პოლიომიელიტის ზედამხედველობა გარემოში, 2014

პროექტის დასახელება: „პოლიომიელიტის ზედამხედველობა გარემოში, 2014”, WHO; პროექტის განხორციელების ვადები: 10.04.2014 – 31.12.2014.
პროექტის ანოტაცია
ა). მიზანი: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ნაციონალური პოლიოლაბორატორიის მხარდაჭერა პოლიომიელიტზე გარემოს ზედამხედვე¬ლო¬ბის განსახორციელებლად; საქართველოში მწვავე დუნე დამბლების ზედამხედველობის დამატებითი კვლევა – პოლიომიელი¬ტისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის შესანარჩუნებლად.
ბ). პროექტის განხორციელების გზები: ჩამდინარე ნახმარი წყლის სინჯების აღება საქართველოს სხვადასხვა რაიონში, სავარაუდოდ მაღალი რისკის დასახლებებში და ლაბორატორიული გამოკვლევა პოლიომიელიტის და სხვა ენტეროვირუსების დეტექციისა და იდენტიფიკაციის მიზნით;
გ). მოსალოდნელი შედეგები: გამოყოფილი პოლიომიელიტის ვირუსების ანტიგენური და გენეტიკური შესწავლა შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ჯანმო-ს შემდგომი რეკომენდა¬ციე¬ბის შესადგენად, გამოყოფილი პოლიოვირუსების წარმოშობის დასადგენად , საქართვე¬ლო¬ში პო-ლი¬ო¬ვი¬რუ¬სების და სხვა ენტერო¬ვი¬რუსების ცირკულაციის სურათის შესაქმნელად, გამოკვლევა იძლევა საშუალებას დავადგინოთ ქვეყანა რჩება თუ არა ველური პოლიომიელიტის შტამე¬ბი¬სა-გან თავისუფალი.