მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციის და საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის კვლევა

პროექტის დასახელება: მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციის და საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის კვლევა”, ფლორიდის უნივერსიტეტი; პროექტის განხორციელების ვადები:  01.10.2013 – 30.09.2014.

 პროექტის ანოტაცია

 ა). მიზანი: შესწავლილ იქნას მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციისა (SARI) და საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის (CAP) გამომწვევი ძირითადი ეტიოლოგიური აგენტები ამბულატორიულ და ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში;

ბ). განხორციელების გზები: კვლევაში ჩართული იქნება წელიწადში 400-500 პაციენტი, როგორც ბავშვები, ისევე მოზრდილები მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციისა (SARI) და საზოგადო-ებაში შეძენილი პნევმონიის (CAP) დიაგნოზით. პროექტში მონაწილეობას მიიღებს ოთხი საყრდენი ბაზა, სადაც პროექტის მონაწილეები უზრუნველყოფენ პაციენტის მოძიებას, ნიმუშის აღებასა და ეპიდემიოლოგიური მონაცემების შეგროვებას;

გ). მოსალოდნელი შედეგები:  გაძლიერდება ლაბორატორიული შესაძლებლობები SARI და CAP-თან ასოცირებული სხვადასხვა პათოგენების გამოვლენაში;  მოხდება SARI და CAP-ის გამომწვევი ძირითადი ეტიოლოგიური აგენტის იდენტიფიცირება; განისაზღვრება SARI/CAP გამომწვევი პათოგენების პრევალენტობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. იგეგმება სტატისტიკური ანალიზიის ჩატარება და სტატიის გამოქვეყნება.