საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების მხარდაჭერა, აივ/შიდსით დაავადებულთა სიცოცხლის მაჩვენებლების გაუმჯობესება მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით

პროექტის დასახელება: „საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების მხარდაჭერა, აივ/შიდსით დაავადებულთა სიცოცხლის მაჩვენებლების გაუმჯობესება მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით", გლობალური ფონდი; პროექტის განხორციელების ვადები: 01.04.2014 – 31.12.2015.

პროექტის ანოტაცია

ა). მიზანი: პროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობის მაღალი რისკის ჯგუფებში (ნიმ-ები, კსმ ქალები, მსმ-ები და პატიმრები) აივ ინფექციის პრევენციას, შიდსით დაავადებულთა უზრუნ¬ველ-ყოფას მაღალაქტიური ანტირექტროვირუსული მკურნალობით და შესაბამისი ლაბორატორიული და კლინიკური მონიტორინგით, C ვირუსული ჰეპატიტით კოინფექციის მქონე შიდსით დაავა¬დე¬ბულთა მკურნალობას პეგილირებული ინტერფერონისა და რიბავირინის კომბინაციით და შესაბამის კლინიკურ და ლაბორატორიულ მონიტორინგს, შიდსით დაავადებულთა პალიატიურ მზრუნველობას, თვითდახმარების ცენტრების ფუნქციონირებას, სამეცნიერო და ოპერაციულ კვლევებს პროგრამის ეფექტიანობის შეფასების მიზნით.
ბ). განხორციელების გზები:
• ადვოკატირება აივ ინფექციის პრევენციული ღონისძიებებისთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნის მიზნით (განხორციელება იწყება 2015 წლის I კვარტალში);
• შიდსით დაავადებულთა მობილიზაცია არვ მკურნალობის პროგრამის მდგრადობის უზრუნ¬ველყოფის მიზნით (განხორციელება იწყება 2015 წლის I კვარტალში);
• აივ ასოცირებული სტიგმის და დისკრიმინაციის შემცირება (განხორციელება იწყება 2015 წლის I კვარტალში);
• ლგბდ თემის მობილიზაცია აივ პრევენციის მიზნით (განხორციელება იწყება 2015 წლის I კვარტალში);
• სოციალური კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება აივ სტიგმის წინააღმდეგ (განხორციე¬ლება იწყება 2015 წლის I კვარტალში);
• შპრიცებისა და ნემსების გაცვლის პროგრამის განხორციელება ნიმ-ებში; ოპიოიდებზე დამო¬კი¬დებულ ნიმ-ებისთვის მეთადონით ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება;
• აივ პრევენცია კომერციულ სექს-მუშაკ ქალებსა და მსმ-ებში, პატიმრებში;
• აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა არვ მკურნალობის უზურნველყოფა;
• მობილური ბრიგადების საშუალებით არვ მკურნალობაზე დამყოლობის უზრუნველყოფა;
• აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა პალიატიური მზრუნველობა ბინაზე;
• აივ ინფიცირებულთა თვითდახმარების საკონსულტაციო ცენტრების ფუნქციონირება;
• ქცევებისა და ბიომარკერების შესწავლის კვლევა ნიმ-ებში;
• პოპულაციის რაოდენობის განმსაზღვრელი კვლევა კსმ ქალებში;
• პოპულაციის რაოდენობის განმსაზღვრელი კვლევა მსმ-ებში;
• არვ მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობის განსაზღვრის კვლევა;
• მედიცინის მუშაკებში აივ ინფექციასთან ასოცირებული სტიგმის შეფასების კვლევა;
გ). მოსალოდნელი შედეგები: აივ ინფექციის დაბალი პრევალენტობის შენარჩუნება მაღალი რისკის პოპულაციის ისეთ ჯგუფებში, როგორებიცაა ნიმ-ები და კომერციული სექს მუშაკი ქალები (<5%) და მსმ პოპულაციაში შიდსის ეპიდემიის განვითარების შეჩერება (<13%);
2015 წლის ბოლოსთვის დაგეგმილი შედეგებია:
• აივ ნკტ-ით მაღალი რისკის პოპულაციის წარმომადგენლების მოცვა – 24,650 ადამიანი;
• პატიმართა მოცვა აივ ნკტ-ით – 3,500 პატიმარი;
• მინიმალური პრევენციული პაკეტით ნიმ-ების მოცვა – 41% (18,638);
• მინიმალური პრევენციული პაკეტით კსმ ქალების მოცვა – 39% (2,563);
• მინიმალური პრევენციული პაკეტით მსმ-ების მოცვა – 21% (3,505);
• არვ მკურნალობის პროგრამაში ჩართული პაციენტების რაოდენობა – 3,270;
• მეთადონის პროგრამაში ჩართული პაციენტების რაოდენობა – 650
• C ვირუსული ჰეპატიტით კოინფექციის მქონე შიდსით დაავა¬დე¬ბულთა რაოდენობა ვინც ჩაიტარა მკურნალობა პეგილირებული ინტერფერონითა და რიბავირინით - 150