ბაქტერიული მენინგიტის ზედამხედველობა და დაავადების ტვირთის შეფასება საქართველოში

პროექტის დასახელება: ,,ბაქტერიული მენინგიტის ზედამხედველობა და დაავადების ტვირთის შეფასება საქართველოში”, WHO; პროექტის განხორციელების ვადები: 15.04.2014 – 31.12.2014.

პროექტის ანოტაცია

ა) პროექტის მიზანი:
საქართველოში 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ბაქტერიულ მენინგიტებზე საყრდენი ბაზით ეპიდზედამხედველობის სისტემის დანერგვა განსაკუთრებული აქცენტით გამოწვევ მიკროორგანიზმებზე: Haemophilus influenzae type B (Hib), Streptococcus pneumoniae (Sp) და neiseria meningitidis (Nm).
• თითოეული მოცემული მოკროორგანიზმით გამოწვეული დაავადების გავრცელების შესწავლისათვის საჭირო ხარისხიანი მონაცემების მიღება. ეს მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმების საწინააღმდეგო ვაქცინების შემოღებისათვის გადაწყვეტილების მდგრადობის მხარდასაჭერად და ვაქცინაციის დანერგვის შემდგომი მონიტორინგისათვის
• ხარისხიანი მონაცემების მიღება კლინიკური მენეჯმენტისათვის, ანტიმიკრობული მგრძნობელობის განსაზღვრისა და მონიტორინგისათვის.
• ეროვნული შესაძლებლობების განვითარება მართვად ინფექციებზე ხანგრძლივი, ლაბორატორიაზე დაფუძნებული ეპიდზედამხედველობისათვის.
მოცემული ეპიდზედამხედველობის ქსელი ფოკუსირებულია:
o დაავადებები/სინდრომი: ბაქტერიული მენინგიტები
o ასაკობრივი ჯგუფი: 5 წლამდე ასაკის ბავშვები
o მიკროორგანიზმები: Haemophilus influenzae type B (Hib), Streptococcus pneumoniae (Sp) და neiseria meningitidis (Nm).
ბ).განხორციელების გზები:
• 2008 წლის 28.06-3.07-ს ჩატარდა საქართველოში ბაქტერიულ მენინგიტებზე ეპიდზედამხედველობის სისტემის შეფასება ჯანმო-ს ექსპერტების მიერ;
• კონსულტანტების მიერ სენტინელურ ბაზად (როგორც კლინიკური ისე ლაბორატორიული) შერჩეულ იქნა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო და რეფერალურ ლაბორატორიად დკსჯეც-ის ლაბორატორია;
• ჯანმო-ს ექსპერტების მიერ სენტინელური ზედამხედველობისათვის ჩატარდა დამატებითი სწავლება;
• ჯანმო-ს ევროპული ბიუროს მიერ რეაქტივებით, სახარჯი მასალებითა და პროექტის მიმდინარეობისათვის საჭირო ხარჯებით უზრუნველყოფა;
• შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრების შესაბამისად, საყრდენ ბაზაზე ჰოსპიტალიზებული, ბაქტერიული მენინგიტზე საეჭვო, 1 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვების ზედამხედველობაში ჩართვა;
გ)მოსალოდნელი შედეგები:
საყრდენი ბაზით ზედამხედველობის შედეგად მოსალოდნელია, რომ ბაქტერიული მენინგიტების ეტიოლოგიური ფაქტორების შესახებ მიღებული იქნება ხარისხიანი მონაცემები.