ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკური ქსელის შექმნა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში

პროექტის დასახელება: “ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკური ქსელის შექმნა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში”, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს (ბუნდესვერი) სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი; პროექტის განხორციელების ვადები:29.08.2014 - 31.10.2016.

 პროექტის ანოტაცია

 ). მიზანიენდემურ რეგიონებში აღმოჩენილი პათოგენების ზედამხედველობა და პოტენციური ბიოლოგიური აგენტებით ბუნებრივი ინფექციების რისკის შეფასება. 

გარემო და კლინიკურ ნიმუშებში პათოგენთა დეტექციისა და აგრეთვე დიაგნოსტიკის  პროცედურების დანერგვა

ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა, მომზადება დადგენილი სადოქტორო სასწავლო პროგრამის მიხედვით

). პროექტის განხორციელების გზები:

ამოცანა 1: ცნობიერების ამაღლება - საველე სამუშაოების დაგეგმვა საქართველოს ტერიტორიაზე  ტკიპისმიერი ენცეფალითის (TBE) ინციდენტობის შესაფასებლად,  ადრე შეგროვებული ნიმუშების გამოყენება შედარებისთვის. UNICRI პროექტთან ერთად  საერთაშორისო ვორქშოპების ჩატარება თბილისში (სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩათვლით) ბიოუსაფთრთხოებისა და ბიოსდაცვის თემებზე.

 ამოცანა 2: დიაგნოსტიკა და დეტექცია - ორთოპოქს ვირუსების დიაგნოსტიკისათვის უჯრედული კულტურის მიღება და უჯრედული ხაზის წაყვანა ლაბორატორიაში, უჯრედული ხაზების ვირუსით დასნებოვნების ტექნიკის გაუმჯობესება (ინფიცირების მეთოდები, ვირუსის იზოლაცია, ვირუსის მარაგის მომზადება, დასნებოვნებული უჯრედული ხაზების დახასიათება). მოლეკულური დიაგნოსტიკა ლეპტოსპირას მაგალითის გამოყენებით (პრაიმერისა და პრობის დიზაინი; PCR რეაქციის შექმნა). კლონირების ტექნიკასთან გაცნობა და qPCR-ის შიდა კონტროლის დიზაინი და ვალიდაცია. ლეპტოსპირას, ორთოპოქს ვირუსის, ტკიპისმიერი ენცეფალიტის გამომწვევი ვირუსისა და სხვა პათოგენებისთვის qPCR-ის დიაგნოსტიკის დანერგვა.

ამოცანა 3: ახალგაზრდა ქართველ მეცნიერის მომზადება სადოქტორო პროგრამის მიხედვით

 -  ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის 3 და 6 თვიანი ვიზიტი ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტში ტკიპისმიერი ენცეფალიტის გამომწვევი ვირუსისა  და ორთოპოკს ვირუსის სადიაგნოსტიკო მიკრობიოლოგიური და სეროლოგიური ლაბორატორიული მეთოდების ასათვისებლად. პროექტის ფარგლებში გერმანელი კოლაბორანტები ახალგაზრდა ქართველ მეცნიერს დაეხმარებიან სადისერტაციო ნაშრომის მომზადებაში, პუბლიკაციების მომზადებასა და წარდგენაში, ასევე სამეცნიერო ხარისხის მიღებაში. 

). მოსალოდნელი შედეგები: გერმანულ-ქართული პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები რეგულარულად იქნება წარდგენილი ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებზე. პროგრამაში  მონაწილე ქართველი და გერმანელი  მეცნიერების მიერ ერთობლივი პუბლიკაციები მომზადებული და წარდგენილი იქნება რეცენზირებად ჟურნალებში. ასევე ჩატარდება საველე სამუშაოები, მოხდება გამოვლენილი პათოგენების დახასიათება და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება საქართველოში ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესებისათვის. მოხდება დკსჯეც ლაბორატორიული აღჭურვილობის შესაძლებლობების გაძლიერება; ახალი კადრების მომზადება/ გადამზადება,  ჩატარდება ეროვნული და რეგიონული (სომხეთი, აზერბაიჯანი) სამეცნიერო შეხვედრები.