამოცნობის გაუმჯობესება და აფეთქების რისკ-ფაქტორების გამოვლენა;
• ეპიდაფეთქებების თავიდან ასაცილებლად დაავადების კონტროლის სტრატეგიული დაგეგმარება;
• აღიწერება გენოტიპური და ფენოტიპური ფაქტორები და ანტიმიკრობული რეზისტენტობა;
• აღიწერება ტულარემიის გადაცემის რისკ-ფაქტორები;
• გაიზრდება ექიმების, ჯანდაცვის მუშაკებისა და მოსახლეობის ცოდნა ტულარემიის შესახებ;
• დაინერგება და შეფასდება ტულარემიის დიაგნოსტიკო მეთოდები;
• განისაზღვრება ტულარემიის ეფექტი საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საქართველოში;
• უკეთესი ცოდნა და მოვლა შეამცირებს დაავადების გავრცელების ინტენსივობას და მის თანმდევ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს. ხანგრძლივი დაკვირვება ხელს შეუწყობს დაავადების კონტროლის საშუალებების განვითარებას რეგიონში, აფეთქებების პროგნოზირებას და გადატანის საშიშროების შემცირებას.