თამბაქოს კვლევა საქართველოში

პროექტის დასახელება: „თამბაქოს კვლევა საქართველოში“, Rollins School of Public Health, Department of Behavioral Scienes and Health Education; პროექტის განხორციელების ვადები: 01.10.2013 – 31.08.2014. $ 17 850.
პროექტის ანოტაცია
ა). მიზანი:
• საქართველოში თამბაქოს მოხმარებისა და თამბაქოს კონტროლის პოლიტიკაზე რეაგირების შეფასება – საქართველოს მოქალაქეების ეროვნული რეპრეზენტატული შერჩევის ზომაში;
• თამბაქოს მოხმარებისა და კლინიკაზე დაფუძვნებული პრაქტიკის შეფასება – ჯანმრთელობის სერვისების პროვაიდერებსა და სამედიცინო სტუდენტებს/რეზიდენტებს შორის;
• თამბაქოს მოხმარებისა და დამოკიდებულების შეფასება მდედრობითი სქესის მწეველებს შორის.
ბ). პროექტის განხორციელების გზები:
კვლევა 1 არის ჯვარედინა გამოკითხვა, რომელიც ადმინისტრირებულია 1000 მონაწილეზე, დკეც-ის ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით;
კვლევა 2 არის ჯვარედინა გამოკითხვა, რომელიც ადმინისტრირებულია 400 ჯანდაცვის პროვაიდერს შორის, რომლებიც შეგროვილია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ და ცენტრის საკონტაქტო პირების მიერ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსი¬ტეტში, ხოლო მონაცემთა შეტანა მოხდება დკეც-ის ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით;
კვლევა 3 არის ხარისხობრივი კვლევა, რომელიც მოიცავს ფოკუს ჯგუფებს ქალებში 18-დან 34 წლის ჩათვლით თბილისში, რომლებიც შერჩეულნი არიან საინფორმაციო ფლაიერებისა და რეფერალების გზით, კვლევის მოდერატორები და განმახორციელებლები არიან დკეც-ის თანამშრომლები;
გ). მოსალოდნელი შედეგები: 1 და 2 კვლევის აღწერილობით ანალიზში მოცემული იქნება ძირითადი სოციო-დემოგრაფიული მონაცემები, მოწევასთან დაკავშირებული მახასიათებლები და თამბაქოს კონტროლის პოლიტიკასთან დაკავშირებული სხვა რეაქციები. გამოყენებული იქნება ორდინალური „least squares“ რეგრესია, როგორც ყველაზე შესაფერისია თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის გზავნილებისადმი მიმღებლობის პრედიქტორების შესასწავლად, სოციო-დემოგრა¬ფი¬ული და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების მოსაცავად; კვლევა 3-ის აღწერილობითი ანალიზში მოცემული იქნება ძირითადი სოციო-დემოგრაფიული მო¬ნა¬ცე¬მები, მოწევასთან დაკავშირებული მახასიათებლები და თამბაქოს კონტროლის პოლიტი¬კასთან და-კავშირებული სხვა რეაქციები. ხარისხობრივი მონაცემების ანალიზი მოხდება სტანდარტიზებული პრინციპების მიხედვით 4 NVivo 9.0 (QSR International, Cambridge, MA), ხარისხობრივი მონაცემების ანალიზის იარაღი იქნება გამოყენებული ტექსტის კოდირებისთვის, ორგანიზაციის ფასილიტაცი¬ი¬სა¬თვის.